კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იპოვა ბავშვი მეეზოვე ილია ჩოხელმა და რატომ ზრდიდა მას 2 წელი

ყინვაში, სიცივეში, თოვლში ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ. სახლიდან ძალიან ადრე გამოდიან, დაძინებულ შვილებს ტოვებენ და უამრავი პრობლემის მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან საკუთარ ქალაქსა თუ რაიონს... ზოგს სახლი არ აქვს, ზოგიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ასეთია მეეზოვეების ცხოვრება. მათ ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებათ სისუფთავეზე ზრუნვა. ასეთ პირობებში, იყო ქველმოქმედი და ზრუნავდე სხვის შვილებზე, გმირობის ტოლფასია. ილია ჩოხელმა ხუთი წელია, მეეზოვის ფორმა მოირგო. აღებული ჰონორარით კი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება. ქალბატონმა ლილიმ, როცა გაიგო ჟურნალისტები ვიყავით, გვთხოვა, ერთი ისტორია დაგვეწერა, რადგან მისი გმირი ამას ნამდვილად იმსახურებდა.
ილია ჩოხელი: დიღმის ¹1 ბავშვთა სახლში გავიზარდე. მთელი ბავშვობა ბევრი რამ მაკლდა – ნაყინი და სათამაშოც არ მქონია. ბავშვთა სახლში დედის გადაწყვეტილებით აღმოვჩნდი. დედა მარტო დარჩა, მის გვერდით არ იყო ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებდა. მეც ვერ გამზრდიდა და ამიტომ, მიიღო ეს გადაწყვეტილება. თვითონ იშვიათად მოდიოდა ჩემს სანახავად. რომ წამოვიზარდე, გავიგე, თურმე ძმები მყოლია... მთელი ცხოვრება მარტო მოვდივარ, ეს გზაც თვითონ ავირჩიე. ჯერ კიდევ თავშესაფარში ყოფნისას მქონდა გადაწყვეტილი, იქაურობას რომ დავტოვებდი, დაჩაგრულ, საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებზე მეზრუნა. ვიდრე კეთილმოწყობის სამსახურში დავიწყებდი მუშაობას, ორი წელი ქუჩაში დავდიოდი, სახლ-კარი, სამსახური არ მქონდა. თუმცა ჩემს მეგობრებთან ერთად, მაინც ვცდილობდი, ვინმესთვის დახმარება გამეწია. ამისთვის ვმათხოვრობდით კიდეც. შემდეგ მეეზოვედ დავიწყე მუშაობა. მივხვდი, რომ ჩემი ხელფასით არა ერთეულების, არამედ უფრო მეტი ადამიანის დახმარება შემეძლო. გადავწყვიტე, სახლი მექირავებინა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად მეცხოვრა.  12 ბავშვთან ერთად, ერთ ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ იმის გამო, რომ მეუღლე არ მყავს და სათანადო პირობები არ მქონდა, ბავშვები ჩამომართვეს. მათზე ზრუნვა მაინც არ შემიწყვეტია. მართალია, ისინი ახლა სხვაგან ცხოვრობენ, მაგრამ მთელი ჩემი ჰონორარი მათ ხმარდება. ვცდილობ, ვიზრუნო ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს და ოჯახებიდან წამოვიდნენ. ბევრი მარტოხელა დედაა, მათი ბავშვებისთვის პამპერსებს, ტანსაცმელსა და საჭმელს ვყიდულობ. ჩემი მეგობრებიც მეხმარებიან შეძლებისდაგვარად.  ხელფასი 660 ლარი მაქვს, მაგრამ ამის გარდა, დამატებით სამუშაოებსაც ვასურულებ – სანთლებს ვამზადებ და სხვა... როდესაც თანხა არ მყოფნის, რომელიმე ბავშვისთვის სესხი გამომაქვს. არ მესმის ადამიანების, რომელბიც შვილებს ასე უმოწყალოდ ტოვებენ ქუჩაში. არაერთი ფაქტი ყოფილა ჩვენთან, მეეზოვეს სანაგვეზე პატარა რომ უპოვია. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მოგიყვებით. მეც ვიპოვე ბავშვი, ოღონდ არა სანაგვეზე. ქვაზე იყო ჩამომჯდარი. 3 წლამდე იქნებოდა. ეს ბავშვი ჩემთან წავიყვანე სახლში და 2 წელი ვზრდიდი. ვიპოვეთ დედამისიც, ამ საქმეზე სერიოზული გამოძიება მიმდინარეობდა. როგორც აღმოჩნდა, დედას საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია ბავშვი ქუჩაში, მასზე ზეწოლას ახდენდნენ. ახლა ეს გოგო დიდია, დედასთან ცხოვრობს და სკოლაშიც სწავლობს.
მეეზოვეებს ყველაზე რთული სამუშაო შემოდგომასა და ზამთარში აქვთ. სიცივეში, ყინვაში დილის 6 საათიდან ასუფთავებენ ტერიტორიებს, ზრუნავენ ქალაქსა და მოქალაქეებზე. ამ ყოველივეს გამო, რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს. სამსახურებრივი მოვალეობის დროს არაერთი სავალალო შემთხვევა ყოფილა...
– ხუთი წელია, რაც მეეზოვედ ვმუშაობ და ბევრი რამე მინახავს – ბევრი საზარელი შემთხვევაც. რიყის პარკს ვასუფთავებ. ეს ტერიტორია დაახლოებით 4 ჰექტარია. ზამთარში დასუფთავებას, ქუჩებში მარილის დაყრაც ემატება. ერთი მანქანისთვის 20 ტონა მარილია განკუთვნილი, რომელსაც სამი ადამიანი ვყრით... ხშირად რისკის ქვეშ დაგვიყენებია ჩვენი სიცოცხლე – კლდეზე, ფერდობებზე გვიმუშავია. იყო შემთხვევა, მანქანამ დაარტყა ჩვენს თანამშრომელს და გარდაიცვალა.
ლილი დევდარიანი: ქალებს მუშაობა ღამე გვიწევს. ერთი ისტორია მინდა გიამბოთ, რომელიც ერთ ძალიან კარგ ქალბატონს ეხება. ახლა ის უკვე გარდაცვლილია. ერთად ვმუშაობდით, საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული წარსული ჰქონდა. მისი შვილიც ჩვენი თანამშრომელია, 25 წლმადე იქნება. ეს გოგო გათხოვდა, მაგრამ ოჯახი მალევე აერია. ბანკიდან სესხი ჰქონდა აღებული, რომელსაც დედა უხდიდა, იშვიათად დადიოდა სამსახურშიც. ჩვენთან ასეთი წესია, თუ სამუშაო დღეს გააცდენ, იმ დღის საფასური გეჭრება. სამსახური რომ არ დაეკარგა, მის მაგივრადაც დედამისი მუშაობადა. გული მეწვებოდა, ამ ქალს რომ ვხედავდი – ზამთარში, შიშველ ფეხზე რეზინის ჩუსტები ეცვა და ისე გვიდა. ერთ დღესაც ძალიან ცუდი რამ მოხდა. მეც იმ ადგილზე ვიყავი, 5 წუთის დატოვებული მქონდა ის მონაკვეთი. შესაძლოა, მის ადგილზე მე ვყოფილიყავი. ეს ქალი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მანქანა დიდი სისწრაფით მოდიოდა, მეეზოვემ ვერ დაინახა და ბორბლებში შეუვარდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ზუსტად 5 წუთში აიღეს მისი გვამი შემთხვევის ადგილიდან. ისე, რომ დილი 9 საათზე, სისხლის კვალიც არ ეტყობოდა იმ ტერიტორიას. ძალიან გაჭირვებული ქალი იყო, სამსახურმა დაახლოებით 20-კაციანი ქელეხი გადაუხადა. რთულია ჩვენი სამუშაო – ღამე, ყინვაში, სიცივეში, თოვლში ვგვით და ვასუფთავებთ ქალაქს. ხშირად შეურაცხყოფასაც კი გვაყენებენ. ერთხელ, „ჯიპის” ქვეშ გამოვგავე და მისმა პატრონმა მითხრა, აქედან გადი, მანქანა მიმტვერიანდებაო. მას მანქანა უმტვერიანდებოდა მე მტვერს ვყლაპავდი, მაგრამ არ ესმის ხალხს შენი გაჭირვება: რის გამო გიჭირავს ის ცოცხი და დილის 6 საათიდან რატომ გამოდიხარ სამუშაოდ.
ნარგიზა ხუცურაული: წლებია, რაც დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ. ეს საქმე რომ არ გამომჩენოდა, არ ვიცი რა უნდა მექნა. ქვრივი ქალისთვის, რომელსაც სამი ობოლო დარჩა, რთულია, სამსახურის პოვნა. დიდი ხანი ვიყავით მეზობლების იმედად – ისინი გვაჭმევდნენ და გვასმევდნენ. ჩემი ცხოვრება ბევრი რთული ეტაპისგან შედგება. გარდა იმისა, რომ ნაადრევად დავქვრივდი, ისედაც არ მქონია დალხენილი ცხოვრება... დილით ადრე გამოვდივარ სახლიდან, დაძინებულ ბავშვებს ვტოვებ, დიდ მანძილს ფეხით გავდივარ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ავიღებ ჩემს ცოცხს, მოვიცვამ ქურთუკს და ვიწყებ მუშაობას. ალბათ, ამით ბევრს ვერ გავაკვირვებ, ჩემს დღეში ათასობით ადამიანია. იმისთვის, რომ ჩემს შვილებს სახლში სულ ჰქონდეთ პური და საჭირო წიგნები სწავლისთვის, ყველაფერს გავაკეთებ. არ მინდა, რომ გაიზრდებიან, ჩემს დღეში იყვნენ. ამიტომ, ვცდილობ, ყველანაირად შევუწყო ხელი. სახლში დაღლილი რომ მივდივარ, ვიდრე საჭმელს შევჭამ, მანამდე გაკვეთილებს ვიბარებ. უფროს გოგოს მასწავლებელთანაც კი ვამზადებ. თანამშრომლები მეჩხუბებიან, ერთი თბილი ზედა და ფეხსაცმელი იყიდე, ისევ ზაფხულის ტანსაცმლით რომ დადიხარ, ამ სიცივეშიო. მაგრამ, მე რომ რაიმე ვიყიდო, მერე მასწავლებელს ფულს ვეღარ გადავუხდი. რთულია იყო მეეზოვე, ბევრი საფრთხის წინაშე ხარ. ერთხელ უბედურ შემთხვევას ჩემი თანამშრომლის წყალობით გადავურჩი, ალბათ, უფალმა არ გამწირა. დილით, ადრიანად ვასუფთავებდი ტერიტორიას, მთავარ გზაზე ვიყავი. მე არ დამინახავს, თურმე ტრაილერი სწრაფად მოდიოდა. ეს ქალი  ჩემგან მოშორებით გვიდა. ვერ გეტყვით, რა სისწრაფით გამოვარდა ჩემკენ, მომკიდა ხელი და ტრასიდან გადამაგდო. გონზე ვერ მოვედი, ვიფიქრე, ჩემი ცემა უნდა-მეთქი. მაგრამ, შემდეგ, რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, ტირილი დავიწყე. ასე ვართ, ერთმანეთს ვპატრონობთ მეეზოვეები, სხვა მაინც არავის გვყავს. ყველას დიდი ტკივილი და გაჭირვება გაქვს გადატანილი. ზოგს ლოგინად ჩავარდნილი შვილი ელოდება სახლში, ზოგს კიდევ თავშესაფარიც არ აქვს.
ირმა ტოგონიძე: რადგანაც მეეზოვეები ვართ, ხალხი აბუჩად გვიგდებს, მაგრამ ჩემი სამსახურით ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. მივხდვი, როგორ უნდა მოექცე ადამიანებს და ვინ არის პატივისცემის ღირსი. ღამით, ზამთარში ყველაზე რთულია დასუფთავება, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩვენი მოვალეობაა.  ამ დროს ათასი გიჟი და გადარეული დადის. დილით უფრო სიწყნარეა. ბევრი მათგანი აგრესიას გამოხატავს ჩვენ მიმართ, თუმცა ამასაც შევეჩვიე. ახლახან იყო ასეთი შემთხვევა, ბაღს ვასუფთავებდი საღამოს. რამდენიმე ბიჭი იჯდა და მზესუმზირას მიირთმევდნენ, თან ლუდს სვამდნენ. როცა სამუშაო მოვალეობას ვასრულებ, დანაგვიანებული ადგილი რომ არ გამოვწმინდო, შენიშვნას მომცემენ. ამიტომ, ამ ბიჭებთან მივედი და ვთხოვე, მეორე სკამზე გადადით, ამ ადგილს დავგვი-მეთქი. მათი მზესუმზირის ნარჩენები ეყარა. არ მითქვას, რატომ ანაგვიანებთ, ან რაიმე მსგავსი. ცოტა კი აწუწუნდნენ, მაგრამ შემდეგ გადავიდნენ. დავგავე ეს ტერიტორია და ვხედავ, სადაც დასუფთავებული მქონდა, იმ ადგილს ეს ახალგაზრდები ისევ აბინძურებდნენ. არაფერი მითქვამს, ვიფიქრე, ცოტა ხანს გავეცლები და რომ წავლენ, დავგვი-მეთქი. მაგრამ უცებ მომიტრიალდნენ და დამიწყეს ყვირილი – აქედანაც გინდა, აგვყაროო?! შენ განახვებთ სეირსო და მზესუმზირა ბოთლებითურთ, იქეთ-აქით დაყარეს. ხმა არ ამომიღია, თავიდან დავასუფთავე მთელი ტერიტორია. სახლში მაგვიანდებოდა, დედა მელოდებოდა. წლებია ჩაწოლილია. საჭმელი უნდა მეჭმია მისთვის და წამალი დამელევინებინა, მაგრამ უფლება არ მქონდა, ვიდრე არ დავასუფთავებდი, წავსულიყავი. გარდა იმისა, რომ სიცოცხლის ფასად გვიჯდება ეს სამსახური, უამრავ შეურაცხყოფასაც ვიღებთ. თუმცა, შიმშილის, უფულობისა და უქონლობის პერიოდი რომ მახსენდება, ისევ აქ მუშაობა მირჩევნია, თან, გაგიკვირდებათ და მიყვარს ჩემი სამსახური, მიყვარს სისუფთავე... ასე მგონია, ჩემი დღე ყველასგან განსხვავებულია. რთულია, იყო მარტოხელა. ნაქირავებ ბინაში დედასთან ერთად ვცხოვრობ, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია. დილა იწყება მასზე ზრუნვით და დღეც ასევე, მასზე ზრუნვით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ მაკლია, მაინც ბედნიერი ვარ, დედა რომ მყავს. წარმოდგენაც არ მინდა ის რომ აღარ იქნება და მერე სულ მარტო დავრჩები. ხანდახან ჩემს ცოცხისგან დაკოჟრილ ხელებს რომ დაინახვს, ცრემლი მოადგება ხოლმე, მაგრამ ვანუგეშებ, ერთ დღესაც სხვა სამსახური გამომიჩნდება, სადაც ლამაზი მანიკიურის გაკეთება დამჭირდება-მეთქი (იცინის). თუმცა, ვიცი, რომ ეს ოცნებაა, მხოლოდ ოცნება.

скачать dle 11.3