კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ უნდა ვაკონტროლოთ სურვილები ქვეცნობიერად და რა მაგიური დატვირთვა აქვს სამკაულის ტარებას

მართალია, ბევრს არ სჯერა ამოუცნობი მოვლენების და ეზოთერიკულ მეცნიერებასაც ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ, როცა თავად ეჯახება მსგავს მოვლენებს, მერე დაფიქრდება და იჯერებს იმას, რისი წყალობით აარიდა თავი უბედურებას. ტყუილად როდი ამბობენ, ძველი ხალხი ბრძენიაო. ამიტომ, მათ რჩევა-დარიგებებს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, ნამდვილად დავიბევებთ სამომავლოდ სიმშვიდესა და ჰარმონიას.
ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რთული პერიოდები, მაგრამ საბედნიეროდ, როცა მოჭარბებულ ენერგიას ვგრძნობთ, იღბლიანობაც იმატებს და საქმესა თუ პირად ცხოვრებაში ხელი გვემართება. ეზოთერიკოსი ქალბატონი ლალი წლებია, ამ თემებზე დაკვირვებას ახდენს და, მისივე თქმით, საჭიროა, ნებისმიერ დეტალს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გულისყურით დავაკვირდეთ, თითოეული ფაქტი კარგად გავაანალიზოთ და იმ აუხსნელ წესებს დავემორჩილოთ, რომლებიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

 ლალი: ყველას აქვს ცხოვრებაში უიღბლო და იღბლიანი პერიოდი. სწორედ ამ დროს, ჩვენივე ქცევითა და სიტყვებით  ჩვენსავე ბედისა და იღბლის პროგრამაში ანუ  კოდში უნებლიეთ შეგვაქვს კორექტივები. უიღბლო პერიოდში ადამიანს უჩნდება სურვილი, გამუდმებით იწუწუნოს ბედზე, წყევლოს საკუთარი დაბადების დღე, ინატროს სიკვდილი და ასე შემდეგ. ეს გაუაზრებლად ხდება და ადამიანი ასეთი საქციელით თავს ვნებს, ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ იღბალს.
– დამეთანხმეთ, როცა წარუმატებელი პერიოდი გვიდგას, რთულია ამ დროს აკონტროლო სიტყვები და ქცევები. თუ არსებობს წესები, რომელიც ამ პერიოდს ადვილად გადაგვატანინებს და ჩვენს ცხოვრებაში  დადებით ძვრებს შეიტანს სამომავლოდ?
–  მართალია, როცა წარუმატებელი დღეები დგება, ძნელია ამ დროს, აკონტროლო სიტყვა, აზრი თუ ქცევა, მაგრამ, თუ იცი, რომ ამ გაუაზრებელ ქმედებებს არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება, თავს შეიკავებ. დაუფიქრებელი ნათქვამი უფრო ხშირად აგვიხდება ხოლმე, ვიდრე გააზრებული. ამიტომ, სურვილებიც უნდა ვაკონტროლოთ, თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე. მაგალითად, ქარვა უიღბლობის პერიოდში კარგი დამცავია. ამ დროს ადამიანის ენერგეტიკულობა დასუსტებულია და, შესაბამისად, ადვილად ხდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი. ის, ასევე, კარგი თილისმაა წარმატებისა და ბარაქის მოსაპოვებლად. ზოგადად, თუ ამ ქვას შესაბამის ლითონში ჩასვამთ და სამკაულად ატარებთ, ესეც კარგ შედეგებს მოგცემთ. კერძოდ,  პლატინაში ჩასმული ქარვის ტარება კარგია თანამდებობის პირისა და ბიზნესმენისთვის – ის მათ ეხმარება, მიიღონ გონიერი გადაწყვეტილებები, სიფრთხილე გამოიჩინონ პარტნიორებთან და სწორი არჩევანი გააკეთონ საქმეში; ოქროში ჩასმული ქარვა ადამიანს პირად ცხოვრებაში გათვალვისგან, ჭორებისა და მითქმა-მოთქმისგან იცავს. ვერცხლში ჩასმული ქარვის ტარება ფულის მოზიდვას უწყობს ხელს, ხოლო თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, გირჩევთ, მელქიორში ჩასმული ქარვა ატაროთ.
– გამიგია, რომ კონკრეტული ქვისგან დამზადებული სამკაული, ადამიანს სხვადასხვა სიტუაცაში  უმართავს ხელს. ამის შესახებაც ხომ ვერ მოგვაწვდით ინფორმაციას?
– გეტყვით, რომ ზოგიერთი სამკაული კონკრეტული ადამიანისთვის თილისმის როლსაც ითავსებს. მაგალითად, ბრილიანტისთვლებიანი სამკაულის ტარება ბიზნესმენი ქალბატონისთვის, უბრალოდ, აუცილებელია.  ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკების დროს ის ხელს უწყობს, პარტნიორებმა ან კონკურენტებმა ქალბატონის აზრი გაითვალისწინონ და გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ მიიღონ; ზურმუხტის სამკაული ჯანმრთელობისთვისაა ძალიან კარგი; ოპალის ქვა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ; მარგალიტის სამკაული კი კარგია, როცა ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.  ხშირად ბევრი ისეთი კითხვა უჩნდება ადამიანს, რაზეც პასუხს ვერ იღებს. უფრო სწორად, პასუხი იმ ადამიანმა უნდა გასცეს, ვინც მსგავს საკითხებში კომპეტენტურია. ჩემ გარშემო ბევრია დაბნეული და ცხოვრებისგან გზაკვალარეული და მათ ბევრ საკითხში უჭირთ გარკვევა. ამიტომ, მინდა, ჩემი გამოცდილებისა და დაკვირვების საფუძველზე შექმნილი ის ფაქტები და დასკვნები გაგაცნოთ, რომლებიც აუცილებლად დაეხმარება ყველას. რადგან იმაზე ჩამოვარდა საუბარი, როგორ მოგვემართოს ხელი საქმეში და გავხდეთ მეტად წარმატებულები. აქვე, გეტყვით, რომ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვებისა,   ცხოვრებაში დიდი როლი აქვს სუნამოს სურნელს. ბევრი იმის გამო ყიდულობს ამა თუ იმ სურნელს,  რომ, უბრალოდ, მოდაშია, სიახლეა ან ნაჩუქარია. ეს არასწორი მიდგომაა და, ამით, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეიქმნათ. სწორად შერჩეული სურნელი ადამიანის წარმატებაზე აგებს პასუხს. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ შეყვარებულის ლტოლვა თქვენდამი ისეთი აღარ არის, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო, სასწრაფოდ იზრუნეთ სუნამოს შეცვლაზე. გაიხსენეთ და  გამოიყენეთ ის სურნელი, რომელსაც მასთან პაემანზე პირველი შეხვედრების დროს იყენებდით. უკვე დამტკიცებული და პარაფსიქოლოგთა მიერ აღიარებულია, რომ სურნელს აქვს უნიკალური უნარი – ადამიანებში სხვადასხვა ასოციაცია გამოიწვიოს და გააღვიძოს მიძინებული მოგონებები. სხვათა შორის, სუნი სერიოზულ გავლენას ახდენს თავის ტვინზე, კერძოდ, ააქტიურებს რეფლექსებს და პარტნიორებიც თითქოს მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს.
– არადა, გამიგია, რომ ადამიანებს შორის უხილავი სასიყვარულო გრძნობა სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ისინი ერთმანეთის ბუნებრივი კანის სუნს შეიგრძნობენ.
– გეთანხმებით,  სექსუალურ პარტნიორებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სწორედ ბუნებრივი სუნი ახდენს, მაგრამ, თუ სხეულის სურნელი ვნებას აღვიძებს, შესაფერის ინტიმურ ატმოსფეროს სწორედ ხელოვნური სასიგნალო სურნელი ქმნის. მარტივად რომ აგიხსნათ, თუ პარტნიორზე შთაბეჭდილების მოხდენა, მისი გაგიჟება და გადარევა გსურთ, მასთან ინტიმურ შეხვედრაზე თქვენი ბუნებრივი სურნელით მიდით ან დაისხით ვარდის ან ჟასმინის სურნელის მქონე სუნამო. ეს არომატი მასზე ისე იმოქმედებს, რომ, შესაძლოა, თქვენი ალერსის გარეშე ცხოვრება ვეღარ შეძლოს. ეს საკმაოდ მარტივი „სატყუარაა“ კაცის გულის დასაპყრობად (იცინის) – მერწმუნეთ, ასეა. ზოგადად, სურნელს უძველესი დროიდან იყენებდნენ ქალები მამაკაცის გულის დასაპყრობად და ეს წარმატებით გამოსდიოდათ კიდეც.

скачать dle 11.3