კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

SOS!!!

„არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“?!

 რადგან ისე მოხდა, რომ ჩვენმა თანამემამულე ეთნიკურად არაქართველებმა ეს ჩვენი სახელმწიფო ენა ვერა და ვერ ისწავლეს (რაშიც მხოლოდ მათ ვერ დავადანაშაულებთ, იმიტომ, რომ ეს, უპირველესად, სახელმწიფოს პრეროგატივაა, თავი რომ დავანებოთ იმას, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო) და იმიტომაც, რომ არცერთი სახელმწიფო არ აღზრდის თავის საგანმანათლებლო სისტემაში სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რამდენიმე წლის წინათ გადაწყდა, რომ სახელმწიფო დახურავდა რუსულენოვან სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს (საჯარო სკოლების ჩათვლით), რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ერთ, ანუ სახელმწიფო ენაზე მიეღო განათლება.
შესაბამისად, არაქართული სკოლებიც გაუქმდა და სექტორებიც: რუსულ სექტორებზე პირველ კლასებში მიღება  შეწყდა, ხოლო სხვა კლასების მოსწავლეები ქართულ სექტორებზე გადაიყვანეს. შედეგად, ჩვენი ეთნიკურად არაქართველი თანამემამულეები სახელმწიფო ენას ბავშვობიდან ეზიარნენ, რაც მათი სახელმწიფოში ინტეგრირების აუცილებელი პირობაა.
მაგრამ, ამასობაში გაირკვა, რომ დედაქალაქის ზოგიერთ სკოლაში კვლავ აღუდგენიათ რუსული სექტორები (ამ სასწავლო წელს პირველკლასელებიც მიიღეს), ხოლო ქართული სექტორის იმ უფროსკლასელებს, რომლებიც რამდენიმე წელია, ქართულად ეუფლებიან საჯარო განათლებას, რამდენიმე საგანს რუსულ ენაზე ასწავლიან.
ხოლო, რაკი განათლების სამინისტრომ დუმილით უპასუხა ამ საკითხზე ჩვენ მიერ რამდენჯერმე დასმულ კითხვას, იბადება რიტორიკული შეკითხვა: „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“ თუ მაინც უკვე ცოცხლად „მკვდარია“?!

скачать dle 11.3