კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ არის დაწესებული მთელი წლის განმავლობაში მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს?
პასუხი: ოთხშაბათსა და პარასკევს იმიტომ დაწესდა მარხვა, რომ ეს დღეები გლოვისაა ყოველი ქრისტიანისთვის. ვინაიდან ოთხშაბათს გასცეს მაცხოვარი, ხოლო პარასკევს – ჯვარს აცვეს.
კითხვა: ვიცნობ ადამიანს, რომელიც დღეში სამჯერ ლოცულობს, მაგრამ ძალიან მძიმე ხასიათი აქვს და საშინელი ავსიტყვაა. ასეთი ადამიანის ლოცვას უფალი შეიწირავს?
პასუხი: როგორც წმინდა მამა ისააკ ასური ამბობს: „გულბოროტი კაცის ლოცვა ქვაზე ნათესსა ჰგავს“. თუმცა, თქვენ ამაზე ნაკლებად უნდა იფიქროთ, რათა თავად არ ჩავარდეთ მის ცოდვაში. თქვენ თქვენი ცოდვების მონანიებისთვის იზრუნეთ!
კითხვა: საჭიროა თუ არა გარდაცვალების დღის აღნიშვნა?
პასუხი: ამ დღეს ახლობლებმა უნდა აღავლინონ გარდაცვლილის სახელზე პანაშვიდი და ილოცონ, გასცენ მოწყალება. ახლობლებისგან გარდაცვლილის გახსენება მისთვის ლოცვის გაგრძელებაა. ისინი ევედრებიან უფალს მისი სულის ხსნას. შეგიძლიათ, აღნიშნოთ გარდაცვალების დღე მშვიდად, პომპეზურობის გარეშე.
კითხვა: ჩემს შვილიშვილს ხელში შემოატყდა ჯვარი. ძალიან ვნერვიულობ ამაზე. რამეს ხომ არ ნიშნავს ეს ფაქტი?
პასუხი: ეს ფაქტი მხოლოდ ბავშვის დაუდევრობასა და მშობლის უყურადღებობაზე მიგვანიშნებს. ჯვართან მოპყრობისას ყველას სიფრთხილე გვმართებს.

скачать dle 11.3