კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია ბინაში არსებული ნივთები ჩვენს პირად ცხოვრებასთან და შესაძლებელია თუ არა ბედის ერთ ღამეში შეცვლა

ყველა ცდილობს, თავის გარშემო ისეთი გარემო შეიქმნას, რომ მასთან სხვებმაც დაცულად, ჰარმონიულად და მშვიდად იგრძნონ თავი; ადამიანებს სურთ, მიაღწიონ წარმატებებს მინიმალური დანახარჯებით და, უბრალოდ, ბედნიერი ცხოვრება მოიწყონ. მაღაზიებში ბევრი ისეთი ნივთი იყიდება, რომლებიც სიმშვიდის მოპოვებაში გვეხმარება და სახლს დადებითი ენერგიებით ავსებს. ეზოთერიკოსი, ბატონი გივი ამბობს, რომ, ასევე, არსებობს უამრავი ატრიბუტი, რომლებიც ბინაში უნდა გვქონდეს და გვარწმუნებს, რომ ჩვენ თვითონვე შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა ბედნიერი მომავლისკენ, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ერთ ღამეში.

 გივი: თუ რამის შეცვლა გნებავთ პირად ცხოვრებაში, ან არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, თქვენს ბინაში არსებულ ნებისმიერ ნივთს ფრთხილად მოეპყარით და ის წესები გაითვალისწინეთ, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე. გეტყვით, რომ ბინის აურა ადამიანის პირად თუ კარიერულ ცხოვრებაზე აგებს პასუხს. თუ ცხოვრებაში რამე სიახლეს გეგმავთ, ბინაში ნებისმიერ ნიუანსსა თუ წვრილმანს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება: სწორად განალაგოთ ნივთები, გადაანაწილოთ ავეჯი, ჭურჭელი და ისე დაელოდოთ სანუკვარი ოცნებების ახდენას. ასე რომ,  ბინის აურა სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და, დასანანია, რომ ბევრი ამას არ ითვალისწინებს. მაგალითად, თუ სამსახურის შეცვლა გინდათ, დაწინაურებაზე ოცნებობთ და გსურთ ფინანსებისა და შემოსავლების გაორმაგება, მაშინ თქვენი ბინა უნდა მოამზადოთ ამისთვის.
– კონკრეტულად რას მივაქციოთ ამ მხრივ  ყურადღება და რა მოვიმოქმედოთ?
–  უპირველესად, ბინაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ განათებას.  გაითვალისწინეთ, რომ, თუ კარიერაში წინსვლა გსურთ, ჭაღის ნათურები ჭერისკენ უნდა იყოს მიმართული; თუ მასშტაბური გეგმების განხორციელებაზე ოცნებობთ, გემოვნებით და სადად მოაწყვეთ ბინის შესასვლელი. ის აუცილებლად კარგად გაანათეთ და მუდამ დასუფთავებული და მოწესრიგებული გქონდეთ.
– თუ საქმეში ასე თუ ისე წარმატებული ვართ და პირადი ცხოვრების მოწყობა გვინდა?
– მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლა საკუთარი ბინის მოწყობით უნდა დაიწყოთ. თუ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა გსურთ, დაემშვიდობეთ ძველ, გამოუყენებელ ნივთებს და ბინა სინათლითა და სიახლით აავსეთ. ადგილი, სადაც მეტ დროს ატარებთ, მშვიდი და კომფორტული უნდა იყოს. სახლი დილა-საღამოს აუცილებლად გაანიავეთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გასათხოვარი გოგონას სახლში არ უნდა ინახებოდეს გაბზარული, გატეხილი და შელახული ჭურჭელი თუ ავეჯი. ასევე,  კარგია, თუ საძინებელში, სარკეზე გასათხოვარი გოგონა ფერად მძივებს დაკიდებს. ასე, პრობლემის მოგვარების გასაღებს მოძებნით და ადვილადაც შეძლებთ, კარი გაუღოთ ბედნიერებას. ხშირად დაპატიჟეთ ბინაში თქვენი ახლობელი შეყვარებული წყვილები, რათა მათი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოვიდეს. ფანჯრებზე ღია ტონალობის ფარდები ჩამოაფარეთ და ოთახი წითელი ფერის, სასიყვარულო ენერგეტიკის მქონე შუქით გაანათეთ – წითელი ფერი ცეცხლის ენერგიით აგავსებთ და სიყვარულს მოიზიდავს.
– გამიგია, რომ თუ ზოგიერთ ნივთს ბინაში დავაწყობთ, გაძლიერდება მატერიალური ენერგეტიკა და ფულის მოდინება. ამ მხრივ რას გვირჩევთ?
– მაგალითად, ჩინურ მაღაზიებში იყიდება წითელ დაწნულ ძაფზე აცმული მონეტები, რომელზეც შავი იეროგლიფებია ამოტვიფრული. თუ ამ ნივთს შეიტანთ თქვენს სახლში და შესაბამის ადგილას დაკიდებთ, ჩათვალეთ, რომ ამით მატერიალური ენერგეტიკა გაძლიერდება და ფინანსური კუთხით ხელი მოგემართებათ. თუ გინდათ, ამ ნივთებმა სიკეთე მოგიტანოთ, სახლის ჩრდილო-დასავლეთით ან ჩრდილოეთით უნდა დაკიდოთ.
– ესე იგი, თუ მას შევიძენთ და მეგობარს ვაჩუქებთ, ამით მის ფინანსურ სფეროს გავაძლიერებთ?
– მისი ჩუქება არ ვარგა, ხოლო, თუ იყიდით და საკუთარი ხელით დაკიდებთ საკუთარ სახლში, მეტი მაგიური დატვირთვა აქვს, ვიდრე ნაჩუქარს. თუ გსურთ, თქვენს მეგობარს ბედნიერება მიანიჭოთ, აჩუქეთ ბაყაყის სტატუეტი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს – ის სიმდიდრისა და წარმატების მომტანია და მასაც ადვილად შეიძენთ ჩინურ მაღაზიებში. თუ გინდათ, მან წარმატება და სიმდიდრის ხაზი გაგიაქტიუროთ, ბაყაყის სტატუეტი შესასვლელში, კარისკენ ზურგით, იატაკზე დადგით. სპილოს სტატუეტსაც მსგავსი მაგიური თვისებები აქვს და, თუ ის სახლში გაქვთ, სიმდიდრეს დაიგროვებთ. ზოგადად, სპილოს ბიზნესის დამცველად მიიჩნევენ და საქმიან ადამიანს ის სამუშაო მაგიდაზე უნდა ედოს. ოღონდ, დააკვირდით, სპილოს ხორთუმი მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და სახით პატრონისკენ იყოს შემობრუნებული.
– ეზოთერიკოსები ამბობენ, ადამიანის ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს; არსებობს ისეთი წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს და ამით თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები ცხოვრებაშიო. ჩემი აზრით, ყველა იმას ვიმკით, რასაც ვიმსახურებთ.
– მე კი გეტყვით: თუ შეგიძლია, რომ უკეთესი დათესო უკეთესის მოსამკელად, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. მაგალითად, უძველესი წესია, რომ პარასკევ დღეს  არ მორეცხოთ იატაკი სველი ტილოთი, რადგან შესაძლოა, ეს უფულობის მიზეზი გახდეს; სარკე, ცხვირსახოცი და საპონი არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს, თუ არ გსურთ, მასთან კამათი მოგივიდეთ; თუ სახლიდან გასულს უკან შებრუნება მოგიწიათ, სახლში შესვლისთანავე სარკეში ჩაიხედეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს წარუმატებლობა გარდაუვალია. თუ გინდათ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ბედში არ შეგექმნათ პრობლემა და მეტად გაგიმართლოთ, როცა დასაძინებლად ემზადებით და ტანსაცმელს იხდით, ნუ მიმოფანტავთ მას ოთახში – ეს უმარტივესი წესებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ, თუ ბედს მინდობილი ხართ და არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, ნუღარც დაიწუწუნებთ.
– გამიგია, რომ ადამიანის ბედის შეცვლა ერთ ღამეში შეიძლებაო. ნამდვილად შესაძლებელია ასეთი რამ?
– რასაკვირველია, შესაძლებელია. ზოგადად, ძილი არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს უხილავ ენერგეტიკულ სამყაროსთან აახლოებს და აკავშირებს. ბედის შეცვლა სიზმარში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა ადამიანს ფხიზელი ცნობიერების შენარჩუნება შეუძლია, რაც ყველას როდი ძალუძს. შემიძლია, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომელიც ამაში დაგეხმარებათ: სანამ დაძინებას გადაწყვეტთ, დადექით ონკანთან და გამდინარე წყალს დააკვირდით, მერე ფანჯარასთან მიდით და ცას უყურეთ რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ კი ისევ ონკანთან დაბრუნდით, ბედის უკეთესობისკენ შეცვლა შესთხოვეთ გამდინარ წყალს და უხმოდ დაწექით დასაძინებლად. რამდენჯერმე გააკეთეთ ასე და მალე თავად ნახავთ, რომ თქვენს ბედში სასიკეთო ძვრები მოხდება. საერთოდ, როცა ადამიანს კეთილი ზრახვები ამოძრავებს და ბოღმა ან სამაგიეროს გადახდის სურვილი არ აქვს ქვეცნობიერში ჩადებული, მისი ბედის ბორბალი მხოლოდ წარმატებით ტრიალებს.

скачать dle 11.3