კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცა მილიონი მანეთის ღირებულების ოქრო საშიშ ბოროტმოქმედთა სიაში შეყვანილმა მძარცველმა, მეტსახელად „ვატომ“

ცნობილი ქართველი საბჭოთა კრიმინალი ვახტანგ ჟორდანია, მეტსახელად „ვატო“, საბჭოეთის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავედ ითვლებოდა და დღევანდელ პუბლიკაციაში მასზე მოგითხრობთ, რაც უდავოდ დააინტერესებს ჩვენს მკითხველს.
პირველი საქმე
1935 წელს დაბადებულ ვახტანგ ჟორდანიას „ვატო“ ჯერ კიდევ მშობლებმა შეარქვეს ბავშვობაში და ეს სახელი მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. სკოლაში ის დიდი სიბეჯითით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო და ყველაფერს მომენტალურად ითვისებდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვატო ინტელიგენტური ოჯახიდან იყო (მისი დედ-მამა ხელოვნებათმცოდნეები იყვნენ და რამდენიმე უცხოურ ენასაც ფლობდნენ), ბავშვს კრიმინალისადმი ჰქონდა მიდრეკილება. ვახტანგ ჟორდანია სულ რაღაც 13 წლის იყო, როდესაც ბლეხანოვის გამზირზე მდებარე გასტრონომიულ მაღაზიაში შეძვრა და პირწმინდად გაასუფთავა იქაურობა – მან სურსათ-სანოვაგე მოიპარა, ნაქურდალი კი თბილისელ ღარიბ-ღატაკებს დაურიგა და სახელმწიფოს 11 ათასი მანეთის ზარალი მიაყენა. თანხა, რა თქმა უნდა, მისმა მშობლებმა აანაზღაურეს. ვატო კი მხოლოდ  აღრიცხვაზე აიყვანეს მილიციაში და არ დაუპატიმრებიათ, რადგან არასრულწლოვანი იყო.
თავისი პირველი სერიოზული საქმე ვახტანგ ჟორდანიამ 19 წლის ასაკში განახორციელა. 1954 წლის 16 მაისს, ვატო და მისი „პაძელნიკი,“ კუკიელი იეზიდი როსტომ ბალოიანი, გორკის კლუბთან მდებარე ლომბარდში შეძვრნენ, მანამდე კი სიგნალიზაცია გათიშეს და ერთ-ერთი სეიფიდან 97 ათასი მანეთის ღირებულების ნივთები მოიპარეს. ვატო რკინიგზის ინსტიტუტის (შემდგომში პოლიტექნიკური) მეორე კურსის სტუდენტი იყო. მეგობრებმა ნაქურდალი ნივთები ვინმე ოქსანა კაკოიანს მიაბარეს, რომელიც გადამყიდველი, პარალელურად კი მილიციის აგენტი იყო. ქალმა ბოროტმოქმედები დაასმინა და ვატო იმ დღესვე დააპატიმრეს, ბალოიანი  კი მოგვიანებით აიყვანეს. შემდეგ ორივე გაასამართლეს და 9-9 წლით ჩასვეს ციხეში. მაგრამ ერთი წლის მერე ვატომ რუსთავის კოლონიიდან გაქცევა მოახერხა და მასზე ძებნა გამოაცხადეს.
შეიარაღებული ქურდი
ვატოს კრიმინალური პროფესია ქურდობა იყო. მას მშვენივრად ესმოდა ელექტროობა. შეეძლო სიგნალიზაციის დაბლოკვა და მშვენივრად იყენებდა ამ ნიჭს დანაშაულის ჩადენისას. თუმცა, ციხიდან გაქცევის მერე ვატომ ცეცხლსასროლი იარაღები იშოვა და ორი ცალი „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტით გადაადგილდებოდა ხოლმე. პარალელურად კი, ვახტანგ ჟორდანია ქურდობდა კიდეც და, ძებნილობის მიუხედავად, მოუხელთებელი იყო. 1955-1956 წლებში ვატომ და უმეტეს შემთხვევაში ძიებით დაუდგენელმა მისმა „პაძელნიკებმა“ საბჭოეთის სხვადასხვა კუთხეში თექვსმეტი მსხვილი ქურდობა ჩაიდინეს და 400 ათასი მანეთის ნივთები მიითვისეს. მიუხედავად იმისა, რომ მილიცია მათ „კუდზე აჯდა,” ვატო და მისი მეწყვილე (ვატოს ნებისმიერ საქმეზე მხოლოდ ერთი მეწყვილე ჰყავდა) მდევრებს ერთი ნაბიჯით ასწრებდნენ ხოლმე. კვალიფიციური ქურდობის გარდა, ვატოს საშიშროება ყველაზე მეტად იმაში გამოიხატებოდა, რომ ის დანებებას არ აპირებდა, დაუნდობელი მსროლელი იყო და, თავსაც გაწირავდა და სხვასაც... 1956 წლის 21 მარტს მოსკოვის ერთ-ერთი ბინის ქურდობისას ვატოსა და მის მეწყვილეს მილიციამ ალყა შემოარტყა. ატყდა სროლა. ვატოს მეწყვილე მოკლეს, ხოლო ჟორდანიას დანებება უბრძანეს. მან კი მილიციელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და დანებების ნაცვლად, ორი მილიციელი დაჭრა. ესეც არ იკმარა: ნაქურდალი ნივთები ზურგჩანთაში ჩაალაგა. საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავიდა. თხუთმეტმეტრიანი სიმაღლიდან თოვლიან გროვაში ისკუპა და გაიქცა. ამ შემთხვევის შემდეგ ვატოზე ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა და გამწარებული ძალოვანები ყველა კუთხე-კუნჭულში ეძებდნენ მას. 1956 წლის მიწურულს კი ვატო თბილისის რკინიგზის სადგურზე სრულიად შემთხვევით დააკავა უმცროსმა სერჟანტმა ავთო კოხრეიძემ, რომელმაც მას ტაქსის გაჩერებაზე წესრიგისკენ მოუწოდა, რიგში ჩადგომა უბრძანა შემდეგ ყბაში სთხლიშა და გონება დააკარგვინა, მაგრამ, როდესაც მისი მოსულიერება სცადა და პისტოლეტები აღმოუჩინა, იქვე გაკოჭა. დაკავებული მამაკაცის იდენტიფიკაცია რომ მოახდინეს, მილიციელები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. 20 წლის გოლიათ მილიციელს, ავთო კოხრეიძეს კი 900 მანეთი პრემია გამოუწერეს განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედის დაკავებისთვის.
„გადაგდებული“ ვატო
ვატო ჯერ თბილისში დაკითხეს, შემდეგ კი მოსკოვში გადაიყვანეს. მისი საქმის ძიება, რომელიც 39 სხვადასხვა ეპიზოდისგან შედგებოდა, ერთი წელი  გაგრძელდა. ბოლოს ვახტანგ ჟორდანიას სასამართლო შედგა, მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და გააციმბირეს... ჟორდანიამ ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 5 წელი გაატარა. მისი მშობლების ძალისხმევით კი მისი საქმე გადასინჯა და მას პატიმრობის ვადა გაუნახევრეს. 2 წლის შემდეგ კი, ციხიდან გამოუშვეს. თუმცა მას დედ-მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა და არც თავად აპირებდა პატიოსნად ცხოვრებას. 1965 წლის 5 დეკემბერს მან და ვინმე ანტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს ცეკას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ბინა გაქურდეს – ძვირფასეულობა და ფული გაიტაცეს, შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრნენ. თუმცა, მილიციამ კურსკის სადგურში ორივე დააპატიმრა. ჟორჟოლიანი გაასამართლეს და 10 წლით ჩასვეს ციხეში, ვატომ კი მილიციის ქვეგანყოფილებიდან მოახერხა გაქცევა და მიიმალა...
1965-1968 წლებში ვახტანგ ჟორდანია კვლავ საკავშირო ძებნილი იყო და ის ყველაზე საშიშ დამნაშავეთა ოცეულში შეიყვანეს. 1968 წლის 27 აგვისტოს კი ვატო მილიციამ დააპატიმრა. ის ლენინგრადში, კონსპირაციულ ბინაში აიყვანა სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა და ქალაქის მილიციის სამმართველოში წაიყვანა. ვახტანგ ჟორდანიასა და მის მეწყვილეს, ეროვნებით ბოშას, ვადიმ რომანოვს, დაპატიმრებამდე სულ რაღაც სამიოდე საათით ადრე, ნევის გამზირზე მდებარე საიუველირო სახელოსნო ჰქონდათ გაძარცული, საიდანაც ზუსტად მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. აყვანის დროს ვატოს ეძინა, რომანოვი კი გადამყიდველთან იყო წასული. ჟორდანიას ისე გაუკვირდა მილიციელების ვიზიტი, რომ საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.
– გიკვირს, ხომ, ჟორდანია, მილიცია რომ დაგადგა? – ჰკითხა გაოგნებულ ვატოს გენერალ-მაიორმა ვასილ ობროზცოვმა, რომელიც „მურის“ უფროსის მოადგილე იყო და საშიში ბოროტმოქმედის ასაყვანად პირადად მივიდა.
– საიდან მიპოვეთ? – ჩაეცინა ვატოს.
– რომანოვმა ჩაგიშვა. გადაგაგდო, ოქრო გაიტაცა და თავიდან მოგიშორა, – მიუგო ვატოს ობრაზცოვმა.
„გადაგდებული“ ვატო 10 წლით ჩასვეს ციხეში, რომანოვი კი ერთი თვის მერე დააპატიმრა „მურმა“, მაგრამ ის ციხეში ჩამოხრჩობილი იპოვეს...
P. S. ვატო მხოლოდ 6 წელი იჯდა ციხეში.  პატიმრობიდან რომ გათავსიუფლდა, კვლავ კრიმინალური საქმიანობა განაგრძო და კიდევ სამჯერ იქნა გასამართლებული.

скачать dle 11.3