კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვეღარ ჭამს ალეკო მახარობლიშვილი „არაკორექტული შოუს“ წამყვანობის შემდეგ საჭმელს ნორმალურად და მონაწილეობს თუ არა ბერა ივანიშვილი გადაცემის სამზადისში

ცოტა ხნის წინ GDS-ის ეთერში სატირულ-იუმორისტულ-ანალიტიკური გადაცემა „არაკორექტული შოუ“ დაიწყო, რომლის წამყვანადაც მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი მოგვევლინა. გადაცემაში ხუმრობის ძირითადი ობიექტი პოლიტიკურად აქტუალური თემები და თავად პოლიტიკოსები არიან, რასაც ბუნებრივია, არაერთგვაროვანი – ბევრი დადებითი და ბევრიც უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

– ბატონო ალეკო, ამბობდით, სახალხო პირში მთქმელი ვარო. როგორ დაგითანხმეს ამაზე?
– მართალი გითხრათ, დიდი ჩხუბი და ჭიდაობა არ დამიწყია, შემოთავაზებას მაშინვე დავთანხმდი, რადგან ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. დაახლოებით წარმომედგინა, რა სახის გადაცემა იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში, ეს საქმე, მთლად ისეთი იოლიც არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. მუშაობის პროცესს გარკვეული სირთულეები ახლავს, რაც მანერვიულებს. დიდი ხანია, თეატრში ვმოღვაწეობ და მეგონა, ეს საქმიანობა ჩემთვის კარგად ნაცნობ სფეროსთან ახლოს იქნებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თეატრი აბსოლუტურად სხვა გარემოა და ეს სამუშაო სულ სხვა სახისაა. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ მე, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ცხოვრება.
– რა არის თქვენთვის მთავარი სირთულე?
– მთავარი სირთულე მაინც გადაცემასა და თეატრს შორის არსებული დიდი განსხვავებაა. ელემენტარული მაგალითი რომ ავიღოთ: თეატრში მინიმუმ ორი-სამი თვე მაქვს სპექტაკლის მოსამზადებლად, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, სცენაზე გავიდე და შეუფერხებლად ვითამაშო. აქ კი, ფაქტობრივად, ყოველდღე პრემიერა მაქვს, რადგან სულ ახალი გადაცემა იწერება. ცუდი ნათქვამია, მაგრამ ძალიან მიჭირს, რომ ამ ყველაფერს უცებ მოვერგო. ამწუთასაც ბიჭები სხედან და სცენარზე ფიქრობენ. ამას ზოგადად, ერთად ვაკეთებთ და მერე მე ამ სცენარს უნდა მოვერგო, რაც ყოველდღიურად მარტივი ნამდვილად არაა.
– სირთულე გასაგებია, თუმცა, ამის პარალელურად, ეს პროცესი, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, სახალისოც უნდა იყოს?!
– შეიძლება, გადაცემა სახალისოა, რადგან მაყურებელი უკვე მომზადებულ შედეგს ხედავს და ძალიან ხალისობს, რაც ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, მაგრამ თავისთავად, მისი მომზადების პროცესი საკმაოდ მძიმე და შრომატევადია. მუშაობას დილის ათი საათიდან ვიწყებთ და გვიანობამდე ვაგრძელებთ. ხუმრობების დაწერაში ყველა მონაწილეობს, დაწყებული  მთავარი პროდიუსერი – ირაკლი ხრიკაძიდან, რომელიც ჩვენი მთავარი ხუმარაა (იცინის), სცენარისტები და მეც. გადაცემის ფორმატის მიხედვით, ჩვენ ყველაფერს სიმართლეს ვამბობთ. ესაა სატირულ-იუმორისტულ-ანალიტიკური გადაცემა. ჩვენ არაფერს ვიგონებთ, გადაცემაში ყველაფერი ფაქტებით, ვიდეოებით, ფოტოებითა და სხვადასხვა ჩანაწერით არის დამოწმებული. მაყურებელს იმას ვაწვდით, რაც სინამდვილეში მოხდა. უბრალოდ, ჩვენი ვალია, ეს ისე გავაკეთოთ, რომ არ მოიწყინონ და ცოტა იხალისონ კიდევ.
– თვითონ პოლიტიკოსები არ გამოგხმაურებიან, ვისზედაც ხშირად ხუმრობთ?
– ჯერჯერობით, არ ყოფილა შემთხვევა, ჩემთან პოლიტიკოსები მოსულიყვნენ და მადლობა ან საყვედური ეთქვათ. ეს, ალბათ, მოხდება და როცა იქნება, ჩვენ შევეცდებით კითხვას, კრიტიკასაც და კარგ შეფასებებსაც, ადეკვატურად დავხვდეთ.
ირაკლი ხრიკაძე (გადაცემის პროდიუსერი): ამ პროექტის ფარგლებში ჯერ არა, მაგრამ მსგავს პროექტებში, ასეთი გამოხმაურებები ყოველთვის არის. ჩვენი გუნდი აკეთებდა „ყოველდღიურ ამბებს ვასიკო ოდიშვილთან ერთად“. ის გადაცემა „მაესტროს” ეთერში ოთხ-წელიწად-ნახევარი გადიოდა და ხუმრობის ადრესატები თავის აზრს ხშირად აფიქსირებდნენ: ზოგი კარგს ამბობდა, ზოგი – ნაკლებად კარგს. გამოგვხმაურებიან დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა თუ არასამთავრობოების წარმომადგენლები. ერთი-ორი პირდაპირ ნაწყენი ადამიანიც გვყავდა, მაგრამ რა ვქნათ, მთავარია, ცემა-ტყეპამდე არ მისულა საქმე. ნუ გააკეთებენ ისეთ საქმეს, რომ მერე, ჩვენი ხუმრობა გულზე მოხვდეთ (იცინის). შანსი არაა, რომ ჩვენ ვინმე გამოვტოვოთ და გვერდი ავუაროთ – მათ, ვინც რაიმე მანკიერს ჩაიდენს, ისეთს, რაც ხალხს არ მოსწონს და არ უხარია, მით უმეტეს, თუ ჩვენი, ხალხის ფულით ფინანსდებიან. აქცენტი, რა თქმა უნდა, მათზეა გაკეთებული.
ალეკო: ალბათ, ყველას არ მოვწონვართ და „ფეისბუქზეც“ შეიძლება, ნახოთ არაერთგვაროვანი შეფასებები ჩვენს გადაცემასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთმა მეგრულად დაწერა რაღაც და ვნატრობდი, ნეტავ, არ მაგინებდეს-მეთქი. მაგრამ, თვითონ მეგრული სიტყვები ისე ჟღერდა, ცოტა არ იყოს, მე მაინც გინება მგონია (იცინის).
ირაკლი: ამის შემდეგ შტატში მეგრულის თარჯიმანი დავამატეთ (იცინის).
– როგორი რეაქცია გაქვთ ამაზე?
ალეკო: ეს, რა თქმა უნდა, ისე უნდა მივიღოთ, როგორც მისაღებია. არ შეიძლება, ყველამ გაქოს და გადიდოს. აზრი სხვადასხვანაირი არსებობს და ეს გადაცემაც სწორედ ამისთვისაა. ეს ჩვეულებრივად უნდა მივიღოთ. 
– როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა თქვენსა და სხვა, ამ ტიპის შოუებს შორის?
– არ მინდა, რომელიმე ტელევიზიას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი გადაცემა ყველაზე მიუკერძოებელია. რბილად რომ ვთქვა, არის გადაცემები და არხები, რომლებიც, მე მგონია, რომ მიკერძოებულია, რაც  ჩვენთან არ ხდება. თუ ვინმე გასალანძღია ან მისი მანკიერი მხარეებია სამხელი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ყველას ვამხელთ, ვინც ცუდად მოიქცევა, მხოლოდ, როგორც უკვე გითხარით, სასაცილო ფორმით.
– სახელწოდება როგორ შეირჩა, რატომ „არაკორექტული შოუ“?
– ხანდახან არის შემთხვევა, რომ ადამიანს ცოტა უხეშად ვეუბნები რაღაცას, რადგან კარგი სიტყვა ხშირად არ ესმით. ბავშვს რამეს რომ ეუბნები და არ გიჯერებს, მეორედაც ეტყვი, მესამედაც და მეოთხედ, უკვე ყურს აუწევ – იქნებ ეტკინოს და იმოქმედოს. თუ კიდევ ვერ გაიგებს, ჩასცხებ, ან წამოარტყამ, რომ იქნებ, რეაქცია ჰქონდეს (იცინის).
ირაკლი: შენ რა მკაცრი ყოფილხარ, ალეკო (იცინის).
ალეკო: არა, ჩემს შვილებს ეგ არ სჭირდებათ... ეტყობა, მე კარგად ვზრდი ბავშვებს (იცინის). ამას, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, მაგრამ ადამიანს ხანდახან ცხვირი უნდა ჩააყოფინო რაღაცაში, რამეს რომ მიახვედრო. ხანდახან ცოტა სიმკაცრის გამოჩენაა საჭირო.
– თქვენს ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს?
– ჩაცმულობაზე მთელი გადაცემის გუნდი ზრუნავს. უამრავი ვარიანტიდან, საბოლოოდ, ეს დავტოვეთ. სხვათა შორის, ბაფთა ცხოვრებაში პირველად გამოვიყენე. რატომღაც არასდროს დამჭირვებია, არცერთ ქორწილში არ მკეთებია... ისე, ცოლი სულ ორჯერ მყავდა (იცინის). ახლა იმდენად მივეჩვიე, რომ ლამის ქუჩაშიც ბაფთით ვიარო.
– GDS-ის პროექტებში ბერა აქტიურადაა ხოლმე ჩართული. ამ გადაცემაშიც თუ იღებს მონაწილეობას რაიმე სახით?
– სიმართლე გითხრათ, ბერას ნახვის საშუალება ხშირად არ მაქვს. კონკრეტულად ამ პროექტთან, მას შეხება არ აქვს.
– ინტერვიუმდე საუბრისას აღნიშნეთ, რომ გადაცემისთვის დიდი მსხვერპლის გაღება მოგიწიათ.
– გადაცემისთვის მაშიმშილეს და 12 კილო დამაკლებინეს, მაგრამ ესეც არაა საკმარისი, კიდევ ვაგრძელებ. თუმცა, უკმაყოფილო ნამდვილად  არ ვარ (იცინის). ზაფხულში წონაში ცოტას ვიმატებ ხოლმე, სიმსუქნისკენ მიდრეკილება მაქვს. ამას თან ასაკიც ემატება და საბოლოო ჯამში, კარგად ვიყავი მომატებული. ვფიქრობდი, თეატრალური სეზონის დაწყებამდე ცოტას გავხდები-მეთქი, მაგრამ 12 კილოს თუ დავიკლებდი, არ მეგონა. არადა, ამას წინათ, ზუგდიდში გახლდით, სპექტაკლი ვითამაშეთ. გადასარევი ხალხი და სუფრა იყო, მაგრამ რად გინდა, არ შემერგო. „ელარჯი“ და „გებჟალია“ გადავიღე ცოტა, მაგრამ გულში სულ ხინჯად მქონდა. თან, ვჭამდი და თან, ვტიროდი (იცინის).

скачать dle 11.3