კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბორის ბედიას ანეკდოტები

ტრანსპორტში, ქალბატონი ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე:
– ნესტანი როგორაა? ტარიელი? ავთანდილი ხომ არ წასულა ინდოეთში?.. აა... თინათინი ჩამოვიდა?
გვერდზე მდგომმა გურულმა ჩუმად გადაულაპარაკა:
– შოთას თუ ელაპარაკებით, ქალბატონო, მოგვიკითხე.
***
მოსამართლემ ბრალდებულს 25 წელი მიუსაჯა. ბრალდებული აღშფოთდა:
 – როგორ 25? მე ხომ 90 წლის ვარ?!
მოსამართლემ დაამშვიდა:
– ჩვენ შეუძლებელს არ მოგთხოვთ, მოიხდით იმდენს, რამდენსაც შეძლებთ!
***
მეგრელი მოხვდება უკაცრიელ კუნძულზე. სამი წელი ადამიანი არ უნახავს. ერთ დღესაც გაიხედა და ნახა, ნავით ქალი მოცურავს. დაუძახა ქალმა:
– მოდი და რაც სამი წელი, ყოველდღე გენატრებოდა, იმას მოგცემო.
მეგრელი დაფიქრდა: ნეტა, აჯიკა მოაქვს ამ შობელძაღლს?
***
ქალი მიდის ექიმთან და ეუბნება:
– ექიმო, მინდა, ჩემი ქმარი ხარივით იყოს.
– ხოდა, გაიხადე, ქალბატონო და რქების დადგმით დავიწყოთ.
***
სვანი წავა ქალებში, გადაიხდის ფულს და შევლენ გასართობად. ქალმა დაუწყო ხვევნა, კოცნა, ალერსი. სვანი გაოცდა:
– თუ ასე გიყვარდი, შე დალოცვილო, ფულს რაღას მახდევინებდი?
***
სვანს ხუთი გოგო ჰყავს გასათხოვარი და ღმერთს ეხვეწება: ღმერთო, ორი გამათხოვებინე და სამს დაგიკლავო.

ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები
ბიჭმა ყური გაიხვრიტა და საყურე გაიკეთა. სახლში დაბრუნებულს მამა დახვდა. შეხედა და უთხრა:
– შვილო, უძველესი დროიდან მოყოლებული, საყურე ეკეთა მხოლოდ მეკობრეს ან პიდარასტს. ახლა გავიხედავ ფანჯარაში და, ღმერთმა არ ქნას, რომ იქ შენი გემი არ იდგას...
***
– საყვარელო, ჩემ გამო სიგარეტს თავს დაანებებ?
– კი, დავანებებ.
– დალევასაც?
– კი, დალევასაც.
– ხელფასსაც სულ მე მომცემ?
– კი, მოგცემ.
– ყველაფერს შემისრულებ?
– კი, შეგისრულებ.
– ყველაფერს დამითმობ?
– კი, დაგითმობ.
– დედაჩემიც გეყვარება?
– კი, მეყვარება.
– ჩემს გამო სიცოცხლესაც გაწირავ?
– გავწირავ, აბა, რა ჩემ ფეხებად მინდა ეგეთი სიცოცხლე!
***
ვაკელი გოგონების საუბარი:
– აუ, გოგო, ისეთებს უწერენ სურათზე კომენტარებს – ანგელოზი ხარო, სამოთხეში მოხვედრა აღარ მინდა.
***
მიხოს ეუბნება იეღოველი:
– ამაღამ ჭიშკარი კარგად ჩაკეტე, მკვდრების დღეა და პაპა-ბებიების სულები არ შემოვიდნენ.
– შე დედააფეთქებულო, 4 მეტრ სიღრმეზე მყავს ჩამარხული და, იქიდან თუ ამოვიდნენ, ღობეზე ვეღარ გადმოვლენ?!
***
გურული ძმაკაცს ეკითხება:
– ძამა, ბაღანას 500-კაციანი ქორწილი მაქვს და სამი გოჭი მეყოფა?
– ცოცხლად თუ ჩამოარბენიებ, ძამა, ერთიც კი გეყოფა.

скачать dle 11.3