კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰქონდა თუ არა ილო ბეროშვილს ცოლთან გაშორების შემდეგ ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა და ვინ არის მისი ცხოვრების სიყვარული

დიდი ხანი არაა, რაც ილო ბეროშვილი მაყურებლის წინაშე სხვა ამპლუით წარდგა – საკუთარი შოუს წამყვანად.  ინტერვიუს ჩაწერის დროს მითხრა, ორწელიწად-ნახევრის წინ, ვინმეს, რომ ეთქვა, ასეთ წარმატებას მიაღწევდიო, არ დავუჯერებდი. ახალ საქმეს ხელი დიდი პასუხისმგებლობით მოჰკიდა და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ორ პროექტშია, შესანიშნავად ართმევს თავს ყოველივეს. რა ეტაპზეა „ილო ბეროშვილის შოუ“  და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, ამაზე თავად გიამბობთ.

 ილო ბეროშვილი: რამდენადაც სასიამოვნოა, გქონდეს საკუთარი შოუ, იმდენივეა პასუხისმგებლობის გრძნობაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაცემაზე დიდი გუნდი მუშაობს, მაინც მე ვჩანვარ  და რაიმე კარგია თუ ცუდი, ყველაფერი მე მბრალდება. ამიტომ, გაორმაგებული მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. რამდენიმე პროექტში ვარ, მაგრამ ჩემთვის „ილო ბეროშვილის შოუ“ უფრო პრიორიტეტულია, თავისი ფიორმატითა და შინაარსით. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, არ მიჭირს ამ ყოველივესთვის თავის გართმევა. ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვართ და იმედია, კიდევ უფრო განვვითარდებით.  სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობას არ ვანიჭებთ რეიტინგს. ჩვენთვის უფრო მთავარია, რასაც ვაკეთებთ, იმით ისიამოვნოს მაყურებელმა.
– მალე დათანხმდი შემოთავაზებას საკუთარი შოუს შესახებ, თუ ორჭოფობდი?
–  მე და შალვას ამ თემაზე არაერთხელ გვილაპარაკია, თუმცა ასე, პირდაპირ არასდროს უთქვამს, შენ იქნები წამყვანიო. უბრალოდ, მეუბნებოდა, ხომ იცი, შენი იმედი მაქვსო. მიაჩნდა, რომ ეს გამომივიდოდა. რამდენადაც სასიამოვნო იყო, შემოთავაზება, იმდენად დავიბენი, მაგრამ ბევრი არ მიორჭოფია. საკუთარ თავთან გამიჩნდა რაღაც კითხვები. ამ სეზონზე შალვამ სამი გადაცემა წაიყვანა და უცებ გამოჩნდა „ილო ბეროშვილის შოუ.” ხალხს მოლოდინი არ ჰქონდა, ანუ არ დაგვიანონსებია ერთი თვით ადრე და ასე შემდეგ – უცებ შევვარდი ეთერში. თუმცა,  რასაც ვუყურებ და რაც პირად ურთიერთობებში გამიგია – მეგობრებისგან, მშობლებისგან, საშინელებებს არ ამბობენ. მართალია, არის კრიტიკაც, რაც ნორმალურია, მაგრამ ცუდი არავის უთქვამს.  ყოფილა შემთხვევა, რაღაც კრიტიკა გამითვალისწინებია კიდეც. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ, ვინც ამბობს: შეიძლება, ახლა დიდად არ მომეწონა ეს გადაცემა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მომავალში უკეთესი იქნება. ეს არის ნდობა მათი მხრიდან და მახარებს.
– შალვა რამიშვილი კადრს მიღმა დარჩა?
– შალვას  შოუსთან შეხება, რა თქმა უნდა, აქვს. ის არის მთელი გუნდის მენეჯერი. მისი  აწყობილია, ფაქტობრივად, ყველაფერი. ბევრი იმუშავა იმაზე, რომ კარგი გუნდი შეეკრა. ჩვენ ერთმანეთთან კონსულტაციებს გავდივართ. ამ ეტაპზე შალვა ისეთი აქტიური ვეღარაა. მას აქვს თავისი გადაცემა და პოლიტიკურ მოვლენებზეა გადართული.  მიუხედავად ამისა,  ვინც ამ შოუში ვართ – კადრში თუ კადრს მიღმა,  მასზე ვართ დამოკიდებულები, როგორც მენეჯერსა და პროდიუსერზე.
–  „იმედის დილის“ ეთერში, თაკოსთან ერთად სხვადასხვა ოინებს აწყობ, ეს ყველაფერი დაგეგმილი გაქვთ, თუ მომენტალურად მოიფიქრებთ ხოლმე?
–  არ შემიძლია, მხოლოდ, დავჯდე და ფაქტები აღვნიშნო. აუცილებლად რაღაცის იპმროვიზაცია უნდა გავაკეთო (იცინის). ბევრი იდეა კონკრეტულ მომენტში მომდის  თავში და ვაკეთებთ. იყო შემთხვევა, როცა 2-3 წუთით ადრე მომიფიქრებია რაღაც, თაკოსთვის მითქვამს და  გაგვითამაშებია. ისეც ყოფილა, როცა თაკო საერთოდ გონზე არ იყო. ისეთ რაღაცეებს ვიგონებდი, შოკში ვარდებოდა (იცინის). აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თაკო არასდროს დაბნეულა. ისეა, რომ სულ მოელის ჩემგან ხრიკს.
–  ძალიან დაკავებული ხარ. ბავშვები ხომ არ აპროტესტებენ შენს რეჟიმს?
–  ჯერ იმ ასაკში არ არიან, რაიმე გააპროტესტონ. ერთი ბაღში დადის – 6 წელი ახლახან შეუსრულდა,  მეორე კი ჯერ ორი წლისაა. მათ უნდათ, რომ მეტად მნახონ და ამაზე შეიძლება, წაიწუწუნონ. მეც მაკლია  მათთან ურთიერთობა, ალბათ, ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, სწორედ ეს არის. მიუხედავად მათი ასაკისა, მაინც გაგებით ეკიდებიან ჩემს რეჟიმს. ნელისთან ცხოვრობენ ბავშვები. ის ძალიან კარგი დედაა. ნელიკო იქნება, თუ ჩემი მშობლები, უხსნიან რატომ ვერ ვახერხებ მათთან ხშირად ყოფნას – იციან, რომ ვმუშაობ და ასე შემდეგ. თვითონ ამბობენ ხოლმე, ალბათ, მამა ახლა სამსახურშიაო.  
–  გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნელიკოსთან შერიგებას აპირებ. მართალია?
–  ეს ინფორმაცია გავრცელდა მაშინ, როცა მსგავსი შინაარსის კითხვა დამისვეს. მანამდე არავის უკითხავს ეს. ახლაც მინდა მასთან შერიგება და სულ მინდოდა. ძალიან განვიცადე ჩვენი დაშორების ამბავი. თუ ადამიანს ნორმალური ფსიქიკა აქვს, ეს როგორ შეიძლება, არ განიცადოს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ორი შვილი გყავს. ბევრი კეთილის მსურველია, გული შესტკივათ და სოციალურ ქსელში თუ სხვაგან,  მეკითხებიან ჩვენს ურთიერთობაზე. ნელიკო იმდენად კარგი ადამიანია, რომ, მიუხედავად გაშორებისა, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მახარებს ეს ფაქტი, მაინც ვპოულობთ საერთო ენას და ვცდილობთ, ბავშვებმა ნაკლებად იგრძნონ ის დისკომფორტი, რასაც მშობლების დაშორება ჰქვია.
–  შერიგების მცდელობა არ ყოფილა?
– ჩემგან იყო ინიციატივა რამდენჯერმე, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმაც რთულია ჩვენთვის. ადრეც დავშორებულვართ და შევრიგებულვართ, ვიდრე ეკრანზე გამოვჩნდებოდი, 6-7 თვე დაშორებულები ვიყავით. ამდენი დაშორება-შერიგებაც სტრესია. არ ვიცი, შევრიგდებით თუ არა, ვფრთხილობთ. მართალია, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ არის ბევრი შეცდომა, რაც არ მინდა, გავიმეორო.  ორივე ამ აზრზე ვართ. კიდევ რომ შევრიგდეთ და ისევ დავშორდეთ, ეს ბავშვებისთვისაც რთული იქნება. ბავშვები რომ არ გვყოლოდა და სხვა ასაკში ვყოფილიყავით, შეიძლება, შევრიგებულიყავით კიდეც. მაგრამ, ახლა ასე არ გამოვა. ჩვენ დავილაპარაკეთ ყოველგვარი ჩხუბისა და წიოკის გარეშე –  მე გადავედი ჩემებთან. მაქვს ხოლმე რაღაც დეპრესიული პერიოდები და ნელიკოა ის, ვისთანაც უპირველესად მინდება საუბარი, მაგრამ ხანდახან ამას არ ვაკეთებ. არ მინდა, ისიც ცუდ ხასიათზე დავაყენო,  რადგან ვიცი, რომ მისთვისაც  ძვირფასი ვარ.  ისე, რაც ნელის გავშორდი, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია. ერთდღიანი და ორდღიანი რაღაც ყოფილა, მაგრამ სერიოზულად არავისზე მიფიქრია. ისეთი გოგოც არ მინახავს და არ მიპოვია, რომ მეთქვა, მასთან თანაცხოვრება მინდა– მეთქი.  ერთადერთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში ნელიკოა და თუ რაიმე შეიცვლება, არ ვიცი.

скачать dle 11.3