კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოტომანთა კვალზე

ანუ გაგრილებული ფაფის მოყვარულები

 საერთაშორისო მონასტერი ფრიად აირია და თუმცა უცნობია, საკუთარი ინიციატივით ჩამოაგდო თურქეთმა რუსული თვითმფრინავი თუ მაინც მოკავშირეებთან შეთანხმებით, ცხადია, რომ „ნატოელთა“ ხმის ტონალობას (რფ-ის მიმართ) ხისტი ნოტები შეერია.
იმას გარდა, რომ თურქეთის ხელისუფლებაც ოტომანთა იმპერიისთვის ჩვეული ტაქტიკის ფარგლებში ამოქმედდა: ერთი მხრივ, რუსეთს ბოდიშს უხდიან და პრეზიდენტი ერდოღანი ლამისაა გამოძვრეს ტყავიდან, რომ პრ. პუტინს ბოდიშის ხმა მიაწვდინოს, ხოლო, მეორე მხრივ, აქეთ – სომხეთს მოუწოდებს, დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები (რასაკვირველია, ყარაბაღი), იქით – პრეზიდენტ ალიევთან ერთად ტრანსანატოლიის მილსადენის აშენებას აჩქარებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთი რუსეთთან ერთად „თურქული ნაკადის“ აშენებას გეგმავდა (რომელსაც რუსეთი და თურქეთი შავი ზღვის ფსკერით უნდა დაეკავშირებინა და პროექტი საზეიმოდაც გახსნეს პრ. პუტინის ანკარაში ვიზიტისას), მაგრამ, ცნობილი მიზეზების გამო, ეს პროექტი შეჩერდა (ხოლო რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ, ვგონებ, დაასამარასავით).
ასეა თუ ისე, ანატოლიური მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილი 2018 წლისთვის კი არა, უფრო ადრე გადაწყდა და მხარეები ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანი შეძლებს, უფრო მეტი გაზი მიაწოდოს ევროპას.
საინტერესო ის არის, რომ, თურქული მხარის მტკიცებით, ეს ახალი მილსადენი იოტისოდენადაც არ უშლის ხელს „თურქულ ნაკადს“, რადგან ის უკვე მოქმედი აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის ფარგლებშია.
ბუნებრივია, გვიხარია მეზობლების წარმატებული პროექტები, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმას მივესალმებით, რომ, წესითა და რიგით, ამ ახალმა მილსადენმაც ჩვენზე უნდა გაიაროს, რაც, გარდა სიკეთისა, პრობლემების გამრავლებასაც ნიშნავს – თუმცა, მეორე მხრივ, უპრობლემო ფაფის ჭამაა, ისიც, თუ უკვე გაგრილებულია.  –

скачать dle 11.3