კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიტანა თავის ნომერში ეროტიკა, ექსტრემი და დიდი რისკი მარია ნიჟარაძემ და რის გამო იყო ის შოკში

„ნიჭიერში“ მარია ნიჟარაძის გამოსვლამ ვერავინ დატოვა გულგრილი. მისი ლამაზი და ექსტრემალური ნომერი მეორე დღესვე სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. ენერგიული, პოზიტიური მარია დღეს მსახიობობითაც არის დაკავებული. რამდენიმე სერიალში გადაიღეს და მალე „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდება.
მარია ნიჟარაძე: 21 წლის ვარ, ყოფილი ბალერინა. ახლა კინოს სფეროში ვმოღვაწეობ. ბათუმში დავიბადე და 5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა საბალეტო სკოლაში შემიყვანეს. იმდენად გამიტაცა ცეკვამ, ისე შემიყვარდა, რომ მივხვდი, მის გარეშე არ შემეძლო ცხოვრება. 15 წლის რომ გავხდი, დაიხურა საბალეტო სკოლა, სახლში მოვედი გაბრაზებული და მშობლებს ვუთხარი: ან ბალეტი, ან სხვა არაფერი. აღარც სკოლაში ვივლი, სწავლაც არ მინდა-მეთქი. ჩავიკეტე, ბარგი ჩავალაგე, გამოვედი ოთახში, სადაც ჩემი მშობლები ტელევიზორს უყურებდნენ და გამოვაცხადე: დედიკო და მამიკო, მე თბილისში წავედი-მეთქი. შოკში ჩავარდნენ, არ ელოდებოდნენ, თან ვბღაოდი, ვტიროდი. მერე მამიკომ დამსვა და მითხრა: დამშვიდდი, ნუ ხარ ისტერიკაში, რაღაცას მოვიფიქრებო. მეორე დღეს გამაღვიძა და მითხრა: მოდი, თბილისში მამიდასთან წავიდეთ, იქ იცხოვრეო. მოკლედ, ჩამოვედი თბილისში, ნახევარი დღე სასწავლებელს ვეძებდით. როგორც იქნა, მივაგენით. ნინო ანანიშვილიც ვნახეთ, შემამოწმა. მოვეწონე: ნამდვილი ბალერინა ხარო, ამიყვანა. მამა იმ დღესვე გავაცილე და მერე მივხვდი, რაც გავაკეთე:  მამაც, დედაც ბათუმში იქნებიან, საშინელი სევდა მომერია. ოთახში ჩავიკეტე, ტირილი დავიწყე. ერთი თვის განმავლობაში, დედა რომ მირეკავდა, ვეუბნებოდი: არ მცალია, რეპეტიციაზე ვარ-მეთქი. ისე ცუდად ვიყავი, არ მინდოდა, ჩემი ემოციები ეგრძნოთ. მერე, ისე გადავერთე ცეკვაზე, ისე ვიღლებოდი, ისეთი რთული გრაფიკი მქონდა, რომ ყველაფერი დამავიწყდა. ჩემს ნაჭუჭში ვიყავი, კარგად ვგრძნობდი თავს.
– გქონდა წარმატებები?
– თბილისში სწავლის პერიოდშიც მქონდა წარმატებები. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სამი წელი ვისწავლე.  ნინო ანანიაშვილმა დასში ამიყვანა. დიდი კონკურენციაა, წელიწადში ერთი ან ორი გოგო ხვდება დასში და მე გამიმართლა. ორი წელი ვიყავი დასში, ვმუშაობდი. მაგრამ, მერე იმედები გამიცრუვდა იმის გამო, რომ კლასიკური ბალეტი მაინც ჩარჩოებშია მოქცეული. მესამე კურსზე მსახიობის ოსტატობის პედაგოგი გვყავდა, რომელიც სხვადასხვა მასალას გვაჩვენებდა. ახალი ქორეოგრაფები გავიცანი, პინა ბაუშზე გადავირიე. მივხვდი მისი სტილი უფრო ჩემია, ვიდრე კლასიკა. მაგრამ, რადგან ჩემი ოცნება ბალეტი, დასში ცეკვა იყო, ამიტომ წავედი ნინო ანანიაშვილთან. ავისრულე ოცნება, მაგრამ დასში მუშაობის პერიოდი ძალიან იწელებოდა. სრული სიზუსტით უნდა გააკეთო ყველაფერი, ერთი მოძრაობა ბევრჯერ უნდა დაამუშაო, თითქოს რობოტად იქცევი. მე უფრო მეტი თავისუფლება მინდოდა, შინაგანი ემოციების გამოტანა. ვსწავლობდი, ახალ მოძრაობებს ვიგონებდი. ბოლოს დასიდან წამოვედი. თან, ბევრი გადაღება მქონდა და ვეღარ ვასწრებდი.
– რა გადაღებები გქონდა?
– სოფო ჭინჭარაულის მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღეს – საფესტივალო ფილმია, ლევან არაბულის პიესის მიხედვით. ისე მომეწონა გადაღებები – კარგად გავართვი თავი, დიდი სიამოვნება მომანიჭა. მაგრად ავიჭერი, მეც აღარ ვიცოდი, რა მინდოდა. საბოლოოდ, კინო ვარჩიე. როდესაც ნინო ანანიაშვილის დასში ვიყავი, კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრის“ სპექტაკლებს ვნახულობდი. მეც მინდოდა, ასე მეცეკვა. გადავედი მასთან, კახა ბაკურაძის კრეატივმა მომხიბლა. ნახევარი წელი ვიყავი, ვისწავლე რაღაცეები. კახაც არ მაძლევდა გაცდენის საშუალებას და ბოლოს ეს გახდა თეატრიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი. მანამდე ერთ თვეში ავითვისე ყველაფერი. განსაკუთრებით რთული ცალ ხელზე დაკიდება იყო. ბალერინას ძირითადი დატვირთვა ფეხებზე აქვს, ხელები კი სუსტია. ამიტომ, ვერ ვეკიდებოდი. პირველად რომ ამწიეს, შოკი დამემართა, შემეშინდა, ვიყვირე: ჩამომსვით-მეთქი. ჯერ მარჯვენა ხელზე მივეჩვიე, მერე მაძალებდა – მარცხენაზეც დაეკიდეო. ნახევარ წელიწადში შევედი ფორმაში, იქაურ ამპლუას მოვერგე, მაგრამ მერე წამოვედი. თუმცა, ძალიან მწყდება გული და დღესაც ხშირად ვარ „მოძრაობის თეატრის“ სტუმარი. ახლა ჩემთვის დამოუკიდებლად ვვარჯიშობ, ტრენაჟორებზე დავდივარ, ჩემს მეგობრებს დარბაზები აქვს და ყოველდღე 2-3 საათს ვვარჯიშობ. ძალიან მინდა, გერმანიაში წავიდე, ვისწავლო ქორეოგრაფიის განხრით, რომ მერე დავდგა ჩემი სპექტაკლები, იდეები განვახორციელო. მინდა, საქართველოში ამ სფეროში ჩემი კვალი დავტოვო.
–  სერიალებშიც ხარ გადაღებული?
– „მზარეულებშიც“ ვთამაშობდი, „ფსიქოპატთა თამაშებშიც.“ მალე „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვიქნები. ერთხელ უკვე გამოვჩნდი და მალე მექნება პატარ-პატარა ეპიზოდები. შეყვარებული გოგონა ვარ, რომელიც თავის შეყვარებულს სულ ალოდინებს.
– რატომ გადაწყვიტე „ნიჭიერში“ მონაწილეობა და როგორ შეარჩიე ეს ნომერი?
– სცენის მონატრების გამოც გადავწყვიტე ნიჭიერში მონაწილეობა. საკმაოდ ექსტრემალური ნომერი იყო, ორი კვირა ვამზადებდი. ეს არ არის ჩემი სტილი, უბრალოდ, იმიტომ ავარჩიე, რომ შოუსთვის მომგებიანი ყოფილიყო. ჩემთვის ეს გამოწვევა იყო – ექსტრემალური, ცოტა ეროტიკაც ჩავრთე, როგორც აღნიშნეს. სახალისო ნომერი იყო. გამოხმაურებაც ჰქონდა: რა გააკეთა ახლა ამან, იჭყუმპალავა წყალში, ეს იყო ცეკვააო – ბევრი კრიტიკაც მოჰყვა. დარბაზში ვვარჯიშობდი, ტილოებს ვაფენდი, რომ ლამინატი არ გაფუჭებულიყო. ამ ნომრის იდეა ასეთია: სცენაზე განვასახიერე გოგონა, რომელიც ებრძვის თავის შინაგან ვნებებს, მაგრამ ამ ვნებებმა დაიმონეს და ჩაძირეს. ამიტომაც იყო წყალში ჩავარდნა ასეთი უხეში. აქცენტი ამ შემთხვევაში ემოციაზე გავაკეთე. მინდოდა, კონტრასტი ყოფილიყო და არა უბრალოდ ლამაზი გოგონას ლამაზი ცეკვა.
– საკმაოდ რთული და სახიფათო  ნომერი იყო.
– რთული იყო. როცა ორ ფეხზე ვდგებოდი შიგნით, აუზში, ოდნავ არასწორად რომ დამედგა ფეხი, ისე სრიალებდა, შეიძლება წავქცეულიყავი. სპეციალური ჩუსტები უნდა შემეკერა, მაგრამ ვერ მოვასწარი. დიდი რისკი იყო და ამიტომაც ვთქვი: სარისკო ნომერია-მეთქი. რეპეტიციის დროსაც მაგრად ვიტკინე იდაყვი, მუხლი. ეფექტური კი არის, მაგრამ სულ დალურჯებული ვიყავი. ბევრმა თქვა: ნებისმიერი ბალერინა იცეკვებს ამასო. ბალერინები აკრობატულ ნომრებს საერთოდ არ აკეთებენ. მე თავზეც დავდექი – ეს იოგას ელემენტია, ბალეტი არ იყო ამაში, პატარ-პატარა მოძრაობები ჩავრთე, რომელიც ჩემთვისაც ახალია.
– მომავალშიც ასეთ სარისკო ნომერს მიმართავ?
– ბევრად უფრო სარისკო იქნება, ოღონდ სრიალა – არა. სიფრთხილეს გამოვიჩენ. კახა ბაკურაძის თეატრიდანაც რომ წამოვედი, ვიფიქრე: ცეკვას თავს დავანებებ-მეთქი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ცეკვას ვერ შევეშვები.
– რა ხდება შენს პირადში?
– პირადში არაფერი ხდება. არიან თაყვანისმცემლები, მაგრამ მე სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, არასერიოზული ურთიერთობები კი არ მხიბლავს. ამიტომ, არ მინდა, ვინმე გავაწვალო. შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. პირდაპირ ვეუბნები ადამიანს: მაპატიეთ, სერიოზული ურთიერთობა არ მინდა, ამიტომ არ გრძელდება ურთიერთობა.

скачать dle 11.3