კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულებს ახდენს 35 მირონმდინარე ხატი ვაზისუბანში და როგორ გახდა 45 წლის უშვილო ქალი დედა

ნანა კიბაბიძე: 10 წელია, მირონდენა დაიწყეს ხატებმა, ბოლო თვეებში კი მათი რიცხვი გაიზარდა. ამჟამად, როგორც დავთვალეთ, 35 მირონმდინარე ხატია. ხატები სისველისგან დამძიმებულია, ზოგს წვეთები ემჩნევა, სურნელიც აქვს. პროფესიით ინგლისური ენის მასწავლებელი გახლავართ და რამდენიმე წლის წინ, ვმუშაობდი კიდეც კერძო სკოლა „მომავალში.” სწორედ იქ, ჩემს საკლასო ოთახში გადმოუვიდა პირველად მირონი ბოდბის ივერიის ღვთისმშობელის ხატს. ის ქუჩაში ერთ-ერთი გაჭირვებული ქალისგან შევიძინე, რომელსაც სახლიდან ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი. მირონი გადმოვიდა გაკვეთილზე, რაც პირველად მოსწავლეებთან ერთად  შევნიშნე და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ყველაზე სასწაული რაც იყო – ხატი გამახსნევინეს და ხელსახოცით წმენდდნენ მირონს. გაწმენდის დროს უკანა ყდა კედლის კუთხეში დავაბრძანეთ, რომელიც რამდენიმე წუთში მთლიანად დაინამა მირონით და მასზე გამოისახა ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი. მამაოები მოვიდნენ და ხატი გალობით წააბრძანეს სამების საკათედრო ტაძარში. ეს სასწაული 4 ოქტომბერს მოხდა, 6-ში პატრიარქმა გამოაბრძანა გარეთ და ხალხს განუცხადა, რომ ეს იყო მირონით გამოსახული ღვთისმშობელი. პირველი ის აღნიშნა, რომ საიდანაც გადმოვიდა, იმ ხატზე ღვთისმშობელი ტირის, ახალგადმოსულში კი – თვალები უბრწყინავს და  ეს კარგის ნიშანია. ვის ოჯახშიც მიბრძანდება, ყველას გაახარებსო. ასევე  განაცხადა, რომ ეს ხატი, დრო მოვა და ხალხის მკურნალი იქნება. ხალხს არ ექნება შესაბამისი ფული და დაეხმარება მათ განკურნებაშიო. ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი გალობით ავაბრძანეთ მახათას მთაზე ბერების თხოვნით და დღემდე იქ ინახება. სახლში პირველად ხატს  მირონი წამოუვიდა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. იმ დროს ჩემს ოჯახში კარალეთიდან  დევნილები აფარებდნენ თავს. მათი სახლები გადაწვეს და დახმარება გვთხოვეს. მათგან ერთი იეღოველი აღმოჩნდა,  ერთმა კი განაცხადა, რომ ღმერთის არ სჯეროდა. თუ ღმერთი არსებობს, ამ ხატებს წამოუვიდეს მირონიო, თქვა. იმ დროს იეღოველი უყურებდა ხატებს და სულ პატარა ხატს, „ცხრა ყრმა კოლოელთას” დაეწყო მირონდენა, შემდეგ კი სხვა ხატებსაც გადმოუვიდათ მირონი. წმინდა მატრონას ხატს წამოუვიდა მირონი მრავლად და ვის ოჯახშიც შეაბრძანეს, ყველგან სასწაული მოახდინა. განსაკუთრებით შეეწია უშვილო დედებს. 2 თვეა,  ხელთუქმნელ, პირსახოცზე გამოსახულ მაცხოვრის ხატს შუბლზე გაუჩნდა ჯვარი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სველია მირონით, არ იშლება შენ ხარ ვენახის ხატს მირონის დენა, პირველად დაეწყო 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე. თავიდან ინამებოდა, მერე უკვე სახეზე, ხელებზე, მარჯვენა ხელის მტევანზე შეიმჩნეოდა მირონი. უფლის ხატი მაქვს, რომელიც მთლიანად სველდება და იცვლის ფერს. ვარდისფერ მოსასხამზე გაუჩნდა მირონის წინწკლები. უშვილოთა შემწე ღვთისმშობელს სდის ასევე, მირონი, რომელიც სასწაულებს ახდენს უშვილო დედებზე. „საქართველოს დიდებას” სდის მირონი, რომელსაც უკან გამოესახა ხატი, რომელიც მიამსგავსეს ანჩისხატს – ახსნეს, რომ  რადგან ეს ასაქართველოს დიდების ხატია, კარგის ნიშანია, მადლი გადმოვა ქვეყანაზეო. აღდგომის ხატი ყველაზე მეტად სველდება შიგნიდან. წმინდა ნიკოლოზს და კიდევ პატარა ხატებს, სდით მირონი, რომლებიც მირონ-ლუკიაში 7 წლის წინ შევიძინე წმინდა ნიკოლოზის საფლავზე და იქიდან ჩამოვაბრძანე. 2 ნოემბერს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს, როცა ჩემს მეგობარ, ანი გლოველთან ერთად ვლოცულობდი, მამა გაბრიელის ხატმა დაიწყო მირონდენა. ძალიან მალე მირონი წმინდა მატრონას და წმინდა ნიკოლოზის ხატებს შეემჩნეოდათ. 4 ნოემბერს კი ყაზანის ღვთისმშობლის ხსენების დღეს, მირონი სხვა ხატებზე გადავიდა.
– რასთან აკავშირებთ ამ მოვლენას, რაიმე განსაცდელი ხომ არ გქონიათ?
– განსაცდელის გარეშე არ არსებობს ადამიანის ცხოვრება. მეც მქონდა დაბრკოლებები, გაჭირვების მომენტები, მაგრამ უფალს არასდროს დავუტოვებივარ მარტო, ყოველთვის ვგრძნობდი მის ხელს. მეუღლესა და 3 წლის შვილთან  ერთად ვცხოვრობ ქირით. ბედნიერი ვარ იმით, რაც გამაჩნია. მთელ დროს პატარა რეზიკოს ვუთმობ, რომელსაც დაბადებიდან ბევრი განსაცდელის გადალახვა მოუხდა. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, რეზიკოს ტყუპისცალია, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ორივენი – მარიამ და რევაზ აბუთიძეები დაიბადნენ ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე, დღენაკლულები გაჩნდნენ. მარიამმა 10 დღე იცოცხლა და სალომე უჯარმელის ხსენების დღესასწაულზე გარდაიცვალა, უჯარმაშია დასვენებული, პაპის გულზე. მამაჩემი იქ არის დაკრძალული. მამაოებმაც მინიშნება მოგვცეს, პატარა, რომელიც 40 დღემდე გარდაიცვალა, ანგელოზად მოიხსენიება და პაპის გულზე იყოს დასვენებულიო. შემდეგ რეზიკოს გაუკეთდა ოპერაცია, რამდენიმე თვე ინკუბატორში იყო და როცა განვლილ დროს ვიხსენებ, უფალს მადლობას ვუხდი, რადგან მართლა სასწაულებრივად გადამირჩინა შვილი. თავიდან, როცა ბოდბის ღვთისმშობელი გამოისახა მირონით, აღნიშნეს, რომ ხატი დაჩეხილია, ნატანჯი სახით. მამაოებმა გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა, რაღაც უარყოფითი მომხდარიყო – შეიძლება, ისეთი სიმწარე მიიღო ვერც კი გაუძლო და უზომოდ დიდი ტკივილის გადატანა მოგიხდესო. სიმართლე გითხრათ, არ შემშინებია, მე მწამს უფლის საკვირველმოქმედების და ვიცი, რომ მოსახდენი აუცილებლად მოხდება. რაც მირონდენა დაიწყო ასევე, სხვა სასწაულებიც მოხდა, რასაც ვუკავშირებ უფლის დახმარებას. ამით ის ნუგეშს მცემს და მაძლიერებს, რათა წინააღმდეგობები გადავლახო და გავუძლო ტკივილს, რომელიც მოუშუშებელია. უფრო გავძლიერდი, პრობლემებთან შებრძოლების უნარი გამიჩნდა, თითქოს შიშის გრძნობა მთლიანად დავკარგე. უფლის ამ ხილული სასწაულით თოთქოს ახალი ეტაპი დაიწყო ცხოვრებაში – მშვიდი და ლამაზი, პატარა რეზიკოსთან ერთად, მაგრამ მტკივნეულიც – მარიამის გარეშე. მამაოებმა ამიხსნეს, რომ ის მე კი არა, უფალს ეკუთვნოდა – ანგელოზად არის და რეზიკოს მფარველობს.
– მირონდენის გარდა, სხვა სასწაულები ახსენეთ. კიდევ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?
სხვადასხვა სასწაული... ბავშობიდან ეკლესიურად ვცხოვრობდი. ჩემი წარმოსახვით ვქმნი ახალ ხატებს, რომლებიც აქამდე არ არსებობდა და კურთხევა მაქვს. ლოცვებსაც ვწერ ლექსად. ოჯახში ამ ყველაფერს დადებითად იღებენ. ახლა მითხრეს, რომ ჩემი შემოქმედება შეიძლება, საგალობლებში გამოიყენონ. 2005 წელს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, სვეტიცხოველში ვიყავი, სადაც კვართია დასვენებული, იქ, კანდელთან სანთლებს ვანთებდი და როცა სურათებს მიღებდნენ, ფოტოებზე იესო გამოისახა. მაშინ ჩემ გვერდით იყო მამა დავით ჯიშკარიანი, რომელმაც თავად იხილა ყოველივე. გავრცელდა ის ხატები – დაგვაბეჭდინეს და ტაძრებში წააბრძანეს, ძალიან დიდი მადლიაო. 4 ფოტო გადავიღეთ და ყველგან სხვადასხვანაირად გამოისახა იესო. სვეტიცხოვლის დღესასწაულზე შევწირე დიდი ზომის ჯვარცმა და ითქვა, ეს საოცრება მადლობის ნიშანი იყოო. 2007 წელს სექტემბერში უჯარმიდან ჩამოვაბრძანე ჩემი ხელით გაკეთებული ჯვარი და ჩემს ხატებთან მოვათავსე. ჯვარი იყო გამხმარი ვაზის ტოტებისგან დამზადებული. 27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე განედლდა და გამოისხა 7 ყლორტი. შემდეგ ეს მამაოებს ვაჩვენეთ და წავაბრძანეთ საპატრიარქოში. მამა თეოდორე გიგნაძის თქმით,  ეს იყო სასწაული, რომელიც დიდი მადლით გადმოვიდოდა ჩემს ოჯახზე. შემდეგ დავაბრძანეთ ანჩისხატის ტაძარში, ალბათ, ესეც უფლის ნება იყო. ბავშვობიდან ვნახულობდი სიზმრებს და  ხილვებს. თუ რამე მჭირდებოდა – რჩევა-დარიგება, ყოველთვის მქონდა ხილვა: მოდიოდნენ წმინდანები და მესაუბრებოდნენ. მამაოები ამბობენ, სიზმრები არ არსებობსო, მაგრამ ერთ-ერთმა ამიხსნა, რომ სიზმარი სამი სახისაა: ერთი, რომელიც გავნებს, ანუ როგორც ეშმაკისეული, მეორე – უაზრო და მესამე, როცა წმინდანებს ნახავ, მაგას ხილვა ჰქვიაო. მე ძირითადად წმინდანებს ვნახულობ. ჩვეულებრივი სახით ვხედავ მათ და რა უნდა შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში, წინასწარ მაძლევენ რჩევებს.
– სასულიერო პირები თუ მოდიან მოსალოცად და რას ამბობენ უფლის ხილულ სასწაულზე?
– სკოლაში მოდიოდნენ ბერები, დედაოები, მამაოები...  ჩვენთან პარაკლისებს ატარებენ. ბოდბიდან იყვნენ დედაოები ჩამოსულები, როდესაც მახათას მთაზე მივაბრძანებდით ბოდბის ივერიის ღვთისმშობელის ხატს და მათ თქვეს, რომ 1997 წელს, ერთ-ერთ დედაოს უწინასწარმეტყველებია, რომ საკლასო ოთახში უნდა გამოსახულიყო მირონით ღვთისმშობელი და ეს უნდა ყოფილიყო მეორედ მოსვლასთან ახლოს. ყველაზე საოცარი, რაც თქვეს: ამ სასწაულის მოხდენას ივერიის ტაძრის აშენება დაემთხვევაო... მართლაც აშენდა მახათას მთაზე. 
ჯერ კიდევ 2007 წლის 20 ოქტომბერს, სკოლაში, სადაც ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი გამოისახა, მოსწავლემ გადაუღო სურათი და დაბეჭდილს ყველას ვაძლევდით. სასწაულები მოახდინა ამ ხატმა. 40 დღის კომაში მყოფებიც კი მდგომარეობიდან გამოვიდნენ. ჩვენ მათ ვუგზავნიდით კანდელიდან გადმოღებულ ზეთს, ხატებსა და ნაკურთხ წყალს. 2007 წლიდან დღემდე, უშვილო ქალბატონები, რომლებიც ლოცულობდნენ, ყველა გახდა დედა. ღვთისმშობლის ხატი და ნაკურთხი წყალი მიჰქონდათ. ერთი სასწაული ის იყო, რომ 45 წლის ქალბატონი, რომელიც 18 წლის გათხოვდა და არასოდეს ყოფილა ფეხმძიმედ, დედა გახდა. უფლის ხატი ახლახან ჩამოვხსენით, სხვა ოთახში გვქონდა. 2-3 დღის წინ იყო ქალბატონი, რომელმაც მოიყვანა შვილი – 35 წლის უსინათლო ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სიარული უჭირდა, მანქანით მოიყვანეს. ამ ხატმა კი, რომელიც 10-15 წლის წინ მაჩუქა ახლობელმა და იერუსალიმიდან არის ჩამობრძანებული; ჩარჩოში მე ჩავსვი და ფონი მთლიანად შავი ჰქონდა, მათ მოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, დაიწყო ფერის შეცვლა. თანდათან განათდა და გაყვითლდა... და კიდევ, რაც აღნიშნეს თავად მომლოცველებმაც და სასულიერო პირებმა, გვერდით გამოესახა პატარა ნიკოლოზი. სკოლაში რომ გადმოვიდა მირონი ძალიან ბევრი მოდიოდა და საჩუქრად ყველას სანთლებსა და დაბეჭდილ ხატებს ვატანდი. დღესაც ბევრი რეკავს, მითანხმდებიან და მოდიან. უმეტესად, ვინც კი ვნახე, არიან ორსულები. ასევე, ხნიერ ქალბატონებს მოჰყავთ შვილები და შვილიშვილები. ყველაზე კარგი რაც არის, ისინი მოდიან დიდი რწმენით. კურთხევა არის, რომ ყველას მირონს არ ვაცხებთ, თუ უკიდურესად არ სჭირდებათ. მომლოცველები მოდიან და ემთხვევიან მირონმდინარე ხატებს. მირონს არ ვატანთ, რადგან ხატები ინამება და როცა ჯამებს ვუდგამთ, მერე თითქოს ისევ ნელნელა შეიწოვება მირონი. უფალი, შეძლებისდაგვარად, მოუვლენს ადამიანს სასწაულს. მხოლოდ შინაგანი ტანჯვითა და წამებით მოვიპოვებთ  უფლის რწმენასა და სიყვარულს. ღირსი მამა გაბრიელი იტყოდა ხოლმე: „სიკეთე სამოთხის კართან მიგვიყვანს, სიმდაბლე კარში შეგვიყვანს, ხოლო სიყვარული უფალს დაგვანხვებს”.

скачать dle 11.3