კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსული გაზი – სეპარატისტულ მილებში

„საყვარლისა ეშხითა“

 ერთი მხრივ, აქეთ – სეპარატისტულ აფხაზეთს ვაწვდით უფასოდ ელექტროენერგიას ამ ჩვენი ენგურჰესიდან (არც მეტი, არც ნაკლები, გამომუშავებულის 40 პროცენტსო), იქით – ცხინვალელ სეპარატისტებს ვამარაგებდით უფასო გაზით, მაგრამ ამ უკანასკნელებმა 2008 წლის შემდეგ ამ საქმეზე წიხლი გვიკრეს.
ჰოდა, რაკი გვიკრეს, უგაზოდაც დარჩნენ, თუმცა „პრ“ თიბილოვი თავის სეპარატისტულ სამწყსოს ამშვიდებს, „იუჟნაია ოსეტიას“ გაზიფიცირების საკითხზე, მიმდინარე წლის 1 ივლისის მორიგ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დახმარება ვთხოვეო“ და ამატებს, რომ „გაზპრომს“ უკვე მოუმზადებია სეპარატისტთა გაზიფიცირების სქემა, რომელიც ხსენებულ „პრ-ს“ უკვე დაუმტკიცებია, ახლა იმასღა ელიან, როდის გამოივლის რუსული გაზი სეპარატისტულ მილებში.
მანამდე კი აიმედებს (არადა  – „გაზპრომის“ თავკაცს წლის ბოლომდე შევხვდებიო): „ბუნებრივი აირის მოცულობა, რომელიც „იუჟნაია ოსეტიაში“ შემოვიდა, საკმაოდ დიდია და მთელი რესპუბლიკის დაკმაყოფილება შეუძლიაო.“
ამის პარალელურად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თბილისი მზადაა, მიაწოდოს გაზი ცხინვალის რეგიონის სოფლებს.
მომყავს ციტატა: „ყოველი ზამთრის წინ ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ გაზის მიწოდება ახალგორის რაიონში… ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ გამყოფი ხაზის აქეთ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია და მზად ვართ, ამ სოფლებიდან გაზი გამყოფი ხაზის იქეთ არსებული ოსური მხარის კონტროლირებად სოფლებს მივაწოდოთ.“
მაგრამ, რაკი ჩვენებური ოსი სეპარატისტები მაინც ჯიუტად იყინებიან რუსული გაზის მოლოდინში, ვითომ თეთრ დათვობას აპირებენ რუსული გულის მოგების ეშხით?!

скачать dle 11.3