კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ტექნიკური“ ჩამორჩენა...



ელვის უსწრაფესად განვითარებული ტექნოლოგიები გვაიძულებენ, ყოველდღიურად ვისწავლოთ რაღაც ახალი. დრო კი ახლობლებისთვის და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის სულ უფრო ცოტა გვრჩება. არადა, ეს აუცილებელია. გასაგებია, რომ გიჭირთ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ფიქრი; წუწუნებთ, როცა დაღლილს ახლობლები სადმე წაყოლას, შეხვედრას და მათთვის დროის გამონახვას გთხოვენ... აჯობებს, გაიხსნათ მათთვის და ამას ისე შეხედოთ, როგორც რელაქსაციის კარგ საშუალებას. თუკი გონებით მიუდგებით, ნაკლებად გაღიზიანდებით და დროს შესანიშნავად გაატარებთ.
დიახ, ტექნიკური წინსვლა თქვენგან დიდ ძალისხმევას ითხოვს და, თუკი მას ფეხს არ აუწყობთ, ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს მიაღწევთ.
რა არის თქვენთვის უკეთესი?! – ალბათ, ცოდნა იმისა, როგორ გაანაწილოთ თანაბრად დრო და ემოცია თქვენს საყვარელ ადამიანებს, ყოველდღიურობასა და სიახლეების შეცნობას შორის. არსებობს „ტექნიკური ჩამორჩენა” და არსებობს „ემოციური ჩამორჩენა”. თქვენ არჩევნის წინაშე არ უნდა დადგეთ, რადგან არცერთი არ არის სასურველი. ორივე „ფრონტზე“ ერთნაირი ძილისხმევით უნდა იღვაწოთ, რომ დეფიციტი არ შეგექმნათ. გვერწმუნეთ, სიყვარულის გარეშე, სითბოსა და სიახლოვის გარეშე ვერ გაძლებთ, მაგრამ, თუ არ განვითარდებით, არ გაიზრდებით პიროვნულად, წინაც ვერ წახვალთ და ვერ შედგებით, ეს კი ბედნიერებაში ძალიან შეგიშლით ხელს.
მარტო?!
მშვიდად  ვარ...

ნუ იქნებით სირაქლემის პოზაში. თუ ახლა მარტო ხართ, არ ნიშნავს იმას, რომ კარგ მდგომარეობაში ხართ და ცხოვრებაში არაფერი არ უნდა შეცვალოთ. მთავარია, არ უთხრათ საკუთარ თავს, რომ მარტოობა იდეალური მდგომარეობაა თქვენთვის. შეიძლება, მშვიდად ხართ, მაგრამ ეს მოჩვენებითია. დიახ, ცხოვრების რიტმი აჩქარდა და ძალიან დამღლელია ყოველდღიურობა. ძალიან დამღლელია, მაგრამ, ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, მით უმეტეს იმასთან, ვინც გიყვართ და ვისაც თქვენი ესმის, სერიოზული კომფორტია. სწორედ ამიტომ იქმნება ოჯახები – ოჯახში ისვენებთ, იხსნით სტრესს, პოულობთ პასუხს  უამრავ შეკითხვაზე.
დაფიქრდით, რა შეგიქმნით სულიერ და პიროვნულ კომფორტს. გამოდით საკუთარი ნაჭუჭიდან, გააქტიურდით და დაუახლოვდით ადამიანს, რომელიც მარტო ყოფნის სურვილს გაგიქრობთ.
მეტი ყურადღება დაუთმეთ ყველაზე ახლობელ ადამიანებს – ასეთები აუცილებლად გეყოლებათ და მიეცით მათ საშუალება, კიდევ უფრო მეტად დაგიახლოვდნენ. არ დაიჯეროთ, რომ სიმარტოვე კარგია – ეს ცუდია და აუცილებლად მიხვდებით, მთავარია, უკვე გვიან არ იყოს...

გაზრდილი
ბავშვი...

ზოგჯერ მამაკაცები ბავშვებივით იქცევიან. როგორ გინდა, გაზარდო უკვე ზრდასრული მამაკაცი, როცა შვილებიც გასაზრდელი გყავთ. თანაც, აუცილებლად ეწყინება თქვენი მცდელობა – გადააკეთოთ. სიყვარულს ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია. ეს ჯადოსნური გრძნობაა, მაგრამ, ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ საკუთარი თავი მაინც პრიორიტეტულია მისთვის.
დიახ, შეიძლება, ქმარი თქვენი ახდენილი ოცნებაც იყოს და ყველაზე დიდი ბედნიერებაც, განსაკუთრებით, თანაცხოვრების პირველ წლებში...
ამბობენ, რომ ორი ადამიანის ერთად ცხოვრება ხელოვნებაა. უფრო სწორად,  ატანის ხელოვნება, თორემ, „სიყვარულის ნავი“ საკმაოდ მყიფეა და, შეიძლება, პირველივე „რიფზე“ დაიმსხვრეს, მით უფრო, რომ ყოველდღიურობაში ასეთი „რიფები“ საკმარისზე მეტია. ყველას თავისი რაინდი ჰყავს და, თუკი ვიღაცისთვის ქმარს საწოლში მიაქვს ყავა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერია.
მამაკაცების დიდი უმრავლესობა მართლაც არის დიდი ბავშვი, ანუ, უნდა მოექცეთ ისე, როგორც ბავშვს – თავზე ხელი გადაუსვათ და შეაქოთ. მისი აღზრდაც შეიძლება, ოღონდ, ესეც ხელოვნების დონეზე უნდა აიყვანოთ. დიახ, ქალს ნამდვილად შეუძლია, გარდაქმნას მამაკაცი, თუმცა ეს არ ნიშნავს მისი ხასიათის შეცვლას, მაგრამ, თუკი აღზრდის მთავარი პრინციპებით იხელმძღვანელებთ, ანუ, მოთმინებითა და სიყვარულით შეუდგებით ამ საქმეს, ყველაფერი გამოვა – თქვენი „ბავშვი“ არც უზნეო იქნება და არც გულს გატკენთ...

პირადი უიქენდი

დიდი ხანია, არ მიგიღიათ სიამოვნება დასვენების დღეებისგან? ან იქნებ, ვერც კი ამჩნევთ ამას?! უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს და მიხვდებით, როგორი იყო თქვენი გამოსასვლელი დღეები – ისეთი, როგორიც მართლა გინდოდათ თუ ოჯახის წევრების სურვილებზე ორიენტირებული. რეალობა ასეთია – სანამ შვილი პატარაა, ჩვენი დასვენების დღეები თუ შვებულება იმაზე ეწყობა, რა უფრო კარგი იქნება მისთვის. დასვენების დღეებს ძირითადად არამიზნობრივად ვიყენებთ: ან საყიდლებზე დავრბივართ და სახლში ვსაქმიანობთ, ან მეუღლისა და შვილების სურვილებს ვითვალისწინებთ. ბუნებრივია, ამ ყველაფერში ცუდი არაფერია, მაგრამ თქვენზე ვინ იზრუნებს? ვინ იფიქრებს იმაზე, თქვენ რა მოგეწონებათ და რა გაგიხარდებათ? დროა, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც მოიწყოთ პირადი უიქ-ენდი. თქვეში ორჯერ უკეთესი იქნება, მაგრამ, თუ ატყობთ, რომ გიძნელდებათ, თქვენი კუთვნილი დრო სურვილისამებრ გამოიყენოთ, თვეში ერთხელ მაინც, დამშვიდებული სინდისით შეგიძლიათ, ისე დაისვენოთ, როგორც გესიამოვნებათ. სრული თავისუფლება მიეცით ფანტაზიას, მოუსმინეთ თქვენს გულს და მთელი არსებით მიეცით თავი განცხრომას: წაიკითხეთ წიგნი, წადით დაქალებთან (თუკი ეს მართლა გინდათ), გამოიძინეთ, გაისეირნეთ – ერთი სიტყვით, მხოლოდ გულისთქმას ენდეთ. მთავარია, ამ ერთ დღეს მაინც, საკუთარი თავის გარდა სხვა ყველაფერი დაივიწყოთ...

скачать dle 11.3