კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

საიდან მიიღო გიორგი ბარამიძემ საპარლამენტო 74 864-ლარიანი ხელფასის გარდა, 27 000 ლარი

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე 1968 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო (წლები მითითებული არ არის) და კვალიფიკაციით, ინჟინერ-ტექნოლოგია (დაამთავრა მჭიდრო მასალების ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი); შემდეგ პოლიციის აკადემიაშიც უსწავლია (წლები კვლავ არაა მითითებული) და სამართალმცოდნის კვალიფიკაციაც მიუღია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1991-1992 წლებში დაიწყო  საქართველოს მწვანეთა მოძრაობის კონსულტანტად, 1992 წელს კი პირდაპირ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათა შორის ურთიერთობის კომიტეტის განყოფილების უფროსად იმუშავა, იმავე წელს საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა (ეგრეთ წოდებული „იმელის“, ანუ მეორე მოწვევის საქართველოს პარლამენტისა); პარლამენტის წევრი იყო 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტშიც, 2004-2008 წლებისაშიც და 2012 წლის მოწვევის პარლამენტშიც არის. ბ-ნი ბარამიძის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რატომღაც, არ არის მითითებული, რომ ბ-ნი ბარამიძე იყო საქართველოს 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც, თავდაცვის მინისტრიც (2003-2004 წლებში) და სახელმწიფო მინისტრიც ევროპასთან და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
რაკი ის აგერ უკვე ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია და სამგზის ნამინისტრალი, ბ-ნ ბარამიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედ-მამა, ძმა და ბებია. გიორგი და აივენგო (მამა) ბარამიძეების საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ხოლო ცოლ-ქმარს კი, ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე; მათვე ეკუთვნოდათ საცხოვრებელი სახლები ბათუმსა და ოზურგეთში; ასევე, ნარგიზა თოიძის (დედა) საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე და ავტომანქანა „გაზ 21-06“, აივენგო ბარამიძე კი დამატებით ფლობდა აგარაკს მარტყოფში და კიდევ ერთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, უზნაძის ქუჩაზე. ამას გარდა, ბარამიძეების ოჯახის წევრები ფლობდნენ შემდეგი ღირებულების უძრავ-მოძრავ ნივთებს: გიორგი ბარამიძე – 10 000-დან 25 000-მდე;  ნარგიზა თოიძეც – იმავე ღირებულების; აივენგო ბარამიძის კუთვნილი ნივთები 10 000 ლარამდე ღირდა, დავით ბარამიძისაც (ძმა), ბებიის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ნივთების ღირებულებაც 10 000 – 25 000 ლარი იყო. დეკლარაციის შევსების დროს, ანუ  1998 წელს, ნაღდი ფული ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა: გიორგი ბარამიძეს  – 2 000 ლარი, ნარგიზა თოიძეს – 5 000, აივენგო ბარამიძეს – 10 000; დავით ბარამიძეს – 1 800, ბებიას, ქეთევან ბენდელიანს – 2 500 ლარი.
იმხანად ოჯახში დასაქმებულები იყვნენ გიორგი ბარამიძე, პარლამენტის წევრად და მისმა შემოსავალმა 1997 წელს 5 280 ლარი შეადგინა;  ნარგიზა თოიძე – საქართველოს „ცეკავშირში“ პურის მრეწველობის სამსახურის უფროსად და მრეწველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და მისმა შემოსავალმა 1 320 ლარი შეადგინა, ხოლო აივენგო ბარამიძემ, როგორც დიდუბის რაიონის განათლების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა, 1997 წელს 1 000 ლარი აიღო.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა ბარამიძემ 2015 წელს შეავსო, ასევე, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრად მიუთითა 1999 წელს ვაშინგტონში დაბადებული ქალიშვილი ანა. ერთადერთი უძრავი ქონება გიორგი ბარამიძის საკუთრებაა – საცხოვრებელი ბინა უზნაძის ქუჩაზე (რომლის თანამესაკუთრეც კვლავ ბ-ნი აივენგოა). ვიგებთ იმასაც, რომ 2006 წელს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დედისთვის 60 000 ლარი უსესხებია.
ბ-ნ ბარამიძეს „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 23 000 აშშ დოლარი ერიცხება, „ლიბერთი ბანკის“ ანაბარზე – 175 450 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში კი ნაღდ ფულად 5 500 ლარი ჰქონდა. მისმა წლიურმა საპარლამენტო ხელფასმა 2014-ში 74 864 ლარი შეადგინა. ასევე, შემოსავალი მიიღო „საქართველოს ბანკიდან“, დივიდენდის სახით, 21 650 ლარი და „ლიბერთი ბანკიდან“ – 5 600 ლარი. რაც შეეხება გასავლებს: შვილის სწავლის საფასური 2014 წელს 4 000 ევრო დასჯდომია, ხოლო სარემონტო სამუშაოები – 140 500 ლარი.

скачать dle 11.3