კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვა და გადასცა ლავრენტი ბერიამ საიდუმლო ინფორმაცია, რომელმაც სტალინის სიცოცხლე იხსნა

თითქმის სამოცწლიანი ტყუილისა და ცილისწამების შემდეგ, როგორც იქნა, ლავრენტი ბერიას შესახებაც დაიწყეს სიმართლის თქმა და ამ განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე პიროვნების მოღვაწეობას ობიექტური შემფასებლები გამოუჩდნენ. ისტორიკოსი, ცნობილი პროფესორი და მკვლევარი ანტონ ვოლკოვი წერს: „რუსეთის იმპერიის პროვინციაში დაბადებული გლეხის შვილი (იგულისხმება ლავრენტი ბერია) მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭიერების წყალობით აღმოჩნდა ახალი ქვეყნის მმართველობის უმაღლეს ეშელონებში და მისი სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯი გახდა. ბერია სულ რაღაც 18 წლის იყო, ამიერკავკასიის ბოლშევიკური მოძრაობის საიდუმლო სტრუქტურაში რომ მუშაობდა და ოქტომბრის რევოლუციამ მას ბაქოში მოუსწრო. ლავრენტი ბერიას პირველი დიდი წარმატების ნიმუშად მისი ბიოგრაფიის ერთ ეპიზოდს მოვიყვან, რომელიც ფართო საზოგადოებრიობისთვის არაა ცნობილი და ჩემი აზრით, სწორედ ამ ისტორიამ დააახლოვა მაშინ, ჯერ კიდევ ნორჩი ბოლშევიკი სტალინთან. 1917 წლის 24 დეკემბერს, როცა ჯერ კიდავ არ იყო აზერბაიჯანი გასაბჭოებული, მისი უშიშროების სამსახურმა 18 წლის სტუდენტი, ლავრენტი ბერია ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის დააპატიმრა. ეს დაპატიმრება იური შეინის დასმენის გამო მოხდა. შეინი ბერიას თანაკურსელი იყო და ნიჭიერი ქართველის შურდა. იცოდა მისი ბოლშევიკური განწყობები და ეს ფაქტი შურისძიებისთვის გამოიყენა. სხვათა შორის, შეინი შემდგომში ცნობილი ინჟინერი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ბერია ქვეყნის მმართველი გახლდათ, და კარგად უწყოდა დაბეზღების შესახებ, მისთვის თითიც არავის დაუკარებია... ბერიას დაკითხვას კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი ალი რაშიდბეკოვი აწარმოებდა. ის საშინლად ვერ იტანდა ქართველ ბოლშევიკებს და განსაკუთრებით „კობას“, იოსებ ჯუღაშვილს (სტალინს), რომელიც ბაქოში მოღვაწეობისას სისხლს უშრობდა რაშიდბეკოვს. პოლკოვნიკი ვერაფერს გახდა ბერიასთან, რომლის წინააღმდეგ ფაქტები არ გააჩნდა. თუმცა, დარწმუნებული იყო მის ძირგამომთხრელ-სადაზვერვო საქმიანობაში და სიტყვით რომ ვერაფერს გახდა, 18 წლის ყმაწვილი ისე სასტიკად სცემა თავის კაბინეტში, რომ მან გონება დაკარგა... ჯალათ პოლკოვნიკს ბერია მკვდარი ეგონა და ის-ის იყო, ბადრაგი უნდა გამოეძახა, რომ გვამი პროზექტურაში გადაეტანათ, რაშიდბეკოვის კაბინეტში მისი ორი აგენტი – პავლე კოდალაშვილი და ნიაზ ყურბანოვი გამოცხადდნენ. ათწუთიანი საუბრის შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე შედგა, აგენტები წავიდნენ. პოლკოვნიკმა კი უზარმაზარი კაბინეტის კუთხეში დაგდებულ, გასისხლიანებულ ბერიას შეავლო თვალი. შემდეგ ბადრაგი გამოიძახა და მორგში გადატანა უბრძანა. დამლაგებელს კი კაბინეტის მორეცხვა დაავალა და თვითონ სადღაც გაემგზავრა. ბერია გზაში მოსულიერდა და საავადმყოფოში მოათავსეს. ექვსი დღის შემდეგ კი მოსკოვში, ეროვნულ საქმეთა კომისარიატის სადარბაზოში „ჩეკისტებმა“ ვინმე ოთარაშვილი და კულიევი (პავლე კოდალაშვილი და ნიაზ ყურბანოვი) დააპატიმრეს. ისინი ლუბიანკაზე წაიყვანეს და დაკითხვის შემდეგ დაკავებულები გამოტყდნენ, რომ მოსკოვში ბაქოდან იყვნენ მივლინებულნი პოლკოვნიკ რაშიდბეკოვის მიერ, რათა მოეკლათ ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი, სტალინი... პავლე კოდალაშვილი და ნიაზ ყურბანოვი ერთი კვირის შემდეგ დახვრიტეს. მათ შესახებ ინფორმაცია კი მოსკოვში სერგეი კიროვმა ჩაიტანა, რომელიც 1917 წლის დეკემბერში ბაქოში იმყოფებოდა და არალეგალურ სადარზვერვო საქმიანობას ახორციელებდა.
როდესაც ბერია საავადმყოფოში დააწვინეს, მის სანახავად კიროვი მივიდა. ბერიამ  მას მუყაოზე დახატული ორი პორტრეტი გადასცა და უთხრა:
– მირონიჩ, სასწრაფოდ მოსკოვში გაემგზავრე და ყველა ზომა მიიღე ამხანაგ კობას დასაცავად.
– მას ახლა სტალინი ჰქვია, – შეუსწორა კიროვმა.
– ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მკვლელები გააუვნებელყონ. მკვლელები კი, ეს სუბიექტები არიან და სამწუხაროდ, მე მათი ვინაობა არ ვიცი. თუმცა, ისინი, ალბათ, ყალბი საბუთებით ისარგებლებენ.
თავდაპირველად, კიროვი ვერაფერს მიხვდა და ეგონა, რომ მძიმედ ტვინშერყეული ბერია ბოდავდა. მაგრამ, ბერიამ თავის იმჟამინდელ შეფს უამბო, რომ სტალინის მკვლელები კონტრდაზვერვის პოლკოვნიკის კაბინეტში ნახა და ეს ტერაქტი მათ თავად რაშიდბეკოვმა დაავალა. ბერიამ მრავალ უცხო ენას შორის, კავკასიური ენებიც იცოდა, მათ შორის, აზერბაიჯანულიც.
– ეს სურათები საიდანღა გაქვს? – ჰკითხა კიროვმა.
– მირონიჩ, ბავშვობიდან არქიტექტორობაზე ვოცნებობ. ადრეული ასაკიდანვე მეხერხება ხატვა და მე დავხატე, – მიუგო ბერიამ.
– ზეპირად? – ჰკითხა კიროვმა, – რაშიდბეკოვის კაბინეტში ამას ვერ იზამდი.
– აქ დავხატე და შეიძლება ითქვას, ზეპირად, – ღიმილით მიუგო ბერიამ კიროვს და დაამატა, – იქ, ცენტრში გადაეცი, რომ პორტრეტები ფოტოგრაფიული სიზუსტითაა შესრულებული და სწორედ ასეთი სახის ადამიანები არიან ტერორისტები.
– ბერია ორ კვირაში გამოწერეს საავადმყოფოდან და თბილისში გაემგზავრა. საქართველოს დედაქალაქში კი, კვლავ კიროვს შეხვდა, რომელმაც მეგობრულად მოუთათუნა მხარზე ხელი და უთხრა:
– ყოჩაღ, ძმობილო, შენ ნამდვილი „ჩეკისტი“ ხარ. ამხანაგმა სტალინმა პირადად შემოგითვალა მადლობა.
 ბერიამ არაფერი იცოდა ტერორისტების შესახებ და კიროვს ჰკითხა:
– მკვლელები დააკავეს?
– ისინი ახლა ზეცაში დაფრინავენ, – გაეცინა კიროვს, – მოსკოვში, განსაკუთრებულ ნომენკლატურულ აღრიცხვაზე აგიყვანეს და აბა, შენ იცი. მერწმუნე, ძმობილო, რომ ძალიან დიდი მომავალი გელოდება.
ეს საუბარი 1918 წლის 11 იანვარს შედგა. სამი წლის შემდეგ საქართველო გასაბჭოვდა. ბერიამ კი თავბრუდამხვევი კარიერული აღმასვლა დაიწყო. აშკარაა, ამაში სტალინის ხელი ერია. ერთი მხრივ, ბელადმა უშეცდომოდ ამოიცნო ბერიაში განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც მას საკუთარი გეგმების განხორციელებაში დაეხმარებოდა. მეორე მხრივ კი, მადლიერება გამოხატა ბერიას მიმართ, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის“.

скачать dle 11.3