კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კობა ბარათელის – „ჩაინიკას“ ანეკდოტები


– მაროო, მაროო!.. ჩემი ჯინსები რა უყავი?
– თედოს მივეცი, შენ ხომ მაინც არ მოგწონდა?
– დედაშენი რათ არ გაატანე, მაგაზე რა მზე და მთვარე ამამდის?
***
განცხადება: „უთო გადაგეწვათ? ონკანიდან წვეთავს? თაროა მისაჭედებელი? – ისარგებლეთ ჩვენი ახალი სერვისით: დეპუტატი გამოძახებით! მართალია, ვერაფერს გაგიკეთებთ, მაგრამ სამაგიეროდ დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი წესრიგშია.“
***
– ექიმო, ჩემს ცოლს ხმა ჩაეხლიჩა, ერთი კვირაა, ჩურჩულით ძლივს ლაპარაკობს და რა ვქნა?
– ათი ლიტრი ღვინო, სამი კილო სამწვადე, ჭყინტი ყველი და კაი მჟავე...
– ვითომ უშველის?
– უშველის კი არა, მაღარიჩი იკისრე, შე იღბლიანო!
***
 დაქალები საუბრობენ:
– გულახდილად მითხარი, მამაკაცში ყველზე მეტად რა მოგწონს?
– თავაზიანობა.
– კიდევ?
– ინტელექტი.
– კიდევ?
– სპორტული აღნაგობა.
– კიდევ?
– იუმორის გრძნობა.
– კიდევ?
– არ მომეშვები, სანამ მართლა გულახდილად არ გეტყვი?
***
ასაკში შესული მამაკაცი ღიმილით მიმართავს ახალგაზრდა გოგონას:
– გოგონა, რამდენი წლის ხარ?
– დაგიჭერენ ბიძია, დაგიჭერენ.
***
ცოლმა ქმარს ქალთან შეუსწრო და ატეხა ერთი ამბავი:
– შენ მოისპე, რა არის ეს? ვისში გამცვალე, ვისში? რას ჰგავს ეს უბედური?
– ოხ, შენი მოსაწონი ქალი ხომ ვერ ვიხმარე, მოკლედ.
***
ორი გურული შეხვდა ერთმანეთს:
– რაფერ ხარ, ძამა?
– ჯონჯოლივით!
– მაი რაფერ?
– რაფერ ძამა და, თუ ხარ სუფრაზე, კაია, თუ არადა, კაციშვილს არ ახსენდები.
***
ანკეტის გრაფაში: „ოჯახური მდგომარეობა“, მეგრელმა ჩაწერა – კანეშნა, ზემოდან!
***
ორი სვანი ზის ორსართულიან ავტობუსში. რომელიც ზემოთ ზის გაფითრებული ჩამოვა და მეორეს ეუბნება:
– ზემოთ არ დაჯდე, მძღოლი არ ზის!
***
– გილოცავ, მიხო, გავიგე, ცოლი მოგიყვანია.
– ვა, შენთანაც ისმოდა, კაცო?
***
სტომატოლოგთან პაციენტი მივიდა, რომელსაც კბილების უმეტესობაზე ოქრო ჰქონდა გადაკრული. გააღო პირი და სტომატოლოგი გადაირია:
– რა არის ეს, ქალბატონო? აქ სიგნალიზაციას თუ დავაყენებ, თორემ სხვა ჩემი საქმე არაფერია.

скачать dle 11.3