კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

რა მოხდება, სინანული რამდენიმე დღით რომ გადავდოთ
პავლე მოციქული ამბობს: „აჰა, ესერა, აწ არს დღე იგი ცხოვრებისა“ (2 კორ. 6,2), ანუ დღესვე უნდა შევუდგეთ სინანულს. როდესაც ადამიანის გულს მადლი შეეხება, ის მაშინვე უნდა შეუდგეს მონანიებას, მაშინვე უნდა ეცადოს ცხოვრების შეცვლას და მონანიება ხვალისთვის არ გადადოს.
ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი განთქმული მეძავი. თავდაპირველად მან გადაწყვიტა, გაეყიდა, რაც ებადა და ფული გლახაკებისთვის დაერიგებინა, მაგრამ მისი სინანული იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ სახლის დანახვაც აღარ შეეძლო, სადაც ცხოვრობდა და სცოდავდა. მან სახლიც მიატოვა და ყველაფერიც, რაც მასში იყო, კარიც კი არ გამოუხურავს... და მონასტერში წავიდა, რათა მონაზვნის ცხოვრებას შესდგომოდა. ქალი მონასტრის კარიბჭესთან მივიდა, კარზე დააკაკუნა და იქვე უსულოდ დაეცა. დედათა მონასტრის იღუმენიამ ჩვენებაში იხილა, რომ მკვდარ ქალს დემონები და ანგელოზები მიუახლოვდნენ. დემონებმა თქვეს: „ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ გვემსახურებოდა, ამდენი სული წარწყმიდა და არავითარი სიკეთე არ ჩაუდენია!“; ანგელოზებმა თქვეს: „ამ ცოდვილმა ქალმა მთელი გულით შეინანა ცოდვები, ხოლო როდის ეწევა ადამიანს სიკვდილი – ეს დამოკიდებულია არა ადამიანზე, არამედ ღმერთზე“. ასე მიითვალა უფალმა მისი სინანული, თუმცა კი მან ვერავითარი ღვაწლი ვერ აღასრულა და ვერც სიკეთის ქმნა მოასწრო. მაგრამ ეს მასზე აღარ იყო დამოკიდებული, არამედ ასეთი იყო ღვთის განსაკუთრებული განგება; შესაძლოა, მეძავის ცხონებით ღმერთს თავისი გულმოწყალების ჩვენება უნდოდა. მხურვალე, გულწრფელი სინანულით მეძავმა სულ რამდენიმე საათში შეიძინა ზეცათა სასუფეველი და, რა მოხდებოდა, სინანული რამდენიმე დღით რომ გადაედო? შესაძლებელია, მის გადაწყვეტილებას გამოსცლოდა მტკიცე საფუძველი და მისი სული საუკუნოდ წარწყმედილიყო. გახსოვდეთ: უფალმა აღგვითქვა, რომ თუ დღეს შევინანებთ, ის მოგვიტევებს, მაგრამ მას არ აღუთქვამს ჩვენთვის, რომ ხვალაც ცოცხლები ვიქნებით!

ამპარტავანს სულიწმიდა განეშორება
ღირსი მაკარი დიდი თავის წიგნში „სწავლანი“ გვიამბობს, რა საშინელი სულიერი კატასტროფა მოჰყვებოდა ამპარტავნებას – ის დიდ მოღვაწეებსაც კი დასცემდა ხოლმე. წმიდანი აგვიწერს ერთ შემთხვევას: ქრისტესთვის მოწამე ვინმე საშინელი წამების შემდეგ ცოცხალ-მკვდარი ჩააგდეს დილეგში; ის მოინახულა ერთმა ქალმა, რომელიც გარკვეულ თანახს უხდიდა გუშაგებს და ტყვეებთან შედიოდა. ქალს საჭმელი მიჰქონდა ნაწამები პატიმრებისთვის; ის მათ ბანდა, წყლულებს უხვევდა და წმიდა წიგნებს უტოვებდა. და აი, ეს ქალი მოწამესთან მივიდა. მოწამემ უამბო მას, რა საშინელი წამება დაითმინა, სხვებმა კი ვერ გაუძლეს ტანჯვას და ქრისტეს განუდგნენ. ის შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდა მათ, ვინც სისუსტე და სულმდაბლობა გამოიჩინა... ამასობაში სულიწმიდა განეშორა მასაც და ქალსაც, რომელიც მას უსმენდა და მოხდა საშინელება: ისინი დაეცნენ ამ საზარელ დილეგში – ხორციელ ცოდვაში ჩაცვივდნენ მაშინ, როცა მოწამის სხეული უკვე ქრისტესთვის დაღვრილი სისხლით იყო შეღებილი. აი, ასეთი საშინელი რამ არის ამპარტავნების ცოდვა.
ღირსი მაკარი დიდი სხვა შემთხვევასაც აგვიწერს: ერთი მონასტრის ძმებს ერთმა კაცმა ჭვავის პურები შესწირა. ძმებმა პური გაინაწილეს და ორი პური მიუტანეს ერთ დაყუდებულ ბერს, რომელიც იმ მონასტერში იღვწოდა და მეტად პატივცემული იყო. მაგრამ დაყუდებულმა კადნიერად მოიძაგა ძღვენი და თქვა: „არ იცით განა, როგორ ვმარხულობ? კვირაში ერთხელ ვჭამ მხოლოდ“. მას შემდეგ, რაც ბერმა ასე ამპარტავნულად არ მიიღო შემოწირულობა, მასში დემონი ჩასახლდა და ბერი კვეთებული, ეშმაკეული გახდა.

скачать dle 11.3