კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

თეიმურაზიშვილი-თეიმურაზოვი
გვარის ფუძეა ირანული საკუთარი სახელი თეიმურაზი, რაც „სხეულით ძლიერს“ ნიშნავს. მისი უძველესი ფორმაა ინდური სახელი თაჰმაურუპა, რაც „ძლიერ მელიას“ ნიშნავს. თეიმურაზის კნინობითი ფორმებია: თემო, თემუკა, თემიკო.
1791 წელს ვაშლოვანში მოხსენიებულია ეშიკაღაბაშის ყმა ფარსადან თეიმურაზიშვილი.
მოგვიანებით, თეიმურაზიშვილები თეიმურაზოვებად ჩაუწერიათ რუსული დაბოლოებით.
საქართველოში 35 თეიმურაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, გარდაბანში – 3, დედოფლისწყაროში – 2. არიან სხვაგანაც.
176 – თეიმურაზოვია.
ქოქოსაძე-ქოქოსაშვილი-ქოქიაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ქოქია.
ამავე ძირისაა გვარი ქოქიაშვილი.
გვართან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ვიღაც მისიონერმა ინდოეთიდან ჩამოიტანა ქოქოსის პალმა და აქედან გაჩნდა მეტსახელი ქოქოსა. შემდეგ კი, ის საფუძვლად დაედო ქოქოსაშვილთა გვარს.
მეორე მოსაზრებით კი, ძველად მესხეთში არსებობდა პროფესია ქოქოსი, რაც არხების გამყვანსა და ჭაობის ამომშრობს ნიშნავს. აქედან გაჩნდა გვარი ქოქოსაძე.
ამ გვარის წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მოსაზრება მეტად მისაღებია და ამბობენ, რომ გვარები – ქოქოსაძე და ქოქოსაშვილი ხელობა-საქმიანობიდან მიმდინარეობს.
საქართველოში 408 ქოქოსაძე ცხოვრობს: თბილისში – 159, ამბროლაურში – 50, ტყიბულში – 38. არიან სხვაგანაც.
ალუღიშვილი-ალუხიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა – ალუხი. ასე ეძახიან კახეთში ხექვას, იგივე რკინის ხეს.
თავდაპირველად, გვარი ალუღიშვილი გვხვდება როგორც ალუხიშვილი.
ალუხიშვილები ხის მერქნის დამუშავების ხელოსნები ყოფილან. ანუ, ეს გვარი საქმიანობის აღმნიშვნელი გვარ-სახელია. ალუხი მოგვიანებით ალუღი გამხდარა.
ვაქირელი ნიკალა ალუღიშვილი იმ მხარეში ღონით განთქმული ვაჟკაცი ყოფილა, რომელიც ერთ-ერთი თავდასხმის დროს ლეკებს მოუკლავთ.
საქართველოში 347 ალუღიშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 146, საგარეჯოში – 118, თბილისში – 52. არიან სხვაგანაც.
ეგრისელაშვილი
გვარის ფუძეა გეოგრაფიული სახელი ეგრისი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ძველი სახელწოდებაა და ეგრისის ტომის სახელიდან მომდინარეობს.
ეგრისი იყო სოფელი ბედრუჯის, დღევანდელი ბოლნის-დმანისის მხარეში.
1721 წელს საგაჩვეთს მოიხსენიება გიორგი ეგრისელაშვილი.
საქართველოში 185 ეგრისელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 127, დმანისში – 43, ბოლნისში – 5. არიან სხვაგანაც.
ნერსეზაშვილი-ნერსესიანი-ნერსეზოვი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნერსე. ამ სახელით ბევრი პიროვნებაა ცნობილი საქართველოს ისტორიაში.
საკუთარი სახელი ნერსო, ნერსუა გავრცელებულია სომხებშიც. მისგან კი მიღებულია გვარი ნერსესიანი.
გვხვდება გვარი ნერსეზოვიც, რომელიც რუსული გაფორმებით ასე ჩაუწერიათ. ამ გვარის წარმომადგენლები სინამდვილეში ნერსეზიშვილები არიან, ქართველები.
საქართველოში 186 ნერსეზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 31, თელავში – 29, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3