კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ მინდა, ცხოვრება ავინგრიო
ვარ 48 წლის ქალი, გაუთხოვარი. დღევანდელ ახალგაზრდებს შეიძლება გაუკვირდეთ და გიჟად ან ავადმყოფად ჩამთვალონ, მაგრამ, მამაკაცი არასდროს მყოლია და სულაც არ მრცხვენია ამის აღიარება, რადგან, ისე ვიცხოვრე, როგორც სწორად მიმაჩნდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი კი მეუბნება, რომ ისევე არასწორად ამეწყო ცხოვრება, როგორც ვიქცეოდი – რენტგენზე ვატარებდი ყველა მამაკაცს და იმიტომაც დავრჩი უმამაკაცოდ. თუმცა ამ მოსაზრებას არც მაშინ ვეთანხმებოდი და არც ახლა ვეთანხმები. რატომ არის რენტგენში გატარება, ვთქვათ, მოუწესრიგებელი გარეგნობის გამო კაცის დაწუნება? მართალია, ამ მოუწესრიგებლობასაც ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, ზოგს კი ეს, სულაც, სტილად მიაჩნია, მაგრამ, რა ვქნა, ვერ ვიტან, როცა კაცს მტვრიანი ფეხსაცმელი აცვია, დაჭმუჭნილი ცხვირსახოცი უდევს ჯიბეში, ფრუტუნით დადის ან ყოველ წუთში სრუტუნებს. მოკლედ, ამ საკითხში არასდროს მიმართლებდა, რის გამოც სულ მარტო ვიყავი და, ბოლოს ისე მივეჩვიე ამ მარტოობას, კაცის დანახვა აღარ მინდოდა, მით უმეტეს, რომ ნამდვილ მამაკაცს საერთოდ ვერ ვხედავდი ჩემ ირგვლივ. ისეთი ქმარი კი, როგორებიც ჩემს მეგობრებს ჰყავდათ (და ჰყავთ ახლაც), ნამდვილად არ მინდოდა – უხასიათოს, უჟმურს, ნარცისს, უქნარას, უზრუნველს შვილს ვერ ავიტან სახლში არათუ ქმარს, თუნდაც ოდნავ უკეთესი კი საქართველოს მასშტაბით არ მეგულება (ყოველ შემთხვევაში, მე ვერ აღმოვაჩინე).
ჰოდა, ამიტომაც დავრჩი მარტო. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ, მაინც ჯობდა, თუნდაც უკვარგის კაცს გავყოლოდი ცოლად, შვილი ხომ მაინც შემრჩებოდა-მეთქი, მაგრამ უვარგისის შვილიც, ალბათ, უვარგისი გამოვიდოდა – აღზრდა ვერ უშველიდა ან, იქნებ, ღმერთს არ სურდა, რომ შვილი მყოლებოდა. არ არის გამორიცხული, ვიღაცის წყევლამ მიწია და ამიტომაც გადავეგე უშვილოდ.
სხვათა შორის, გათხოვების შანსი ახლაც მაქვს – ერთმა საკმაოდ წარმოსადეგმა კაცმა მთხოვა ხელი, მაგრამ, ვერ წარმომიდგენია, იმ ხნის ქალს დილით პრაქტიკულად უცხო მამაკაცის ხვნეშა და ხვრენა რომ გამაღვიძებს, ან, სულაც, დილით, ნაბახუსევზე ოთახში სასმლის ოხშივარს რომ დააყენებს, მთელი დღე რა ხასიათზე უნდა ვიყო. თან, ამის პარალელურად, ურეცხე, უუთოვე, აჭამე, ასვი, უღიმე, არჩინე, გაართე... არა, გენაცვალე,  ნამდვილად არ მინდა, მარტო იმიტომ გავყვე ვიღაცას ცოლად, რომ გათხოვილი ქალის სახელი მერქვას. არა უშავს, ვიყო შინაბერა, სამაგიეროდ, არავინ მიბურღავს ტვინს თავისი პრეტენზიებით და არავინ ცდილობს ჩემს კმაყოფაზე თავისი ცხოვრების მოწყობას. სახლში მყავს ერთადერთი სულიერი – უზარმაზარი სპარსული ფისო, რომელიც ჩემზე გიჟდება, მასზე ერთგული კი არანაირი ქმარი ან საყვარელი არ მეყოლება. ასე რომ, ბოდიშს ვუხდი მამაკაცებს, მაგრამ მათ გამო ნამდვილად არ მიღირს ჩემი მყუდრო ცხოვრების ანგრევა.
მანანა, 48 წლის.

скачать dle 11.3