კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოიხმაროთ მარილი, რომ ის საფრთხედ არ იქცეს და რა სახის ჩიყვია გავრცელებული ჩვენთან ყველაზე მეტად

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად იმატა ჩიყვით დაავადებულთა რიცხვმა. იოდის ნაკლებობა, სტრესული გარემო, ზოჯგერ გენეტიკა – მიზეზების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მედიცინა ჩიყვის მკურნალობის წარმატებულ  მეთოდებს გვთავაზობს, ადამიანებს ამ მხრივ  მაინც ბევრი კითხვა აქვთ.  როდის მივიდეთ ექიმთან, როგორ მივხვდეთ, რომ ჩიყვის დაავადების რისკ-ჯგუფში ვართ, ამ შეკითხვებით    რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის, „უნივერსის” ექიმ-ენდოკრინოლოგს, თინათინ  ძნელაძეს გავესაუბრეთ. 

 თინათინ ძნელაძე:   საქართველო იოდდეფიციტის ენდემურ კერას წარმოადგენს. ადრე   მიაჩნდათ, რომ  ეს პრობლემა მხოლოდ მთაგორიანი და მდინარისპირა ადგილებისთვის იყო დამახასიათებელი. სამწუხაროდ,  გეოგრაფიული  არეალი საქართველოში და მთელ მსოფლიოშიც, ბევრად უფრო ფართოა.  მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ მხრივ ტრადიციულად  გამორჩეული რეგიონები იყო: სვანეთი, რაჭა, ქართლის რეგიონი. ბოლო წლებში რადიაქტიურობის დონის მატებას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გავრცელების არეალის და დაავადებულთა რაოდენობის გაზრდაც მოჰყვა.
– როგორია  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ძირითადი სიმპტომები?
– სხვადასახვა გენეზის ჩიყვის შემთხვევებში სიმპტომატიკა განსხვავებულია. ჰიპოთირეოზის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის  დაქვეითების  დროს,  ადამიანი დეპრესიულ მდგომარეობაშია, კარგავს შრომისუნარიანობას, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. ამ სახის ჩიყვს ახასიათებს ფრჩხილების სტრუქტურის შეცვლა, თმის ხარისხის გაუარესება, კანის სიმშრალე, მოთენთილობა, ყაბზობა. მაშინ კი, როცა დაავადება მიდის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებით, ადამიანებს აწუხებთ ფაღარათი. აღგზნებადობა, ძილის მოშლა, წონაში დაკლება,  შესაძლოა  იყოს გამოხატული ვიზუალური ნიშნები – გამომეტყველების შეცვლა, შეშფოთებული იერი, თვალის გუგის გაფართოება, ეგზოფთალმი. ქალებში ძალიან ხშირია  მენსტრუალური ციკლის მოშლა. არსებობს  ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემებიც. ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას მოჰყვება გულსისხლძართვა დაავადებები, ასევე უშვილობის პრობლემა, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში. ჩვენს კლინიკაში ასეთი პრობლემით არაერთი წყვილი მოდის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია აქტიურად მოქმედებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებაზე. შესაბამისად, მისი ფუნქციის შეცვლა იწვევს სხვადასხვა დარღვევას. მამაკაცებში ეს შეიძლება, იყოს დაკავშირებული სპერმატოზოიდების წარმოშობის დარღვევასთან, მათი რაოდენობის და მოძრაობის უნარის შემცირებასთან. როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ხდება სექსობრივი ლტოლვის დაქვეითებაც.    
– როგორია ამ დაავადებაში ქალების და მამაკაცების „ხვედრითი წილი”?
–   სტატისტიკური მონაცემებით, ქალები ოთხჯერ მეტად ავადობენ ამ დაავადებით, ვიდრე მამაკაცები. თუმცა, ბოლო წლებში ჩიყვით დაავადებულ მამაკაცთა რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა. ქალებში ავადობის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ პროცესებთან. მოგეხსენებათ, ქალს გარდატეხის რამდენიმე ფიზიოლოგიური პერიოდი აქვს. ამ დროს ქალში თავს იჩენს ბევრი ის დაავადება, რაც მანამდე არ აწუხებდათ. მამაკაცებს ფიზიოლოგიური გარდატეხის პერიოდები ნაკლებად აქვთ გამოხატული. თუმცა, ეს მაჩვენებლი, ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ მამაკაცები, ქალებისგან განსხვავებით, ექიმთან ვიზიტით განსაკუთრებულად არ გამოირჩევიან.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ძალიან გაიზარდა ჩიყვის დაავადებები ბავშვებსა და ორსულებში. ამიტომ, ექიმები მუდმივად ვიძლევით რეკომენდაციას, რომ  პროფილაქტიკური ღონისძიებები,  იოდის პრეპარატით პროფილაქტიკა ბავშვებთან და ორსულებთან აუცილებლად ჩატარდეს. ბავშვებს, რომლებიც მუცლადყოფნის დროს განიცდიან იოდის დეფიციტს,  დაბადებიდან   ემჩნევათ, რომ ჩამორჩებიან განვითარებაში,  გვიან უვითარდებათ  რეფლექსები, ცოტა არაადეკვატურები არიან, გვიან სწავლობენ   სიარულს, მეტყველებას. როცა ბავშვი მოთენთილია, ნაკლებად ერთობა თავის ტოლებში, აქვს მეხსიერების პრობლემები, ჩამორჩება სიმაღლეში, ის აუცილებლად უნდა გაასინჯოთ სპეციალისტს.   ასეთი ბავშვები ადრე უფრო შესამჩნევი იყო, თუმცა  მას შემდეგ, რაც ორსულებში აქტიურად დაიწყო  გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, პრობლემაც შემცირდა. უფრო მეტიც,  ნებისმიერ სამშობიარო სახლში, მათ შორის ჩვენს ბაზაზე არსებულ სამშობიარო  კლინიკა  „ემბრიოში”, სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის გამოკვლევას TSH ჰორმონზე, ასე რომ,  არცერთი ახალდაბადებული ბავშვი არ ტოვებს კლინიკას ამ ჰორმონის გამოკვლევის  გარეშე.
–  როგორ მკურნალობენ დღეს დაავადებას? ადრე ბევრი ხალხური მეთოდი იყო გამოყენებული, რაც საბოლოოდ, თანამედოვე მედიცინამ ჩაანაცვლა.
– რა თქმა უნდა, ჩაანაცვლა. ბებიებისგან ყველას გაგვიგონია, როგორ მკურნალობდნენ ძველად ჩიყვს ხალხური მეთოდებით. კაკლის უღლისგან აყენებდნენ სპირტხსნარს, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა. იოდის წვეთების რძეში ან წყალში ჩაწვეთება, რომლისგანაც მიიღებოდა ხსნარი, ორგანიზმისთვის საშიში იყო. თანამედროვე მედიცინა იძლევა იმის საშუალებას,  ამ პრობლემასთან გამკლავება ძალიან ეფექტურად მოხდეს. როდესაც ჩიყვი არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, ასეთ შემთხვევებში, უკვე ხდება  ქირურგიული ჩარევა.
– როდის ხდება ჩიყვი სიცოცხლისთვის საშიში?
– შეიძლება სახიფათო აღმოჩნეს კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევები, როცა კვანძი გადაგვარებულია. დაგვიანების შემთხვევაში კი, ფატალური შედეგითაც შეიძლება, დასრულდეს. სიტუაცია სახიფათოა  ასევე მაშინ, როცა საქმე გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის გიგანტურ ზომებთან. ფარისებრი ჯირკვალი აწვება ტრაქეას, სასუნთქ ორგანოს, რაც იწვევს ჰაერის უკმარისობას, მოხრჩობის შეგრძნებას, ასეთ შემთხვევებში პაციენტი სასწრაფოდ საოპერაციოა.
– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორ ავირიდოთ თავიდან ჩიყვი?
–. ყველას ვურჩევ, იოდიზებული მარილის გამოყენებას, რაც დღეს  ყველასთვის ხელმისაწვდომია. აუცილებელია, იოდიზებული მარილის მოხმარების წესის დაცვა – იოდიზებული მარილი უნდა შეინახოს მინის ან პლასტმასის ქილაში, თავდახურული, სიბნელეში. იოდიზებული მარილი არ უნდა გამოვიყენოთ სადილში  დუღილის  დროს იოდის ნორმირებული დოზა – დღეში დაახლოებით 20 გრამია, რაც 3-4 ჩაის კოვზის ტოლია. ბევრისთვის ამდენი მარილის მიღება არ შეიძლება. შესაბამისად,  არსებობს იოდის შემცველი პრეპარატები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მოზრდილებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვების რაციონი – კვირაში ოთხჯერ მაინც უნდა მივიღოთ ზღვისა და ოკეანის პროდუქტი, 200-200 გრამის ოდენობით. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ასეთი რაციონი ხელმისაწვდომი არაა, შესაბამისად,  სპეციალისტები მათ ვურჩევთ, იოდის შემცველი პრეპარატების მიღებას. არსებობს  მოსაზრება ჩიყვის პროფილატიკაში ბოსტნეულის დადებით როლზე,  რომელსაც ბევრი ექიმი არ იზიარებს. ბოსტნეული, რომელიც მოდის ენდემურ ზონაში, ანუ ნიადაგში, რომელიც არ შეიცავს  იოდს, იქ მოყვანილ ბოსტნეულს თუ ხილს, რა თქმა უნდა,  არ ექნება იოდის საკმარისი  შემცველობა. შესაბამისად,   ჩვენს ორგანიზმს ასეთი ბოსტნეულის იმედზე ვერ დავტოვებთ.

скачать dle 11.3