კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მესამე ხმა“

 „მამინაცვლების“ დამფიცებლები

 რაკი მოვლენები ჩვენ თავსა და ჩვენს ოთხივე გვერდზე ვითარდება (რუსეთ-თურქეთის შეხლა-შემოხლა მაქვს მხედველობაში), ხოლო, მეორე მხრივ, ისევ იქ ვართ, სადაც სულ ვიყავით (იაპონია ეუბნება გერმანიას, რომ დამდგარხარ მოსკოვთან და ფეხს არ იცვლიო), ბუნებრივია, საქმეც ვიშოვეთ, სანახობასაც დავეწაფეთ და აზრთა ფრქვევის არეალიც მოგვეცა.
ხოლო, რაკი მოგვეცა, ზოგი თურქეთს უწუნებს პრინციპულობას (რაკი ერდოღანმა განაცხადა, არ ვიცოდით, თუ რუსული თვითმფრინავი იყო, თორემ არ ჩამოვაგდებდითო), ზოგიც – რუსეთს (თურქეთმა ჭკუა ასწავლაო).
მეტიც, იმაზეც კი ვდავობთ, ვის მხარეს უნდა ვიყოთ (პრინციპით: მავანს მამა დავიწყებოდა და მამინაცვალს იფიცებდაო), თან – არგუმენტებს ვიშველიებთ, მაშინ, როდესაც ლოგიკა მარტივია, სახელდობრ, „ორივე მტკვარში დაგვახრჩობინა“.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამასობაში ფეხი ჩრდილოეთ კორეის უგვირგვინო ხელმწიფემ კიმ ჩენ ინმაც გამოყო, პათოსით, გავანადგურებთ თურქეთს, თუ კიდევ ერთხელ გაბედავს და დაბომბავს სირიასო, კერძოდ, ატომურ იარაღს ვესვრითო,  თუ ბრმა რაკეტამ არ მოგვახუჭვინა თვალები, ნამდვილად არ მოვიწყენთ.  –

скачать dle 11.3