კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცმა სიდედრს ყელი შვილის თვალწინ გამოსჭრა

30 წლის ბესიკ ს-ძე  58 წლის  ნანა მ-ძის მკვლელობისთვის დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ის სამართალდამცველებმა  ძებნის ოპერაციის შედეგად დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც საქმის მასალების მიხედვით გახდა ცნობილი, ბესიკ ს-ძემ სიდედრი ოჯახური კონფლიტის გამო მოკლა. მკვლელობას შეესწრო  გარდაცვლილის შვილი და დამნაშავის მეუღლე, 28 წლის მაკა ჩ-უა, რომელმაც ქმრის წინააღმდეგ გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა. მან ბესიკ ს-ძე ჯერ ძმის დაჭრაში, შემდეგ კი დედის მკვლელობაში დაადანაშაულა.  ამონაწერი მაკა ჩ-უას ჩვენებიდან: „მე და ბესიკი რვა წლის წინ დავქორწინდით, ორი შვილი შეგვეძინა. თავიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბესიკი ნარკოტიკების მომხმარებელი გახდა, ოჯახში ძალიან ბევრი პრობლემა დაიწყო. ნახევარი წელიწადი დაკავებულიც იყო, რა დროსაც მშობლები მასთან განქორწინებას მთხოვდნენ. ვფიქრობდი, რომ გამოსწორდებოდა და ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბესიკი თითქოს სწორ გზას დაადგა, მუშაობაც დაიწყო. მაგრამ, მალე ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა და ჩვენი პრობლემებიც გაგრძელდა. ჩემს მშობლებთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენთან თითქმის არც კი მოდიოდა, თუმცა ამ ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე ბესიკს ჩემი ძმა, დათო შეურიგდა. ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით. მშობლები მეხმარებოდნენ, მაგრამ ბესიკი მაინც უკმაყოფილო იყო. დედას პატარა საოჯახო  ბიზნესი ჰქონდა – ქათმების ფერმას უძღვებოდა. ამ საქმეში ჩემი ძმაც იყო ჩართული. მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, ბესიკი დათოსთან სამსახურში მივიდა. ზუსტად იმ დღეს სამსახურში 2 500 ლარი დაიკარგა. დათომ და დედამ ქურდობაში ბესიკი დაადანაშაულეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაც იყო გამოძახებული, თუმცა ჩემი ქმრის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ამის მიუხედავად,  ბესიკმა აიჩემა, რომ ის პოლიციაში „ჩაუშვეს”. ერთ დღეს სამსახურში მიადგა დათოს და ურთიერთდაპირისპირების დროს დანით სახეზე ჭრილობა მიაყენა. მოჩხუბრები თვითმხილველებმა გააშველეს. ჭრილობა სახიფათო არ იყო და ყველაფერი ისე მოვაგვარეთ, რომ ეს საქმე პოლიციამდე არ მისულიყო. დედა ჩემს ქმარზე ძალიან იყო გამწარებული, ტელეფონზეც დაურეკა და ეჩხუბა, მაგრამ ინციდენტი მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან.”
საქმის მასალების მიხედვით,  მკვლელობის დღეს ბესიკ ს-ძე სიდედრის ოჯახში მოულოდნელად მივიდა. მას კონფლიქტი მოუხდა ნანა მ-ძესთან, რაც სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ამონაწერი მაკა ჩ-უას ჩვენებიდან: „ბესიკი სახლთან უნდა მოსულიყო, მე და ბავშვი რომ წავეყვანეთ. სახლში მხოლოდ დედა, მე და ბავშვი ვიყავით. ბესიკი მოულოდნელად დაგვადგა თავზე. დედა სამზარეულოში ბავშვისთვის სადილს აკეთებდა. ბესიკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, ჩემი სახლიდან სასწრაფოდ წადიო. მეც იქვე ოთახში ვიყავი და მათ ჩხუბს  შევესწარი. დედა ქურისკენ მიტრიალდა, ძალიან მოულოდნელად მოხდა ყველაფერი – ბესიკი ზურგიდან მიეპარა და ყელში სამართებელი გამოუსვა. ყველაფერი ისე წამებში მოხდა, რეაგირებაც ვერ მოვასწარი. დედას არტერია ჰქონდა გადაჭრილი, რამდენიმე წუთში დაიღუპა. ხელებში ჩამაკვდა. ბესიკი უკვე იქ აღარ იყო, მაშინვე დატოვა ჩვენი ბინა.” 
სამართალდამცველებმა ბესიკ ს-ძის მიმართ სისხილის სამართლის საქმე აღძრეს. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის  ნასამართლევი მამაკაცი, სხვა დანაშაულებშიც იყო ეჭვმიტანილი. დაზარალებულ მალხაზ ჯ-იას ჩვენებით, ბესიკ ს-ძემ მისი ბინიდან 2 000 ლარის ღირებულების საოჯახო ტექნიკა მოიპარა. მან მოგვიანებით მამაკაცს ზარალი აუნაზღაურა, თან დაემუქრა, თუ ეს ინციდენტი გახმაურდებოდა, მის შვილს გადაუხდიდა სამაგიეროს. გამოძიებამ ბესიკ ს-ძის დანაშაულებრივი საქმიანობის სხვა დეტალებიც გახსნა. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა მისი თანასოფლელი,  ბესიკ ს-ძის ცოლისძმის მეგობარი ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც ასევე  გახდა  ბესიკ ს-ძის მსხვერპლი. ამონაწერი ვალერი გ-ძის ჩვენებიდან: „ბესიკს ბავშვობიდან ვიცნობ,  შორეული ნათესავებიც ვართ, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. დათოს ხათრით ვესალმებოდი, თორემ მასთან საერთო არაფერი მქონდა. ერთ დღეს სახლიდან გამოვდიოდი ჩემი ავტომობილით. ბესიკი წესების დარღვევით მოძრაობდა და ჩემს ავტომობილს  დაეჯახა. დამნაშავე ის იყო, მაგრამ  ავტომობილის გაკეთებაზე უარი მითხრა. მე დაზიანებული ავტომობილის  საფასურს ვთხოვდი, ჩემს მეგობარსაც ვთხოვე, ჩარეულიყო და ფული დაებრუნებინა. ამ ინციდენტიდან სამ დღეში ბესიკმა ორ, ჩემთვის უცნობ ადამიანთან ერთად სახლიდან გამიტაცა. ერთი დღე მიტოვებულ სახლში გამომკეტეს და ჩემი ოჯახისგან 5 000 ლარს ითხოვდნენ. ეს საქმე ჩვენი საერთო მეგობრების   ხათრით ჩაიფარცხა. დათომ მთხოვა, რომ ამის შესახებ  პოლიციაში არ განმეცხადებინა. მაშინვე ვუთხარი: ეს ბიჭი ბევრ პრობლემას შეგიქმნით-მეთქი და ახდა კიდეც ჩემი სიტყვები.”
 დაკავებულმა ბესიკ ს-ძემ სიდედრის მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ სიდედრი  აღელვების ნიადაგზე მოკლა. მისი  ცოლის ჩვენების მიხედვით, ბესიკ ს-ძე ცივ იარაღას არ ატარებდა, რაც დაადასტურა თავად ბრალდებულმაც. შესაბამისად, მის მიერ შემთხვევის ადგილზე სამართებლით მისვლა განზრახ მკვლელობის  დამადასტურებელი ფაქტორიც აღმოჩნდა. სასამართლომ ბრალდებულს სიდედრის განზრახ მკვლელობისა და  წარსულში ჩადენილი  დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რაც დადასტურდა დაზარალებულთა ჩვენებებით და მოპოვებული მტკიცებულებებით, 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3