კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

როდის გარდაიქმნება ვაქცინა შხამად და უნდა ეშინოდეს თუ არა მშობელს შვილის აცრის

ადამიანს გაჩნია ინფექციებისგან დაცვის ბუნებრივი სისტემა – იმუნიზაცია, რომელიც სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ვაქცინაციის გზით ხდება ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება. აცრის შემდეგ, თავიდან ვიცილებთ ისეთ დაავადებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. ვაქცინაცია ერთი საკითხია, მაგრამ რამდენად სარისკოა მისი ბავშვის ორგანიზში შეყვანა, ეს – მეორე. აცრის შემდეგ არაერთ ბავშვს გაუარესებია ჯანმრთელობის მდგომარეობა... საშიშია თუ არა აცრა დღეს საქართველოში და რა რისკ-ფაქტორები არსებობს, ამ საკითხზე პედიატრს, იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელს, რიტა ფაჩუაშვილს ვესაუბრეთ.

 – რატომ არის ბავშვისთვის აცრა აუცილებელი და უსაფრთხოა თუ არა ის?
– აუცილებელია, რადგან ვაქცინაციის შემდეგ ბავშვის ორგანიზმი დაცულია. არსებობდა დაავადება ყვავილი, რომელსაც მილიონობით ბავშვის სიცოცხლე ეწირებოდა. რომ არ ყოფილიყო ვაქცინაცია, დღესაც ბევრი სავალალო შედეგი გვექნებოდა. ასევეა,  დაავადება დიფტერია, რომელსაც ვერაფრით ებრძოდნენ – საწყის ეტაპზე თუ მიუსწრებდი მაშინ შესაძლებელი იყო განკურნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, – არა. აქედან გამომდინარე, დაავადების ყველაზე საუკეთესო მართვის საშუალება არის ვაქცინაცია. ამ დროს, ორგანიზმში ხდება დამცველობითი სხეულების ჩამოყალიბება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სხეულები, როგორც ჯარისკაცები, გამზადებულები ხვდებიან კონკრეტულ დაავადებას და იწყებენ ბრძოლას მის წინააღმდეგ.  შესაძლებელია, მას ინფექცია მოერიოს, მაგრამ რაღაც დოზით წინააღმდეგობა იქნება გაწეული. თუ, დაავადება ვაქცინირებულ ბავშვს შეხვდა, ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანს. ანუ, ვაქცინაცია – ეს არის პროფილაქტიკა, გართულებების თავიდან ასაცილებლად. გართულებები ახასიათებს ინფექციურ დაავადებებს და ეს შეიძლება იყოს: ფილტვის შეშუპება, ტვინის შეშუპება, სუნთქვის გაჩერება, კუნთის გაშეშება და ასე შემდეგ. მაგალითისთვის, როცა ტეტანუსი მოხვდება ორგანიზმში, იქ კუნთების სპაზმი იწყება და მას ვერაფერი ხსნის, მკურნალობას არ ექვემდებარება. ვაქცინაცია კი საუკეთესო თავდაცვაა სხვადასხვა ინფექციური დაავადების წინააღმდეგ.
– რამდენად საშიშია აცრა ბავშვისთვის?
– ბავშვისთვის ვაქცინის შეყვანა საშიში რომ არ იყოს და რაიმე გართულება არ გამოიწვიოს, ამისთვის აუცილებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულად შემოწმება და გამოკვლევა. აუცილებელია, აცრის წინ გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და ყველა პროფილაქტიკური შემოწმება გაიაროს პაციენტმა, ეს იქნება ნერვოპათოლოგთან ვიზიტი თუ სხვა. უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის  ალერგიული მაჩვენებლები სხვადასხვა კომპონენტის მიმართ. იმ მომენტში არ უნდა ჰქონდეს მწვავე დაავადება.
– გასაგებია, მაგრამ არის სავალალო შემთხვევები – არაერთი ბავშვი დაღუპულა აცრის გაკეთების შემდეგ, ზოგს ფეხზე ვეღარ გაუვლია და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე – ეს ვაქცინის უვარგისობის ბრალია, თუ ექიმის დაუდევრობის?
– მსგავსი შემთხვევები 90-იან წლებში იყო. დღეს იშვიათია უკვე ვაქცინის გამო სიკვდილიანობა ან სხვა მძიმე შედეგი. ეს კი ექიმის დაუდევრობას იმ შემთხვევაში შეგვიძლია, დავაბრალოთ, თუ ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე აცრის ბავშვს. ვაქცინის უვარგისობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ერთ-ერთია მისი შენახვა. ვაქცინის შენახვის რეჟიმი 2 გრადუსიდან 8 გრადუსამდე უნდა იყოს. მის დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეს რეჟიმი დაირღვევა, მაშინ ვაქცინა, პირიქით – საზიანოა ბავშვისთვის. უფრო მეტიც, მასში შემავალი ნივთიერებები შხამად გარდაიქმნება. ომის შემდგომი პერიოდი ზუსტად ამ პრობლემის წინაშე იდგა. არ იყო შუქი და ელემენტარული პირობები, ვაქცინისთვის რომ მიეხედათ. მართალია, ტარდებოდა ოპერაციები და კლინიკებს დამატებითი ენერგიის წყარო ჰქონდათ, მაგრამ არავის ახსენდებოდა მაცივარიც მუდმივად რომ უნდა ყოფილიყო ჩართული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, როცა ვაქცინა ყოველგვარ შემოწმებას გაივლის და დაშვებულია მისი მოხმარება, იქ გათვალისწინებულია, რომ შეიძლება მას მოჰყვეს გართულებები. როდესაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საშინელი დაავადებისგან იხსნი, იქ ერთი და ორი სავალალო შემთხვევაც შესაძლებელია მოხდეს. ეს მესმის ტრაგედიაა, მაგრამ ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია, მით უმეტეს დღეს, როცა ყველაფერი ბევრად უფრო განვითარებულია.
– ამ იშვიათი შემთხვევის გამო, მშობლები ხშირად უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე. რა მდგომარეობაა დღეს ამ კუთხით? უნდა ეშინოდეს თუ არა მშობელს ბავშვის აცრა?
– დღეს არანაირი საფრთხე აღარ არსებობს. არ არის შენახვის პრობლემა. კარგადაა თუ არა ვაქცინა შენახული და დაცული, ამას ამოწმებს სპეციალური სამსახური. ექიმი ბევრად უფრო განვითარებული და განათლებულია, ვიდრე მაშინ იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის, ცოცხალი პოლიო, რომელსაც პირში აწვეთებდნენ და რომელიც იშვიათ შემთხვევაში იწვევდა დამბლას, უკვე საქართველოში შემოდის კომბინირებული სახით. მას არ აქვს დაავადების გამოწვევის უნარი. ის საფრთხე, რაც წინა წლებში არსებობდა და რამაც შიში გამოიწვია მშობლებში, შემიძლია გითხრათ, რომ აღმოფხვრილია.  ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ისეთი ბრენდების ვაქცინები შემოდის სახელმწიფოში – საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ასე შემდეგ, შეუძლებელია, მან ბავშვს ავნოს. წარსულში მომხადრი გართულებების გამო კი, ბავშვი აუცრელი არ უნდა დარჩეს. საშიში აუცრელი ბავშვი უფროა. მაგალითად, თუ ბავშვი დაეცა და ტეტანუსი მოხვდა ჭრილობაში, ვერაფერს უზამ. ტეტანუსი, როგორც უკვე აღვნიშნე, იწვევს ყველა კუნთის გაშეშებას. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ბავშვი უნდა მიიყვანო სასწრაფოდ ექიმთან და უნდა გაკეთდეს ანტიტეტანორი, ანტიოქსინი და შრატი, რაც უფრო მეტ დარტყმას აყენებს ორგანიზმს.
– რა გვერდითი მოვლენები აქვს ვაქცინას?
– არის გვერდითი რეაქციებიც, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, გამოიხატება ინიექციის ადგილზე მტკივნეულობით, შეწითლებითა და მაღალი ტემპერატურით. ამ ყველაფერს თუ ვმართავთ, საშიში არაფერია. თუმცა, არსებობს იშვიათი გართულებები და ეს შეიძლება იყოს: შოკი, სუნთქვის გართულება და ასე შემდეგ, მაგრამ, მსგავსი რეაქცია მილიონიდან ერთ ბავშვს ემართება. განვმეორდები, თუ ბავშვი ჯანმრთელია ვაქცინაციის საფრთხე ნულამდეა დაყვანილი. საერთოდ, როცა აცრის შემდგომ რაიმე დაავადება ვითარდება, აბრალებენ ვაქცინაციას. არადა, ვაქცინა პროვოცირებას უკეთებს დაავადებას და ავლენს იმას, რაც ორგანიზმში ფარულად მიმდინარეობს.
– რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის?
– ფასიანი კომერციული გზით შემოსული ვაქცინებია. განსხვავება იყო ადრე. ახლა უკვე მკვეთრად გაუმჯობესდა სახელმწიფო ვაქცინების ხარისხი. კომერციული ვაქცინა იყო ერთი შპრიცდოზა, განსაზღვრული ერთი ბავშვისთვის, რომელსაც არ ემატებოდა არანაირი კონსერვანტები, რაც ლითონებს შეიცავს. წარმოიდგინეთ, ვაქცინა ისედაც უცხოა ორგანიზმისთვის და კიდევ კონსერვანტი რომ დაემატება. ხარისხი, შემადგენლობა ბევრად კარგი იყო კომერციული ვაქცინის. მათ შორის ძირითადი განსხვავება შემდეგში მდგომარეობდა: კომერციულ ვაქცინებში პოლიომელიტი ინაქტივირებული სახით შემოდიოდა. დეკემბრიდან, ზუსტად მსგავსი ტიპის ვაქცინა შემოდის საქართველოში, რომელიც გამორიცხავს ჯამრთელობის მდგომარეობის ყველანაირ გართულებას.

скачать dle 11.3