კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უძილობა წონაში მომატების მიზეზია


დაუოკებელი შიმშილის გრძნობის დაძლევა ადვილი არ არის და ამის გამო ბევრი სწრაფად იმატებს წონაში. შიმშილის ხშირი შემოტევისას, გირჩევთ, გარეთ გახვიდეთ და გაისეირნოთ ან ქვედა კიდურების კუნთების ვარჯიში ჩაიტაროთ – ეს კლავს შიმშილის გრძნობას. ხშირად მიირთვით წვნიანი კერძები, რადგან ასე კუჭი გაცილებით ნელა იცლება, დანაყრების შეგრძნებაც ხანგრძლივდება და თავსაც კარგად და მხნედ იგრძნობთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, განსაკუთრებით კი – სტაფილოსგან მომზადებულ კერძებს. ასევე, ხშირად მიირთვით ქათმის, საქონლის, ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი და თხილი. ნუ მიეძალებით რძიან ყავას, ცხელ შოკოლადსა და კაპუჩინოს. კოფეინის სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების ჭარბ დაგროვებას იწვევს.
ხშირად ჭამეთ ხილი – ის ენერგეტიკული ბალანსის შევსებას უწყობს ხელს. ასევე, კარგია წიწაკა, რადგან, წიწაკით მდიდარი საკვები ჭამიდან დაახლოებით 5 საათის განმავლობაში საგრძნობლად აძლიერებს გულისცემის რიტმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და მონელებისას გაცილებით მეტ ცხიმს წვავს. ამ დროს არც ბევრს მიირთმევთ და თან, გემოვნების რეცეპტორებსაც გაცილებით სწრაფად დაიკმაყოფილებთ.
გაითვალისწინეთ, რომ გამოუძინებელ ადამიანებს გაცილებით უძლიერდებათ მადა და ამიტომაც არის ხშირი უძილობა წონაში მომატების მიზეზი.

ასკილის ნახარში თირკმელებს შველის, ოხრახუშის წვენი კი – შარდსასქესო სისტემას
ასკილის ნაყოფი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ასკილის თესლის ნაყენს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში. სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ის, ასევე, არის ნაღველმდენი და სკლეროზის საწინააღმდეგო საშუალება. ასკილის ნაყოფში დიდი რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევაშიც.
გაითვალისწინეთ, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშებისა და ნაყენების სმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც თრომბოფლებიტი აწუხებს.
ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ნაყოფი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და დადგით წყლის ორთქლზე დაახლოებით 15 წუთით. ნაყენი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჭიქა, დღეში ორჯერ.
ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად, 1 ჩაის კოვზი დამტვრეული თესლი ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 10-15 წუთი. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა, დღეში ერთხელ, ჭამის წინ, თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.
ოხრახუშის წვენი კი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადოვანი ცვლისა და თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტების თანაფარდობა ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კაპილარების გაძლიერებას. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ოხრახუშის წვენი საკმაოდ ძლიერმოქმედია, ამიტომ, არასდროს დალიოთ 30 გრამზე მეტი. უმჯობესია, თუ მას შეურევთ სტაფილოს, მწვანე სალათის, ნიახურის ან ისპანახის წვენს.
ოხრახუშის წვენი წამალია ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, შარდსასქესო ნეფრიტის და თირკმელების სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას, ასევე, იყენებდნენ წყალმანკისა და თვალის დაავადებების დროსაც.

მოიწესრიგეთ არტერიული წნევა და სქესობრივი ცხოვრება ხალხური მედიცინის დახმარებით
გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და სტრესები ნეგატიურად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ყოველივე ეს იწვევს უძილობას, იმპოტენციას, იმუნიტეტის დაქვეითებას, არტერიული წნევის ცვლილებებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევასა და სიცოცხლისთვის სხვა საშიშ დაავადებებს.
თუ უძილობა გაწუხებთ, ეს ნეგატიურად აისახება თქვენს არტერიულ წნევაზე, შრომისუნარიანობასა და სქესობრივ ცხოვრებაზე. დაწოლამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი. ორი  კვირის განმავლობაში ასეთი მკურნალობის შემდეგ, იგრძნობთ, როგორ მოგიწესრიგდებათ ძილის ხარისხი.
იმპოტენციის სამკურნალოდ, სადილის შემდეგ მიირთვით თაფლში არეული დაკეპილი ნიგოზი (1 ყავის ჭიქა თაფლს შეურიეთ 1 ყავის ჭიქა ნიგოზი).
არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად ყოველდღიურად სვით 1 ჭიქა ჭარხლის წვენში არეული 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს ნაზავი აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარსაც.
თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა, 1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი.

ისწავლეთ სწორად ჭამა
*არ შეიძლება პურეული და პროტეინის შემცველი პროდუქტების (მაგალითად – ყველის, რძის, ხორცის, კვერცხის, თევზის) ერთად ჭამა. ამ დროს მათი გადამუშავება სხვადასხვა შემადგენლობის კუჭის წვენით მიმდინარეობს. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. ასევე, არ შეიძლება, შეათავსოთ ერთმანეთთან ქათმის ხორცი და კარტოფილი ფრი, თევზი და ყველი, ბიფშტექსი და მაკარონი.
*ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნაკლებს მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნეა და საშიში. ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ საკვებს დასჯერდით: ჭამეთ პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.
*საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა მიირთვათ, მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული. პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი. არ შეიძლება, ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის შეთავსება.
*უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმს. ასეთი ცხიმი შეიცავს ძირითად ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას. ის კარგად ესადაგება როგორც პურეულ, ასევე, პროტეინშემცველ პროდუქტებს.
*იოგურტი, რძე, მაწონი და ნაღები ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს. ამიტომ, ისინი ცალკე მიირთვით. რძე და რძის ნაწარმი პროტეინის შემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულ და სხვა, ასევე პროტეინის შემცველ პროდუქტებს. ნუ მიირთმევთ ერთად რძესა და კარტოფილს, რძესა და ბრინჯს, რძესა და თევზს.

როგორ მოვამარაგოთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით ცივ სეზონზე
ცივ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს საჭირო ვიტამინების გარკვეული რაოდენობით ხურმა ამარაგებს.
ხურმა ბევრი სასარგებლო კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. კერძოდ, მდიდარია  A ვიტამინით, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს და ამ მხრივ არ ჩამოუვარდება თვით ყურძენსა და ლეღვსაც კი; ცილების შემცველობით კი ის კვერცხს უტოლდება. ასევე, ხურმაში დიდი რაოდენობით გვხვდება ტანინები.
ხურმის ჭამის დროს ზომიერების დაცვაა საჭირო, რადგან მისმა გადაჭარბებით მიღებამ, შესაძლოა, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ასევე, ხურმას ალერგიული რეაქციებიც ახასიათებს, ამიტომ, მოერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტი ხურმის ჭამას.
ფორთოხალი  C ვიტამინის საბადოა. მჟავე გემოს წყალობით, C ვიტამინი ააქტიურებს კუჭის წვენის ფერმენტების მუშაობას, აუმჯობესებს ცილების, რკინისა და კალციუმის ათვისებას.
კივიც მდიდარია C ვიტამინით, რაც აუმჯობესებს ნახშირწყლების შეთვისებას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. გარდა ამისა, კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომლებიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე იოდს.
ვაშლი აჯანსაღებს ნაწლავებს. ის კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს. დილით ერთი ცალი ვაშლის ჭამა საგრძნობლად აუმჯობესებს გულის მუშაობას.

ყველაზე გავრცელებული დაავადებები ყოველდღიური სტრესის შედეგია
სტრესის ნეგატიური ზემოქმედება შეიძლება განეიტრალდეს, თუ ორგანიზმს მოამარაგებთ აუცილებელი და საჭირო ნივთიერებებით. სტრესის დროს სავალდებულოა, ჭამოთ: რძის ნაწარმი, კვერცხი, ღვიძლი, თირკმელები, მწვანე ფერის ბოსტნეული, ნიგოზი, ხორბალი, ქატო, წიწიბურა, ლობიო, სოია, შვრია, ბანანი, შავი შოკოლადი; სვათ: ბალახეული ჩაი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენები.
შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს შავი შოკოლადი. მისი ჭამის შემდეგ ადამიანს ეხსნება სტრესი და კარგ გუნებაზე დგება. შოკოლადი, ასევე, ზრდის ტვინში ფენილანინის შემცველობას, რაც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს.
სტრესს ყველაზე კარგად ხსნის მანდარინი, ბანანი და ბროკოლი.
სტრესის დროს ტონუსის შენარჩუნების მიზნით ნუ შეეცდებით, სვათ ბევრი ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები ან კაკაო, რადგან, მათში შემავალი კოფეინი უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე. კოფეინი ზრდის ადრენალინის დონეს, რომელიც სტრესის დროს ისედაც საკმარისია, მისი სიჭარბე კი ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს.
ვინც ფიზიკური ძვლების დაქვეითებას გრძნობს, ამის გამო სტრესი ემართება და ნერვული სისტემაც არ აქვს მოწესრიგებული. ამიტომ მან აუცილებლად უნდა ჭამოს გახეხილი და რძეში მოხარშული სტაფილო. კარგია სტაფილოს წვენიც. სტაფილო, ასევე, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.
სტრესისა და გადამღლელი სამუშაოს შემდეგ, აგრეთვე, კარგია ნუშის ჭამა, რადგან ის  მდიდარია  E ვიტამინით, ცილებითა და კალცით; ასევე, საუკეთესო წამალია ტვინისა და გადაღლილი ნერვებისთვის.
ბანანი მდიდარია კალიუმითა და ბუნებრივი საქაროზით. მისი ჭამა კარგია ცუდ განწყობაზე ყოფნისას და ნერვული გადაძაბვის დროს. ეს ტროპიკული ხილი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხოლო, თუ დაძინების წინ ერთ ბანანს მიირთმევთ, მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ. ამ მხრივ, ასევე კარგია ფინიკი.

скачать dle 11.3