კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სუბსტანციურად გამხნევებულები

„გამოაღეთ კარი ისე, როგორც ფანჯარა“

 აწ უკვე „ნატოს“ ოფიციალური საიტიდან შევიტყვეთ, რომ საქართველო გახდება „ნატოს“ წევრი ქვეყანა; მეტიც, ალიანსი მიესალმება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს „ნატოში“ გაწევრიანებისათვის.
მართალია, აქამომდე გვიმტკიცებდნენ (ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული და მათ ამ ექსკლუზივს ვერავინ ჩამოართმევს), რომ „მაფზე“ უკეთესი გვქონდა, მაგრამ „ნატოელებმა“, როგორც იქნა, გაგვიმხილეს, რომ (მომყავს ციტატა): „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება „ნატოს“ წევრი „მაფით“.
მეტიც, „ჩვენ ვამხნევებთ საქართველოს, რომ განახორციელოს და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ალიანსთან დაახლოებისათვის, რომელსაც „ნატო“-საქართველოს კომისია სთავაზობს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას, მის როლს, როგორც გაზრდილი შესაძლებლობების მქონე პარტნიორს, მის მონაწილეობას ჩვენი თავდაცვის დაწესებულებებში და „ნატოს“ საქართველოს სუბსტანციურ პაკეტში (კიდევ ერთი ახალი ტერმინი – „სუბსტანციური“).
ერთი სიტყვით, კარი კვლავ ღიაა, არადა, ცოტა მიხურვა აჯობებდა, რომ ხელახლა გაღებით უფრო გვესიამოვნა).
ხოლო, თუ ზემომოყვანილი ციტატიდან გავიხსენებთ, აი, იმ ადგილს, სადაც ამბობენ, „ჩვენ ვამხნევებთ“ საქართველოსო, ფაქტობრივად, კლასიკაა – „ჭირსა წიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა“. –

скачать dle 11.3