კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიყვარული ყველას უნდა“

„დავაქორწინეთ, მაშ!“

 საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 13 ნოემბრის შემდეგ, ანუ რუსული თვიმფრინავის თურქეთის მიერ ჩამოგდებამდე დადო პირობა, რომ ვაშინგტონში ობამას ეწვეოდა, მოსკოვში კი – პუტინს, რათა მათთან ერთად დაესახა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გზები. შეასრულა კიდეც დანაპირები – ვლ. პუტინს უკვე შეხვდა მოსკოვსა შინა და, როგორც გვარწმუნებს, ერთობლივი მოქმედების გეგმაც შეიმუშავა.
მანამდე კი საფრანგეთის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ურჩია ფრანსუა ოლანდს, უბიძგოს ევროკავშირს იქითკენ, რომ ამ უკანასკნელმა რფ-ს სანქციები მოუხსნას.
საფრანგეთის პარლამენტის „რესპუბლიკელთა“ ფრაქციის თავკაცმა თავიანთ მიერვე გაცემულ რჩევას „გონივრული პოზიციაც“ უწოდა. უფრო მანამდე კი, სახელდობორ, ოქტომბრის ბოლოს, ვლ. პუტინს ნიკოლა სარკოზი – საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ თავიჯდომარე ეწვია, პათოსით: „მსოფლიოს სჭირდება რუსეთი“.
ჰოდა, რაკი სჭირდება, რფ-ის საერთაშორისო იზოლაციის წინააღმდეგაც გაილაშქრა (ოღონდ მთლად ისეც არა, როგორც თავის დროზე ნაპოლეონმა – მოსკოვზე).
ჩვენ არ ვიცით, რატომ და როდის ჩაუვარდათ, ზოგადად, ფრანგებს და, განსაკუთრებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ გულში პრ. პუტინი, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რამდენი იარა ბ-ნმა სარკოზიმ 2008-ში მოსკოვსა და თბილისს შორის, არ არის გამორიცხული, ამასობაში შეჰყვარებოდა კიდეც?!  –
ჰოდა, „სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა“?!

скачать dle 11.3