კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კლავს სიყვარულს და როგორ ინარჩუნებს ზოგიერთი ქალი რომანტიზმს ურთიერთობაში

ზოგჯერ ვერც დიდი სიყვარული შველის ადამიანებს – ისინი ერთმანეთს მაინც შორდებიან. რა ხდება, ნუთუ სიყვარული არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ?! როგორც ჩანს, არა – გრძნობა გვერდზე დაგრჩებათ, თუ ისეთ პარტნიორს არ შეარჩევთ, რომელიც მართლაც თქვენი მეორე ნახევარი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორივენი იდეალურები იყოთ, მაგრამ, ზუსტად უნდა იცოდეთ, მისი ხასიათის რომელ თვისებასთან გაგიჭირდებათ შეგუება. გამოსვალი ერთია – უკეთესად უნდა იცნობდეთ იმას, ვისაც ცხოვრებას უკავშირებთ.

 თეონა (29 წლის): როგორი მატყუარაა ცხოვრება! უფრო სწორად, ჩვენ თავად ვიტყუებთ თავს და ვცდილობთ, ისეთ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ, საიდანაც გამოსავალი არ არის, ან, თუ არის, საკმაოდ მტკივნეული... როცა ჩემს მომავალ ქმარს შევხვდი (ეს ოთხი წლის წინ იყო), ვიფიქრე, ცხოვრებას აზრი მიეცა-მეთქი. ძალიან შემიყვარდა. ვერ ვიტყვი, რომ იმას არ ვუყვარდი. ახლაც ვუყვარვარ და მეც ისევ მიყვარს, მაგრამ, რა აზრი აქვს? ეს ვერაფერს ცვლის – ზოგჯერ მისი მოკვლა მინდება.
– მიზეზი, რა თქმა უნდა, არსებობს.
– რა თქმა უნდა... თანაც, არა ერთი, არამედ უამრავი. ვამბობ, რომ ქალები ძალიან სულელები ვართ, არაბუნებრივად სულელები. ჩვენი მოტყუება ძალიან ადვილია ბრჭყვიალებით, თანაც, ყალბი ბრჭყვიალებით. ოღონდ, არ მითხრათ, რომ არ იცით, რა არის „ყალბი ბრჭყვიალება”. ჩვეულებრივ, ქალები უფრო ამ „ბრჭყვიალებით“ ვბრმავდებით.
– უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ამაზე?!
– მამაკაცში არ ვეძებთ მთავარს – მის ღირებულებებს. მოგვწონს, როცა კაცი გვიკეთებს სიურპრიზებს, იქცევა გალანტურად, რომანტიკული „წიაღსვლები“ აქვს, ამით ვიხიბლებით  და არც ვკითხულობთ, ამის იქით რა არის. ხშირად კაცის რომანტიკულობა ძალიან ყალბია და რეალურ ცხოვრებაში არაფერში გვარგია. ერთ სახლში ერთ ოჯახად ცხოვრება სულ სხვა პრიორიტეტებს გვიყენებს. კაცს თავისი ვალდებულებები აქვს, ქალს – თავისი. თუ იმისი ვალდებულებებიც შენ „შემოგეტენება“, დიდხანს ვერ გაქაჩავ და ისე მალე მოგბეზრდება რომანტიკა, ვერც კი წარმოიდგენ... მე არ ვიგონებ, საკუთარ თავზე მაქვს უკვე გამოცდილი და, დამიჯერეთ, ძალიან ცუდია, როცა კაცს საერთოდ არა აქვს წარმოდგენა თავის მოვალეობებზე.
 უკვე აღარ არის ისე, როგორიც ქორწინებამდე და ქორწილის შემდეგ პირველ თვეებში, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ქმარი ჩემი ყველაზე დიდი და მთავარი ახდენილი ოცნება იყო. ეს ეიფორია ჩვენი ერთად ყოფნის მხოლოდ ექვსი თვე გაგრძელდა.
– ფიქრობთ, რომ ცუდად იცნობდით ქმარს?
– კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ ამაში. ქორწინებამდე ჩვენ მხოლოდ შეყვარებულები ვიყავით – ძველმოდურად. ერთად ცხოვრება მხოლოდ დაქორწინების შემდეგ დავიწყეთ. მოხიბლული ვიყავი მისით. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, როგორ გამიმართლა, რომ ასეთი მამაკაცი მერგო-მეთქი. არაჩვეულებრივად გამოსდის დღესასწაულების მოწყობა, მაგრამ, რად გინდა?!
– რად გინდა, ანუ, არაფრად ღირს?
– სწორედ ასეა. უკვე ისე მაქვს მისგან ნერვები დაწყვეტილი, აღარანაირი დღესასწაული აღარ მიხარია, რადგან ცხოვრება ჩემთვის საშინელი, დამღლელი და დამთრგუნველი პროზაა. იცით, ჩვენი თანაცხოვრება როგორ დაიწყო? – ჩემი ქმარი ისე იქცეოდა, თითქოს ისევ შეყვარებულები ვიყავით. ყოველი დილა იწყებოდა ისე, როგორც ხუთვარსკვლავიან სასუტმროში: საუზმე ლოგინში მოჰქონდა, ყვავილებს ყიდულობდა ჩემთვის... უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ ახლა მისგან არაფერი აღარ მინდა, უკვე მეცინება ასეთ სისულელეებზე.
– რატომ არის სისულელე? ბევრი ქალი ინატრებდა ასეთ ქმარს.
– მეც ვინატრებდი, ანუ ვიქნებოდი იმ ქალების რიცხვში, ოღონდ, ორი წლის წინ. ახლა კი მხოლოდ ვღიზიანდები და ბრაზი მომდის. მზად ვარ, ლოგინში მოტანილი ყავა ჩემს ქმარს სახეში შევასხა.
– საყვარელი ჰყავს?
– არა მგონია. საერთოდაც, ღალატი არაფერ შუაშია. სხვათა შორის, ჩემი დაქალები მეუბნებოდნენ, დიდხანს ვერ გაუძლებ ასეთ ქმარს, თუ მიწაზე არ დაეშვა და ის საქმე არ აკეთა შენთან ერთად, რაც ყოველდღიურობაშია საკეთებელიო და მართლებიც ამოჩნდნენ. თავიდან ვფიქრობდი, რომ შურდათ ჩემი, მაგრამ, თურმე, პირიქით, გული შესტკიოდათ. ახლა მე მტკივა გული, თანაც ძალიან.
– მაინც ვერ მივხვდი, რა არ მოგწონთ ქმრის საქციელში...
– გეტყვით: უპასუხისმგებლობა და უყურადღებობა, ასევე, სიზარმაცე. რაში მარგია ლოგინში მოტანილი ყავა, როცა, მთელი დღე წელში რომ  ვწყდებოდე, ხელს არ წამახმარს?! საერთოდ არაფერი აინტერესებს და ადარდებს, ყალბია მისი მზრუნველობა. მართლა გეუბნებით – დიდი სიამოვნებით დავასხამდი იმ ყავას თავზე. რაში მჭირდება ეს მოჩვენებითი მზრუნველობა, როცა პურის მოსატანად ვერ ჩააგზავნი მაღაზიაში?! ეზარება, თურმე. სამსახური აქვს და იქაც ზედმეტად არ იტვირთება – შეუძლია, ცოტა მეტი გამოიმუშაოს, მაგრამ, რომ მოკლა, არ შეიწუხებს თავს, ისეთი საშინელი ზარმაცია. არადა, მე უკვე წელში ვწყდები ამდენი საქმისგან. ყველაფერი ჩემზეა, გადასახადებით დაწყებული, ოჯახის ბიუჯეტის განაწილებით დამთავრებული. ისე ვიღლები, საღამოობით ფეხებს ძლივს დავათრევ, თან, სამსახურიც უზომოდ შრომატევადი და დატვირთული მაქვს. მეტი აღარ შემიძლია. რამეს თუ ვეტყვი, იცინის და მეუბნება, ჩემნაირ ქმარზე მხოლოდ ოცნებობენ, მე კაცი-სასწაული ვარ, ნამდვილი დღესასწაულიო. იცით, როგორ ამომივიდა ყელში მისი „დღესასწაულობა“?! არაფერში არ მაქვს მისი იმედი. მანქანაც კი მე დამყავს ხელოსანთან. რა პრობლემაც არ უნდა შემექმნას, ვიცი, რომ ვიღაც სხვას უნდა დავურეკო და არა ჩემს ქმარს. მითხარით, რა აზრი აქვს გვერდით ასეთი კაცის ყოლას?! ოღონდ  დივანიდან ნუ ააყენებ და ნუ გაანძრევ. „კინოში გინდა წასვლა? – კი, ბატონო... ოღონდ, ბილეთები შენ აიღე“, „თეატრი გინდა? – რა პრობლემაა, მიდი, იყიდე ბილეთები და წამოგყვები...“ – ანუ, პატივს დამდებს და წამომყვება, თურმე. ვუთხარი, წამიყვანე ევროპაში ჩემს დაბადების დღეზე-მეთქი და, იცით, რა მიპასუხა? – თუ ყველაფერს შენ მოაგვარებ, რა პრობლემაა, წამოვალო. მერე კი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ძალიან მაგარი ქმარია. ვცადე, მოვალეობები გამენაწილებინა და, ისე გაიოცა – რა საჭიროა? შენ ხომ იცი, რომ ოჯახში საქმეებს კაცები არ აკეთებენ, რატომ ბრაზობო... როცა შენ ალაგებ, რეცხავ, ამზადებ, აუთოებ, ის კი დივანზეა წამოწოლილი და ნებივრობს... ძალიან სერიოზული საუბრისთვის ჯერ მზად არ ვარ – მეშინია, რომ კარგი დასასრული არ ექნება ამ საუბარს.

скачать dle 11.3