კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ადამიანის შესაბამის თვისებებს კონკრეტული ფერი და რა საფრთხეს გვიქმნის ბედისწერის მხრივ არასწორად შერჩეული ჩაცმის სტილი

თითოეული ადამიანის ცხოვრება მის ბედისწერაზეა დამოკიდებული, თუმცა ამის ბევრს სჯერა და ბევრს – არა. რა არის ბედისწერა და კარმა, არსებობს თუ არა ეს სინამდვილეში, ამის შესახებ გვესაუბრება ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი ბატონი დავითი, რომლის აზრითაც, ტანჯვაც ბედისწერითია; ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ბედისთვის, თუ რას და როგორ იცვამს, რადგან სწორედ ტანსაცმელია ჩვენს აურასთან ყველაზე ახლოს.

 დავითი: ცხოვრების განმავლობაში ათასგვარ დანაშაულს ჩავდივართ და ამით, კიდევ უფრო მეტ სატანჯველს ვიმზადებთ სამომავლოდ. ზოგადად, სამყაროს გააჩნია განვითარების კანონები, რომლებიც სამართლიანობაზეა აგებული. და, ამ კანონების საფუძველზე, ვინც რა ძალით იმოქმედებს სიცოცხლის ანუ სამყაროს განვითარების წინააღმდეგ, იმავე ძალით დაისჯება. ასეთია ბედისწერის ძირითადი არსიც.
– ეზოთერიკოსები ამბობენ, ბედისწერაზე საუბრისას, არ შეიძლება‚ გვერდი ავუაროთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა აურა და კარმა. რა კავშირია მათ შორის?
– ადამიანის  თითოეული თვისება თავისი შინაარსის შესაბამის ფერს ასხივებს, ყველა თვისების მიერ გამოსხივებულ ერთობლიობას კი აურა ეწოდება. მაგალითად, იმ ადამიანის აურა, რომელიც ბოროტია და ცდილობს, ცუდი აკეთოს და ზიანი მიაყენოს სხვებს თუნდაც აზრის დონეზე, რუხი ან ნაცრისფერია, ხოლო, იმ ადამიანის აურა, ვინც ცდილობს, სიკეთე აკეთოს, ცისარტყელის ფერებად კაშკაშებს. ზოგადად, აურა ადამიანის სულის ერთგვარი სახეა სამყაროში, რადგან მასში აბსოლუტურად ყველაფერი იკითხება პიროვნების შეგნების, ბუნებისა და ბედისწერის შესახებ. ადამიანის მიერ ჩადენილი ყოველი ცოდვა და მადლი აურაში შესაბამისი ფერის ლაქად ფიქსირდება. ამ ლაქის სიმსუბუქე და სიკაშკაშე ზუსტად შეესაბამება ჩადენილი ცოდვისა თუ მადლის შინაარსს. სამწუხაროდ‚ თითოეული ჩვენგანის აურა საკმაოდ დალაქავებულია და ამის მიზეზია ანგარება, შური, სიხარბე, მოუთმენლობა და მრავალი სხვა, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით ცხოვრებაში. კარმა არის იგივე ბედისწერა, რომელსაც ადამიანები თავადაც ვქმნით, ანუ, სიკეთის გაკეთებით ვიზიდავთ სიკეთეს, ხოლო ბოროტების გაკეთებით – ბოროტებას, ამით კი მთლიანად განისაზღვრება ბედისწერის არსი.
–  ადამიანთა უმეტესობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩაცმას. ტანსაცმელი ყველაზე ახლოს არის ადამიანის სხეულთან და, შესაბამისად, მის აურასთან. რეალურად თუ აქვს ტანსაცმელს თვისება, გაიზიაროს თავისი კონკრეტული მფლობელის ბედი და შეინახოს მისი ცხოვრების დეტალები?
– გეტყვით, რომ, შესაძლოა, ტანსაცმელმა თქვენს ბედზე იქონიოს გარკვეული ზემოქმედება და, თუ ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით, ადვილად დაძლევთ პრობლემებსა და წინაღობებს და თამამად გადადგამთ ცხოვრებაში ნაბიჯებს. ასევე, ბევრისგან მსმენია, ბედი არ მაქვს, რას გავჩნდი ამქვეყნად, მერჩივნა, მუცელშივე გავწყალებოდი დედაჩემსო. მათ გასაგონად ვამბობ, რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლება, ამით საკუთარ თავსაც თვალავენ და წარმატებებისკენ მიმავალ გზასაც იხერგავენ. ამას ჯობია, იმოქმედოთ, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც უკან ცუდად დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ. წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს, არსებობენ ინფორმაციის უარმყოფელი ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმას, რაც სწორედ მათ ბედზე, გნებავთ კარმაზე და აურაზე აგებს პასუხს და მათ უიღბლობას განაპირობებს. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და იღბლიანი. ნურასდროს იტყვით საკუთარ კეთილდღეობაზე უარს და ნურც იმაზე დაიწუწუნებთ, რომ თქვენს დაბადებას იღბალი არ დაჰყვა.
რაც შეეხება ჩაცმას, დიახ, ტანსაცმლის ტარება, სტილი ბედთან და იღბალთან ნამდვილად არის კავშირში. დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში ტანსაცმელს და თუ როგორ იცვამს ის – ვგულისხმობ სწორად ჩაცმას და გონივრულად მიდგომას საკუთარი გარეგნობის მიმართ. უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ, სამოსი, რომელსაც თუნდაც სულ ცოტა ხანს ატარებდა სხვა ადამიანი, იმ კონკრეტული პიროვნების ბედთან დაკავშირებულ ინფორმაციას ითვისებს. მისი ჩაცმით კი, შესაძლოა, ის ბედი ჩვენც გავიზიაროთ.
– ანუ, გამოდის, რომ ნათხოვარი ტანსაცმლის ტარების დროს სხვისი ბედი საკუთარ ინფორმაციულ ველში გადაგვაქვს?
– სწორედ ასეა. ალბათ, გსმენიათ, რომ ბევრი ერიდება გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლის ტარებას და ეს სწორი ქმედებაა, რადგან სიკვდილი სამუდამო ინფორმაციულ კვალს ტოვებს ქსოვილზე. ასეთი ნაკვალევის განადგურება კი მხოლოდ ცეცხლს შეუძლია. ყველა, ვინც გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმელს ატარებს, აღნიშნავს, რომ გუნება-განწყობა უფუჭდება, გული დამძიმებული აქვს და არც წინსვლა აქვს ცხოვრებაში. სხვათა შორის, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისგან ყიდულობთ ტანსაცმელს. მაგალითად, ტანსაცმლის შეძენა არ არის სასურველი იმ ადამიანისგან, რომელიც თქვენში ქვეცნობიერად იწვევს ანტიპათიას. ასეთი ტანსაცმლის ტარებამ, შესაძლოა, დეპრესიაში ჩაგაგდოთ, აგრესიული გაგხადოთ და ელემენტარულმა წინააღმდეგობამ ისე გამოგიყვანოთ წყობიდან, რომ ლანძღვა-გინებაზე გადახვიდეთ. გირჩევთ, დააკვირდით, რომელი ტანსაცმლის ტარებისას გემართებათ ასე, რისი ჩაცმის შემდეგ გიფუჭდებათ გუნება-განწყობა ან ადვილად ღიზიანდებით და უსიამოვნებებში ეხვევით. მაგრამ, თუ, პირიქით, რომელიმე სამოსში გამოწყობილი ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ადვილად გამოგდით საქმე და წარმატებებს აღწევთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ასეთი ტანსაცმელი ხშირად ჩაიცვით. ამ დროს მისი დადებითი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოდის და იღბლიანობაც იმატებს. დააკვირდით, ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად გვკარნახობს და გვაფრთხილებს მომავალი უსიამოვნებების შესახებ, რომელსაც ჩვენ ჯერ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ. ასევე, ნუ იყიდით თქვენთვის საჭირო ნივთს ასეთი ადამიანისგან, რადგან მას შეუძლია, უმოკლეს დროში დამუხტოს ეს ნივთი უარყოფითი, ნეგატიური ენერგიით. ხშირად ეს გაუცნობიერებლად ხდება, რის შედეგადაც ეს ენერგია ნაყიდ ნივთთან ერთად თქვენზე გადმოდის და უამრავ პრობლემას გიქმნით. ზოგადად, ცხოვრებაში საწადელის მიღწევა და ოცნებების ასრულება არც ისე რთულია, თუკი გონივრულად იცხოვრებთ და გეცოდინებათ, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოთ, რა გააკეთოთ, რა თქვათ და რა გაიაზროთ. ადამიანს მფარველი ანგელოზი ყოველთვის აძლევს შანსს, იყოს ბედნიერი, აიხდინოს ოცნებები, იყოს სასურველი და წარმატებული და ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან. ამისთვის კი დაკვირვება და ფხიზელი თვალია საჭირო და ყველაფერს თავად მიხვდებით. ყურადღება მიაქციეთ, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება და გახსოვდეთ, რომ ასეთი მინიშნებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავია.

скачать dle 11.3