კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

გაძარცვე ქურდი!

ორშაბათ დილით, ცხრის ნახევარზე, ბუხრის წინ საბანაო ხალათში გამოწყობილი მამაკაცი იჯდა და თბილ ღვინოს წრუპავდა. ცეცხლი საამოდ ტკაცუნობდა და ისედაც მდიდრულ სააგარაკე ვილას კიდევ უფრო კომფორტულ იერს სძენდა. სწორედ იმ მომენტში, როცა კაცმა მოოქრული ფირსაკრავისკენ გაიწოდა ხელი, ოთახში უცნობი მამაკაცი შემოვიდა, დაბნეულმა ცოტა იყოყმანა, მერე კი თქვა:
– მომიტევეთ, მაგრამ, კარი ღია იყო. მე სადისტრიბუციო კომპანიის – „ძმები სმიტების“ წარმომადგენელი ვარ. მიხარია, რომ პირადად გნახეთ, მისტერ გრეი... ხომ არ მეშლება?
– არა, რა თქმა უნდა. ამ დილაუთენია აქ რას აკეთებთ?
– იცით, რაშია საქმე? ვიცი, რომ თქვენ ჩვენი გამორჩეული კლიენტი ხართ, მაგრამ, უკვე ოთხი თვე გავიდა, თქვენი დავალიანება კი, ასი დოლარის ოდენობით, ჯერაც არ გადაგიხდიათ...
– კარგი, კარგი, ხვალ მოდით კომპანიაში და მოგცემთ ფულს, – ხელი აუქნია მასპინძელმა.
– ო, არა, მისტერ გრეი... უკვე სამჯერ ვიყავი, მაგრამ თქვენმა მდივანმა კაბინეტის კარს არც კი გამაკარა. ამ ფულის გარეშე აქედან არ წავალ.
– ას დოლარზე როგორ მელაპარაკებით? – წარბი შეიკრა ხალათში გამოხვეულმა მამაკაცმა, – ახლავე წადით აქედან! ეს ჩემი სახლია, საქმეზე კი მხოლოდ კომპანიაში ვლაპარაკობ, თანაც, ქეშით ფული არ მაქვს. გამომიგზავნეთ ჩეკი და ხელს მოვაწერ.
„ძმები სმიტების“ წარმომადგენელი ჯიუტად იდგა თავისაზე და დანებებას არ აპირებდა:
– ვერა, მისტერ გრეი... იმიტომ კი არა, რომ არ გენდობით, უბრალოდ, მეც მყავს უფროსი და დამსჯიან, თუკი უფულოდ დავბრუნდები.
– მე კი გეუბნები, დღეს შენ ფულს არ მიიღებ! ახლავე წადით აქედან!
ფირმის წარმომადგენელმა ამოიოხრა:
– ვიცოდი, რომ დაახლოებით ასეთ პასუხს მივიღებდი, ამიტომ წინასწარ ვიზრუნე და ჩვენი აღმასრულებელი წამოვიყვანე – გარეთ, მანქანაში მელოდება. სხვათა შორის, ძალიან კარგად გიცნობთ. იძულებული ვარ, დავუძახო და ის დაგელაპარაკებათ.
ხალათიანმა მამაკაცმა რამდენიმე მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და ხელი ისე გაიქნია, რომ ღვინით სავსე ბოკალს მოახვედრა. ბოკალი გადაბრუნდა და ღვინო ძვირფას ხალიჩაზე დაიღვარა.
ფირმის წარმომადგენელი შეკრთა, უსიამოვნოდ შეიჭმუხნა და ხალიჩაზე გაჩენილ ლაქას ჩააშტერდა. მერე ხალათიან მამაკაცს შეხედა, რომელიც ჯერ ბრაზისგან ჭარხალივით გაწითლდა. შემდეგ იქვე, სავარძელზე გადაკიდებული პიჯაკიდან საფულე ამოიღო და კბილების ღრჭიალით წარმოთქვა:
– ასეთ გაუგონარი თავხედობა როგორ შეიძლება? გამომართვით თქვენი ასი დოლარი და მომწყდით თავიდან!
ჯოი სტოკი აგარაკზე იმიტომ არ მიდიოდა, რომ ბუნების სიმშვენიერით დამტკბარიყო ან სიმშვიდეში გაეტარებინა რამდენიმე საათი; ის მდიდრულ სააგარაკო სახლებს სულ სხვა მიზეზით ესტუმრებოდა ხოლმე: შეარჩევდა მობინადრეების გარეშე დარჩენილ სახლს, შედიოდა შიგ და ძვირფასი ნივთები გამოჰქონდა, რომლებსაც ადვილად ყიდდა. დირექტორ გრეის აგარაკზე შეღწევა ძალიან ადვილი აღმოჩნდა – კარის საკეტი მარტივად დაემორჩილა. სახლის ინტერიერი ისე მოეწონა, რომ, გადაწყვიტა, ცოტა დაესვენა – ბუხარი დაენთო და შხაპიც კი მიეღო. აგარაკის პატრონის რბილ, ფუმფულა საბანაო ხალათში გამოწყობილი ღვინოს წრუპავდა, როცა ვიღაც უტიფარი, რომელიღაც ფირმის წარმომადგენელი წამოადგა თავზე და ფული მოსთხოვა, თანაც, სასამართლოს აღმასრულებლით დაემუქრა, რომელიც მისტერ გრეის სახეზე ცნობდა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად, არჩია, ასი დოლარი მიეჩეჩებინა და თავიდან მოეშორებინა, მაგრამ ხასიათი ისე წაუხდა, რომ ძარცვის სურვილიც გაუქრა. ჩაიცვა და, გამწარებული, გინებ-გინებით გაეცალა იქაურობას. სინამდვილეში კი, ფირმის „თავხედი“ წარმომადგენელი სხვა არავინ იყო, თუ არა თავად მისტერ გრეი, რომელმაც სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა ქალაქგარეთ, თავის აგარაკზე გამგზავრება, რადგან საღამოს ერთი ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალბატონისთვის უნდა ემასპინძლა. რა თქმა უნდა, სახლი ცარიელი ეგულებოდა და იქ არანაირ მძარცველს არ ელოდა...
– გენიალური იდეა მოგსვლიათ, მისტერ გრეი, – ეუბნებოდა მეორე დღეს მისი იურისტი, – მაინც როგორ მოახერხეთ, სახლში ქურდის აღმოჩენის შემდეგ თავი ინკასატორად გაგესაღებინათ?
– სხვა რა დამრჩენოდა? შევედი ოთახში და დავინახე: ბუხართან მჯდარი ვეება მუტრუკი, თანაც, ჩემს ხალათში გამოწყობილი, ღვინოს მიირთმევდა. მაშინვე მივხვდი, რომ მძარცველი იყო, მაგრამ, მანაც დამინახა და, რამით ხომ უნდა ამეხსნა ჩემი იქ ყოფნა?! ჯერ ერთი, ფიზიკურად ვერ მოვერეოდი, მეორეც – სრულიად შესაძლებელი იყო, იარაღიც ჰქონოდა. რომ მეთქვა, სინამდვილეში ვინც ვიყავი, შეეშინდებოდა, შეშინებული ადამიანი კი წარმოუდგენელ სისულელეებს სჩადის – შეიძლება, მოვეკალი კიდეც. ამიტომ, ეს მოვიგონე და გაჭრა. ყველაზე მაგრად მითიურმა სასამართლოს აღმასრულებელმა „იმუშავა“, რომელიც სახლის პატრონს სახეზე იცნობდა – მისტერ გრეიმ გაიცინა და ვისკი მოწრუპა, – უნდა გენახათ მისი სახე, როცა ასდოლარიანს მაწვდიდა... ნაძირალა! მოკლედ, არაფერი დამიკარგავს და ასი დოლარიც კი გამოვიმუშავე. აი, ჩემი ძვირფასი სპარსული ხალიჩა კი გამიფუჭა – მეეჭვება, ასი დოლარი ეყოს მის გაწმენდას.

скачать dle 11.3