კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„საჭიროა, გვქონდეს უდიდესი სიფხიზლე, რადგან ჩვენს მტერს (ეშმაკს) არ სძინავს“
წმიდა იოანე მმარხველი
ღირსი ორი (ეგვიპტის) მრავალ სავანეთა მოძღვარი იყო. მას ბოროტ ძალებზე მიეცა ხელმწიფება. მრავალი კურნება აღასრულა ღირსმა ორმა თავისი ხორციელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ, მრავალი მამა მიილტვოდა მისკენ. მათ შორის, ჩვენც ვიყავით, – აღნიშნავს პრესვიტერი რუფინუსი.
პირველი შეხვედრისას ღირსი მამა სიხარულით მოგვესალმა, ლოცვა აღავლინა, შემდეგ ფეხები დაგვბანა და წმინდა წერილიდან რწმენის განსამტკიცებელი ადგილები ამოგვიკითხა. მას უფლისგან მასწავლებლობის ნიჭი ჰქონდა ბოძებული. წმინდა წერილიდან მრავალი ტექსტი განგვიმარტა, შემდეგ კი კვლავ ლოცვას შეუდგა. მას ჩვეულებად ჰქონდა ტრაპეზამდე უფლისადმი ლოცვის აღვლენა. ლოცვის შემდეგ მან მადლობა შესწირა უფალს და სუფრასთან მიგვიწვია. თავად სულიერ ღვაწლზე საუბარი არ შეუწყეტია. მან გვიამბო კაცზე, რომელსაც უდაბნოში იცნობდა და რომელსაც სამი წელი მიწიერი საზრდო არ მიუღია. ყოველ მესამე დღეს მისთვის უფლის ანგელოზს მიჰქონდა ზეციური საზრდო, რომელიც შიმშილსა და წყურვილს უკლავდა.
მანვე მოგვითხრო ადამიანზე, რომელსაც ბოროტი სულები ზეციური მხედრობის სახით, ანგელოზთა სამოსში, ცეცხლოვანი ეტლებითა და მრავალი იარაღით გამოეცხადნენ, თითქოს ვინმე მბრძანებელთან საომრად მიდიოდნენ. მხედრობის მეუფემ უთხრა იმ კაცს: „შენ უკვე ყოველი აღასრულე... მხოლოდ ისღა დაგრჩენია, თაყვანი მცე და მე აღგიტაცებ შენ ელიას მსგავსად.” ბერი საგონებელში ჩავარდა: – „რას ნიშნავს ეს? მე ყოველდღიურად თაყვანსა ვცემ ჩემს მაცხოვარს და მეუფეს. ეს რომ ის იყოს, ნუთუ იმის გაკეთებას მომთხოვდა, რაც მისთვის კარგადაა ცნობილი და რასაც განუწყვეტლივ ვაკეთებ?!” და მაშინვე მიუგო: „მე მყავს მეუფე, ვისაც დაუღალავად ვემსახურები, ხოლო შენ ჩემი მეუფე არა ხარ!” – ამ სიტყვების შემდეგ მასთან მტერი არასდროს მისულა.
ღირსი ორი ამ ამბებს ისე მოგვითხრობდა, თითქოს ეს სხვა ადამიანს შეემთხვა, მაგრამ ამის შემსწრე მეუდაბნოე მამებისგან ცნობილი გახდა, რომ ყოველივე ეს თავად მას გადახდა.

სიზმრების დაჯერება დამღუპველია
ერთ სავანეში ცხოვრობდა ყოველგვარი სათნოებით შემკული ბერი, რომელსაც ძმები პატივს მიაგებდნენ. სამწუხაროდ, ის ყოველთვის უჯერებდა სიზმრებს.
მაცდური სული მუდამ ხარობს, როდესაც აღმოაჩენს ადამიანის სუსტ მხარეებს, რომლითაც მასზე გამარჯვება შეუძლია. ამიტომ ბოროტი სული მთელი თავისი ჯოჯოხეთური ძალებით შეიარაღდა ბერის წინააღმდეგ.
ყოველ ღამით, როდესაც ბერი ლოცვის დასრულების შემდეგ ჩაიძინებდა, კაცთა მოდგმის მტერი მას სიზმრებს ჰგვრიდა. თავდაპირველად უვნებელს, რათა უფრო მეტად ეცდუნებინა საბრალო. და როგორც არ უნდა განემარტა ჩვენება, ყოველი სიზმარი ცხადდებოდა. ბოლოს, როდესაც მზაკვარმა სულმა დაინახა, რომ გზააბნეული ბერი ყველაფერს იჯერებდა, ერთ ავადსახსენებელ ღამეს მომავალი ცხოვრება წარმოუდგინა. წარმოუსახა, რომ მოციქულები, მოწამეები, ღირსი მამები და ქრისტიანები წყვდიადში ისხდნენ და სასოწარკვეთილებისგან იტანჯებოდნენ. მეორე მხარეს კი, წინასწარმეტყველებთან და ძველ პატრიარქებთან ერთად, ხარობდა ებრაელი ერი. მამა ღმერთი კი თავისი ბეჭდით მათზე მიუთითებდა და ამბობდა: „აი, ჩემი შვილები“.
ბერს საშინელებისგან გამოეღვიძა და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, პალესტინაში, იუდეველთა საცხოვრებელში წავიდა. იქ მან წინადაიცვითა და ქრისტეს მკვლელების მოშურნე დამცველი გახდა. მაგრამ ღმერთი რამდენადაც დიდხანს ითმენს, იმდენადვე მართლმსაჯულია: სამი წლის შემდეგ მას ისეთი მძიმე სნეულება შეჰყარა, რომ ძვლებიც კი დაულპა და განდგომილმა საშინელ ტანჯვაში დალია სული.
ვინც ბრმად უჯერებს სიზმრებს, ის არანაკლებ სცოდავს, ვიდრე კარტზე მკითხაობით შესცოდავდა. უმჯობესია, ზეციურ ჩანაფიქრს მიენდო და არ დაუჯერო იმას, რაც ხშირად გზააბნეული წარმოსახვის ნაყოფია.

скачать dle 11.3