კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვთ ადამიანებს სინდისი დამძიმებული და რით ჰგვანან თანამედროვე მოძღვრები ძველი აღთქმის ფარისევლებსა და მწიგნობრებს

თითოეულ ჩვენგანს ხშირად უწევს საკუთარ სინდისთან ბრძოლა: ზოგჯერ უსმენს მას, ზოგჯერ კი, პირიქით, მის წინააღმდეგ მიდის. როგორ უნდა მოიქცეს საკუთარ სინდისთან, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ღვთისმსახურებას, რომელსაც აღვასრულებთ, მოციქულები ეძახდნენ „სერობას“, უფრო ადრე „საიდუმლო სერობა“ ერქვა, შემდეგ „ევქარისტიონ“ – სამადლობელი. მოგვიანებით კი, დაერქვა იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის წირვა, იაკობის ჟამისწირვა. დღეს უფრო გავრცელებულია: ლიტურგია, წირვა. ყველაზე სრულყოფილი ტერმინი სწორედ ქართულშია შემონახული – „ჟამის წირვა“, ასე ჰქვია ღვთისმსახურებას, რომელსაც აღვასრულებთ. როდესაც კვირა დღეს საწოლიდან დგებით, გაქვთ ბრძოლა: წახვიდეთ თუ არა ეკლესიაში, თუ ბაზრობაზე მეგობართან ან სხვა საქმეზე, გახსოვდეთ, რომ  „ჟამი არს მსახურებად უფლისა“. როდესაც ჟამი არს მსახურებად უფლისა, ნუ გამოიყენებთ უსაქმურობაში, მეგობრებთან ჭორაობაში, ნაბახუსევიდან გამოსვლაში.  ჟამი ისედაც შემცირებულია და შეიძლება, უფლის ჟამი აღარც დადგეს, ანუ ღვთისმსახურებაზე ვეღარ მოხვიდეთ და ეშმაკის ჟამში გადახვიდეთ. ეშმაკის ჟამი კი არის გლოვა, კბილთა ღრჭენა, მწუხარება, სნეულება, საპატიმრო, საავადმყოფო.
– ჩვენ ვამბობთ აღსარებას, ზოგჯერ ყოველ კვირას, თუმცა ხშირად ჩვენი აღსარება ბოლომდე სრულყოფილი არ არის. რა არის ამის მიზეზი?
– ადამიანი ვერ იტყვის სრულყოფილ აღსარებას, რადგან თავად არ არის სრულყოფილი. მაგრამ, როდესაც ცდილობ და ხედავ, რომ შენი აღსარება ძალიან სუსტია, მამების თქმით: სინდისისმიერი აღსარება უნდა თქვა. სინდისი საოცარი რამ არის. ეს არის ნაკვერჩხალი, რომელიც ღმერთმა დაბადებიდან ჩადო ჩვენში. ერთ-ერთი ქართველი მეცნიერი ამბობს: ერთადერთი ხალხი ვართ, ვისაც ქართულ ენაზე არც სინდისი გაგვაჩნია არც ნამუსიო, რადგან სინდისი ბერძნული სიტყვა, ნამუსი – სპარსული. ქართულში, რა თქმა უნდა, არის მისი შესატყვისი – „თანაგონებაი“. მას მამებმა ბუნებრივი რჯული უწოდეს, რომელიც ღმერთმა ადამიანში ჩადო. ყველა გონიერი არსება ეძებს ღმერთს ეკლესიაში, იერუსალიმში, ათონზე, წმიდა მამასთან, სასულიერო პირთან და არ ეძებს სინდისს საკუთარ თავში. თუ გინდა, ღმერთი გაიცნო, საკუთარ თავში ჩაიხედე და შეამოწმე შენი სინდისი. „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ არ გადაგცეს მსაჯულს ანუ იესო ქრისტეს; მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს, ანუ ანგელოზებს და არ ჩაგაგდოს საპყრობილეში, ანუ ჯოჯოხეთში”. სანამ ცოცხალი ხარ, შეურიგდი სინდისს, შენი სინდისისმიერ იცხოვრე. მოუსმინე მას, რომ ღმერთმა, რომელიც არის მსაჯული, არ გადაგცეს ანგელოზებს და მათ არ ჩაგაგდონ საპყრობილეში, ანუ ჯოჯოხეთში. ერთი თანამედროვე მამა სინდისს კომპასს ადარებს. ჩვენი სინდისი ცოდვებითაა გადახრილი და რომ გავასწოროთ,  ამისთვის საჭიროა რუკა, რუკა კი წმიდა წერილია. ამ რუკის შემდგენლები წმიდა მამები არიან. შენით შეიძლება ვერ გაიგო, რა წერია, მას თავისი განმარტებები აქვს. ეს განმარტებები სხვა არაფერია, თუ არა ეგზეგეტიკა წმიდა მამების მიერ.
– თუმცა, ხანდახან ადამიანს თავისი სინდისიც ატყუებს.
– სინდისი იმდენად დამძიმებულია ჩვენი ცოდვებით, რომ ხშირად ის ადამიანის მხარესაა გადახრილი, თავს აცოდებს: ამ სიცივეში ნუ გახვალ გარეთ, ამდენი ზიარება რა საჭიროა, შეიბრალე შენი თავი – ხომ ხედავ, ვირუსებია... არსებობს მცდარი სინდისი, რომელიც არავითარ რუკას არ ექვემდებარება. ყველაზე კარგად ამბა დოროთეს აქვს გადმოცემული სინდისის შესახებ: „ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მასში დათესა წმინდა ნაკვერჩხალივით მხურვალე და ნათელი გულისიტყვა“ – გულისიტყვა, ეს არის სინდისი. გული მკარნახობს, გული მეუბნება, დაუჯერეთ გულს, გონება ჩაიყვანეთ გულში. რა სთხოვა სოლომონმა ღმერთს: „მომეცი ბრძენი გული, რომ გავიგო, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი.”  როგორც ჩვენი პატრიარქი აბობს: დღესასწაული არის სუფთა სინდისი. როცა შენ ღმერთი ან მოძღვარი გეუბნება: რატომ აშავებ, შენ პასუხობ: მე არა, დედამთილია დამნაშავე, ქმარი...  მე არა და სხვა – სწორედ ეს არის სინდისის დათრგუნვა. ნუ გადააბრალებთ ყველაფერს სხვას. როცა არ ვუსმენთ, ის ითრგუნება და აღარ შეუძლია ჩვენი მხილება, სიმძიმის გამო ზედ რომ ადევს. ბუნდოვნად გვინათებს ჭიქაში. ჭიქაში ანთებული სანთელივით მოვლენებს გარკვევით ვერ გვიჩვენებს, როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას. ამიტომ არის თანამედროვე ადამიანი დაზაფრული. რამდენი რელიგია, რამდენი იდეოლოგია, სწავლებაა და ვეღარ გაუგია ვერაფერი.
– როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სინდისი?
– სინდისის დაცვის სამი გზა არსებობს. მაგალითად, მე ვქადაგებ, გარეგნულად გეჩვენებით როგორც პატიოსანი, კარგი მამაო ვარ, მაგრამ შინაგანად, რასაც ღმერთი ხედავს, უკვე ბევრი დარღვევა მაქვს. ასეა სხვა ადამიანების შემთხვევაში – იმას, რასაც ვერ ხედავს ქმარი, ვერ ხედავს დედა, ოჯახი... შენ სინამდვილეში ძალიან ცუდად იქცევი. ეს არის სინდისის დარღვევა უფლის წინაშე. ასეთები იყვნენ ფარისევლები, მწიგნობრები, როგორც მათ უთხრა იესო ქრისტემ: ვაი, თქვენ, ფარისევლებო და მწიგნობრებო, თეთრად შეფეთქილო საფლავებო, შიგნიდან ყარხართ და გარედან საზოგადოებას ლამაზად ეჩვენებით. ასეთები ვართ თანამედროვე მღვდლები და ბევრი თანამედროვე ქრისტიანი. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, სინდისის თანაგონების დაცვაა საჭირო ღვთის თვალში, რომელსაც მხოლოდ ღმერთი ხედავს – ადამიანში დამალულს. ადამიანზე, ძირითადად, 4 შეხედულება არსებობს: 1. ეს არის, რას ვფიქრობ მე საკუთარ თავზე? – რა თქმა უნდა, ძირითადად, ჩვენი ნარცისიზმით, საკუთარი თავის სიყვარულით ვართ დაკავებულები – ისეთი ხომ არ ვარ, როგორც ეს ადამიანი და ასე შემდეგ; 2. რას ფიქრობს ოჯახი მასზე? – ოჯახი ასე თუ ისე მასზე კარგს ფიქრობს, სიმართლეს არავინ ეუბნება; 3. საზოგადოება: სამსახურში სანამ უფროსი ხარ, სიმართლეს არავინ გეუბნება. როგორც კი მოგხსნიან, ხელფასს გაგიუქმებენ, მერე იწყებენ ფურთხებას, გალანძღვას, სიმართლის თქმას ან პირიქით – განკითხვას. უკვე მტერი ხდება; 4. რას ფიქრობს ღმერთი შენზე? – ეს არის ყველაზე მთავარი და რას ფიქრობს ღმერთი შენზე, ამისთვის წაიკითხე სახარება მამათა კომენტარებით. არაფერი არ უნდა გააკეთო, რითაც შენს მოყვასს დააბრკოლებ – საქმით, სიტყვით ან შეხედვით. თუ მოყვასს პატივს არ სცემ, შენ უკვე პატივს არ სცემ ღმერთს. ზოგჯერ ვამბობთ: როგორ მიყვარხარ, გავა თუ არა, და სხვას ეუბნები: რას ჰგავს, როგორ იქცევა, ამას ასეთი ქმარი უნდა ჰყავდეს?!. ასე იტყვიან მერე შენზეც. ღმერთი თავად კანონია. მისი ოქროს კანონი ასეთია: არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ. თუ ეს შენს სინდისში იქნება ჩადებული, ცუდს აღარ გააკეთებ. თუ არ მინდა, ვინმემ განმიკითხოს, მეჩხუბოს, გამლანძღოს, მე ნუ გავაკეთებ ამას. თუ ეს კანონი შენში იქნება, ყველაფერი დალაგდება. შეიძლება, იმ დროს ადამიანი ნაზიარებია, ეკლესიაში მიდის, მოძღვარი ჰყავს და ამ დროს ნაგავს ისე ყრის მეზობლის კართან, სინდისიც კი არ აწუხებს. სინდისი უნდა დავიცვათ ყველა ქმნილების წინაშე, სხვანაირად ვერ ვიქნებით კარგი მართლმადიდებლები – ვიყოთ სინდისისმიერი ადამიანები და არა უსინდისოები.

скачать dle 11.3