კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომის პაპის, წმიდა კლიმენტის აღსრულებული სასწაული

რომის პაპი წმიდა კლიმენტი ცხოვრობდა პირველ-მეორე საუკუნეებში. იგი იყო ნაკურთხი წმიდა პეტრე მოციქულის მიერ და იყო პეტრეს და პავლეს მოწაფე. ის რომიდან ხერსონში გადაასახლეს და საშინლად აწამეს –  ყელზე მოაბეს გემის ღუზა, ჩაუშვეს ზღვაში და დაახრჩვეს. ხალხს ძალიან უნდოდა მისი ცხედრის პოვნა, მაგრამ ზღვაში ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. და აი, მოხდა სასწაული, ზღვის წყალი შვიდი დღით მოიქცა და მოსახლეობამ კვლავ დაიწყო ძიება წმიდა კლიმენტი რომის პაპის სხეულისა. ის ზღვის ფსკერზე, გამოქვაბულში ნახეს და რაკი იქ იპოვეს, აღარ წამოასვენეს. შვიდი დღის შემდეგ კი მისი სხეული კვლავ წყალმა დაფარა. როცა მიმოქცევა იყო ზღვისა და თავისუფლდებოდა ფსკერი, ხალხი მიდიოდა და თაყვანს სცემდა წმიდა კლიმენტის. ეს ხდებოდა ყოველ წელს. და აი, ერთხელ ზღვა რომ მობრუნდა, ერთმა ვერ მოასწრო ამოსვლა და ის წყალმა შთანთქა. ეს იყო უმძიმესი განსაცდელი მშობლებისთვის. ერთი წელი მათ გოდებასა და ტირილში გაატარეს და შემდეგ წელიწადს, როცა მოქცევა მოხდა წყლისა, ეს მშობლები წავიდნენ წმიდა კლიმენტის თაყვანსაცემად და როდესაც შევიდნენ გამოქვაბულში, იქ ცოცხალი ნახეს თავიანთი შვილი. ეს იყო გამაოგნებელი სასწაული. ეს ყრმა შემდეგ უამბობდა დედ-მამას, თუ როგორ კვებავდა წმიდა კლიმენტი მას მთელი წლის განმავლობაში და რომ არავითარი ზღვა და არავითარი წყალი გამოქვაბულში არ იყო.
ასეთ საოცარ სასწაულს იქმან წმიდანები, განსაკუთრებით კი წმიდა ნიკოლოზი. დღესაც, ვინც რწმენით, სიყვარულითა და სიხარულით მიდის მასთან, ყველა იღებს დახმარებას. ამასთან მას მიმართავენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მუსლიმანები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ის ყველას ეხმარება.

скачать dle 11.3