კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა მოიმოქმედოს ქალმა, რომელიც ხვდება, რომ ქმარს ართმევენ

ქმრის ღალატი მრავლისმომცველი და არცთუ იშვიათი თემაა და, სამწუხაროდ, ყოველთვის აქტუალური. რომელ ცოლს არ უნდა, რომ ქმარი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს, მაგრამ კაცები ასე არ ფიქრობენ. მათ უყვართ და უნდათ თავისუფლება, რომელიც თავისებურად ესმით. ქალების უმრავლესობა კი დარწმუნებულია, რომ, თუ არ იარსებებენ ქალები, რომლებსაც მათი ქმრები ენდომებათ, თავად პრობლემა გაქრება. რა უნდა ქნას ცოლმა, რომელიც ფიქრობს, რომ მის ქმარს წასართმევად „ეჩალიჩებიან“?

 ლალი (39 წლის): სულელი ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები. თვრამეტი წლის ოჯახი მაქვს და, ალბათ, ხვდებით, როგორი ძნელია ამდენი წელი ურთიერთობის შენარჩუნება. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოტყუება ადვილი ნამდვილად არ არის. ჩემი ქმარი ვერც კი ხვდება, როგორ კარგად ვიცნობ მას... როცა ცოლად გავყევი, სამედიცინო უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა. ჩემზე უფროსია ერთი წლით, მაგრამ, რატომღაც, მე ვგონივარ დიდი  – ალბათ, იმიტომ, დედასავით რომ ვზრუნავდი მასზე და არაფერზე ვაწუხებდი. 21 წლის გოგომ ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და, მგონი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა.
– თქვენს ქმარს შუახნის ასაკის კრიზისი აქვს?
– რა ვიცი, რისი კრიზისი აქვს, ფაქტია, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის და თოჯინასავით მართვადია. საშინელი საყურებელია უნებისყოფო და უსუსური. საკუთარი აზრიც კი აღარაფერზე გააჩნია. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ჩემი ქმარი ახალ სამსახურში გადავიდა.  ცვლილებები ისეთი აშკარაა, დებილიც კი მიხვდება, რომ რაღაც ხდება.
–  რა ხდება, რა ცვლილებებს გულისხმობთ?
– ჩვეულებრივ ცვლილებებს, რომლებიც ხდება მამაკაცში, როცა ის ცდილობს, მის ცხოვრებაში გამოჩენილ ახალ ქალს მოაწონოს თავი. გაცილებით მეტად ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე, სამსახურში უფრო მეტხანს რჩება, დილით კი გაბრწყინებული გარბის სახლიდან. ეგ ბოთე გამომაპარებს მე რამეს?! ისეთი გამოძიება ჩავატარე, ყველანაირ ინფორმაციას ვფლობ. საერთოდ, ნებისმიერი ცოლი უნდა იყოს მზად უსიამოვნო სიურპრიზებისთვის. არ შეიძლება კაცის ნდობა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბლომად არიან სხვის ქმრებზე მონადირე ქალები.
– ანუ, ქალების ბრალია, კაცები რომ ცოლებს ღალატობენ?
– ასე ერთპიროვნულად ვერ დავადებ მათ ხელს, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ სხვების ქმრებზე მონადირე ქალები ჩვენ გვერდით, ნამდვილად არსებობენ?! თუმცა, ბუნებრივია, მარტო მათ არ ადევთ ღალატის ცოდვის ტვირთი, კაცებიც დამნაშავეები არიან. მაგრამ, ვხვდები, რომ ჩემი ქმრის წართმევა უნდათ.
– ვის უნდა თქვენთვის ქმრის წართმევა?
– სწორედ ეგაა საქმე, რომ კონკურენტი საქმაოდ სახიფათოა და თან ვერაგიც. დიდი მოცვეთილი ვინმე ჩანს. სპეციალური და აშკარად სხვაზე აპრობირებული გეგმით მოქმედებს, მაგრამ მე არც სულელი ვარ და არც სუსტი. ჩემი თავის ფასიც ვიცი და ისიც, რომ ჩემი ბოთე ქმარი დიდხანს ვერ გაქაჩავს – მალე გატყდება, თან, არც არსად წამსვლელი არ არის. იმდენად ბრიყვია, ვერ ხვდება, ეს ქალი მის კარიერასაც რომ დაღუპავს, მარტო ოჯახს კი არა. მაგრამ, არ მივცემ ამის საშუალებას. ჯანმრთელობაც დიდად არ უწყობს ხელს იმაში, რომ ქარაფშუტულად მოიქცეს. საწყალი, ვერც კი ხვდება, რა შარში გაყო თავი. თან, ჰგონია, რომ ვერაფერს ვხვდები.
– დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ქმარს ვიღაც ჰყავს?
– ვიღაც ჰყავს? რა ხმამაღალი ნათქვამია! არა, ეგ ჰყავს იმ ვიღაცას და, ცდილობს, წამართვას. მაგრამ, პრინციპის ამბავია – რატომ უნდა დავუთმო ჩემი ქმარი სხვას?
– ქმარი ნივთი ხომ არ არის? დაუთმე – არ დაუთმე; მიეცი – არ მიეცი... თქვენ ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?
– მე ნორმალურად მიმაჩნია ის, რომ ჩემს ოჯახში, ჩემსა და ჩემს ქმარს შორის მესამე არ უნდა ეტენებოდეს. დიახაც, ეტენება – სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. დამწყები ექიმია და ფიქრობს, რომ ამ გზით გაიკაფავს გზას მწვერვალისკენ. ის კი არ იცის, ამ გზაზე ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, რადგან მე არ მივცემ ამის უფლებას. მაინტერესებს, სადამდე შეტოპავს და რაზეა წამსვლელი. ეს ჩემი ქმარი ხომ ააცუნცრუკა... დარწმუნებული ვარ, საყვარლობას არ დასჯერდება.
– სტატუსი სჭირდება?
– დიახ, სტატუსი სჭირდება. აბა, ჩემი ქმარი რად უნდა? მასში განსაკუთრებული არაფერია – არაფრით გამოირჩევა, გარდა თავისი პროფესიონალიზმისა.
– პროფესიონალიზმის გამოც შეიძლება, შეგიყვარდეს ადამიანი...
– შეუყვარდეს? რა სისულელეა! მაგისთანებს სიყვარულის არაფერი გაეგებათ. მათ მხოლოდ აქვთ მიზანი და გეგმა, რომ ამ მიზნამდე მიაღწიონ.
– ძალიან ანადგურებთ საკუთარ ქმარს...
– როცა ყველაფერს ვაკეთებდი მის განსადიდებლად, სულელი ვიყავი. საერთოდ არ დამაფასა; დაიჯერა, რომ ყველაზე მაგარი მამაკაცია, ყველა ქალისთვის სასურველი. ღირსი ვარ, ახლა ასეთ დღეში რომ ჩავვარდი, მაგრამ, გადამწყვეტი შეტევისთვის ვემზადები – ორივეს ვუჩვენებ სეირს. ჩემი ქმარი ვერც მიხვდება, ისე იტყვის მასზე უარს ის ძუკნა.
– ამას როგორ მოახერხებთ?
– ჩემი მეთოდები მაქვს. ლანგარზე დადებული არ მიერთმევა კარგი ცხოვრება. ვეტყვი, რომ ჩემს ქმარს ტანსაცმლის ამარა მიიღებს – არც სახლი ექნება, არც კარი და არც მანქანა. არაფერს დავუტოვებ. იმდენს მოვახერხებ, ჩემს ქმარს ის შესძულდეს – ამის გაკეთება ძნელი არ არის. ჩემი ქმარი ახლა სულელივით იქცევა, რადგან თავი მაგარი კაცი ჰგონია. ისიც კი მითხრა, ყველაფერი ჩემი ბრალია, ის არ დაადანაშაულოო. საწყალი... ბრმა... როგორ სჯერა, რომ იმ ქალს უყვარს, თანაც უანგაროდ. მეცინება. მივალ იმ ქალთან და ისე დაველაპარაკები, თავისი პირით თქვას, რა ამოძრავებს ჩემს ქმართან დაკავშირებით. ყველა სიტყვას ჩავიწერ და ჩემს ქმარს მოვასმენინებ...
– საპირისპირო შედეგი რომ გამოიღოს? საერთოდ რომ გაიქცეს თქვენგან? კაცებს, როცა სხვა ქალი მოსწონთ, მარტო იმის სიტყვების სჯერათ...
–  მოვახერხებ, ეს რწმენა შევურყიო და დავაკარგვინო – ეს არ გამიჭირდება.
– შეშინებული და შეშფოთებული ხართ?
– მხოლოდ ცოტათი შეშფოთებული. რატომ უნდა ვიყო შეშინებული, რისი უნდა მეშინოდეს? იმ იაფფასიანი ძუკნასი?.. გავანადგურებ. ჯერ თავს არ დავსხმივარ და, ჰგონია, რომ შერჩება, მაგრამ, ვერ წაიყვანს ჩემს ქმარს, არ გამოუვა. ძალიან ინანებს თავის უსირცხვილობას.

скачать dle 11.3