კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მიანიჭეს ლენინის ორდენი ქართველ რეციდივისტ ქალს

მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ელენე
კინოეკრანზე ბოლო კადრიც რომ გაქრა, პატარა დარბაზში შუქი აინთო, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პოლკოვნიკი სკამიდან წამოდგა და სამოქალაქოსამოსიან შუახნის მამაკაცს უთხრა:
– აი, ასეთ ციტადელში ცხოვრობს ინჟინერი როჯერსი და ჩვენი ოპერაცია ძალის გამოყენებით არაფერს მოგვიტანს. ხომ ნახეთ, როგორ იცავენ მის ვილას? ეს კარგად გაწვრთნილი სპეცოცეულია და, ვინ იცის, კიდევ რა სისტემაა დამონტაჟებული სახლის შიგნით. ერთი სიტყვით, აქ სხვაგვარი მიდგომა გვჭირდება.
სამოქალაქოსამოსიანი მამაკაცი ჩაფიქრდა და გააბოლა. შემდეგ პოლკოვნიკს შეხედა და მიუგო:
 – ისე ლაპარაკობ, პოლკოვნიკო, რომ, მთლიანი გეგმა თუ არა, გეგმის მონახაზი მაინც გექნება.
პოლკოვნიკს გაეცინა და გენერალს უთხრა:
– დიახ, მაქვს ერთი მოსაზრება, მაგრამ, ის, ცოტა არ იყოს, ავანტიურისტულია.
– თქვი, გისმენ.
– ჩემი გეგმა ძალიან მარტივია: ინჟინერი კენტ როჯერსი ქალების მოტრფიალე ქვრივია. მას ჩვენი აგენტი უნდა მივუგზავნოთ. შემდეგ ის მის სეიფს გახსნის, სახლიდან საიდუმლო საბუთებს მოიპარავს და გადმოგვცემს.
– მართლაც ძალიან მარტივად მოგიგვარებია ყველაფერი. შენ არ ამბობდი, ინჟინერ როჯერსს სუპერსეიფი დაუმონტაჟეს ბინაში თავისი სუპერსიგნალიზაციით და მისი გახსნა შეუძლებელიაო? ქალს კი მივუგზავნით და მის ბინაშიც შეაღწევს, მაგრამ, გვყავს კი ისეთი თანამშრომელი ქალი, ვინც როჯერსის სუპერსეიფს გახსნის?
– ჩვენი ასეთი არც კაცი თანამშრომელი გვყავს, – მიუგო გენერალს პოლკოვნიკმა.
– აბა, მაშინ,  რაზეა ლაპარაკი, რა ავანტიურისტულ გეგმაზე მეუბნებოდი?
– ამხანაგო გენერალო, ჩვენი ოპერაციის განხორციელებას ლამაზი და საზრიანი ქალი სჭირდება, პლუს – სეიფების გამხსნელი. ასეთი ქალი კი ვიცი, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ის ქალი თორმეტწლიან პატიმრობას იხდის და ყველაზე ავანტიურისტული სვლა ამ საქმეში მისი გადმობირება იქნება.
– ეს უკვე საინტერესოა. ვინაა ის ქალი?
– ეს პროვნება 30 წლის ელენე გოგლიძეა. ის უკვე ერთი წელია, მოსკოვში, ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსში ზის სვერდლოვსკის ცენტრალური ბანკის სეიფის გაძარცვისთვის. შარშან მან და მისმა მეწყვილემ იქიდან 3 მილიონი მანეთი გაიტაცეს და, მეწყვილეს რომ არ ჩაეშვა, გოგლიძე ახლაც მოუხელთებელი იქნებოდა. ერთი სიტყვით, ეს გოგო სუპერმედვეჟატნიცაა. თან, ძალიან ლამაზი და, თუკი ჩვენთან ითანამშრომლებს, როჯერსის საქმე მოგვარდება.
– მერე, რას უყურებ? „კაგებეს“ პოლკოვნიკი ხარ და გადმობირება შენი მოვალეობაა. მიდი, იმოქმედე! – უთხრა გენერალმა პოლკოვნიკს და დაამატა: – დაუყოვნებლივ შეუდექი საქმეს!
ორიოდე საათის შემდეგ, უკვე ჩვეულებრივ სამოსში გამოწყობილი კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი მერაბ მაისურაძე ბუტირკის ციხეში პატიმარ ელენე გოგლიძეს ელაპარაკებოდა. მან ყოველგვარი შესავლის გარეშე მოუყვა გოგონას თავისი ვიზიტის შესახებ და ბოლოს ჰკითხა:
– რას იტყვი, ელენე, თანახმა ხარ, დაგვეხმარო?
– ეგ როჯერსი ვინაა და რა საიდუმლო საბუთები აქვს ცხრაკლიტულში შენახული?
– ამერიკული სამხედრო-ელექტრონული სისტემის კონსტრუქტორ-ინჟინერია, სეიფში კი თავისი გამოგონებების ნახაზები და სხვა საბუთები აქვს და ისინი უნდა მოიპარო.
– იქ რომ შევაღწიო, ალბათ, უნდა დავუწვე კიდეც?
– არა მარტო დაუწვე, არამედ, ისე უნდა მოაწონო მას თავი, რომ მისი მუდმივი საყვარელი გახდე. თუ თანახმა ხარ, სამთვიან მომზადებას გაივლი და სხვა დისციპლინებთან ერთად ინგლისურ ენას შეისწავლი გაძლიერებულად. სამაგიეროდ, პატიმრობას გაგიუქმებთ, ახალ საბუთებს მოგცემთ და ახალ ცხოვრებას დაიწყებ. გაწყობს?
– მაწყობს.
– მაგრამ, იცოდე, თუ ჩვენს მოტყუებას შეეცდები და ამერიკელებს ჩაბარდები...
ელენემ სიტყვა გააწყვეტინა მაისურაძეს და უთხრა:
– ვიცი, მიწიდან ამომთხრით და გამანადგურებთ. მაგრამ, მშვიდად იყავით, არ გიღალატებთ.
არნახული შედეგი
იმავე დღეს, 1971 წლის 4 აპრილს, ელენე გოგლიძე ბუტირკის ციხიდან გამოიყვანეს, „კაგებეს“ საიდუმლო-სადაზვერვო სკოლაში გადაიყვანეს და სამი თვის განმავლობაში გაძლიერებულად ამზადებდნენ. 30 წლის ქალი ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა და მან ბრწყინვალედ აითვისა როგორც ინგლისური ენა, ასევე სხვა სპეცსაგნები. 19 ივლისს ის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში გადაისროლეს, ერთი კვირის შემდეგ კი ელენე 41 წლის როჯერსს გაეცნო რესტორან „ავენიუში“, სადაც ის ექვსი პირადი მცველის თანხლებით ვახშმობდა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი ესპანური წარმოშობის კონჩიტა ტორესი (ელენე გოგლიძე) უკვე როჯერსის ვილაში ცხოვრობდა და ისე დაახვია თავბრუ ამერიკული ელექტრონიკის გენიას, რომ გაცნობიდან ორი თვის თავზე მან ელენეს ცოლობა სთხოვა.
– არა, ძვირფასო. გათხოვებას არ ვაპირებ. თუ მაინცდამაინც ცოლი გინდა, შეგიძლია, სხვა ეძებო, ჩვენ კი ერთმანეთს დავშორდეთ, – მიუგო ელენემ.
– იქნებ საყვარლის სტატუსი გთრგუნავს და გრცხვენია? მე ამას იმიტომ გთავაზობ, რომ არ დაგკარგო. ხელს რომ მოვაწერთ და ოფიციალურად დავრეგისტრირდებით, ვერსად წამიხვალ, – მიუგო როჯერსმა ელენეს და თმაზე მიეფერა.
– ცოლობისთვის ჯერ არ ვარ მზად. ვიფიქრებ ამაზე, – მიუგო ელენემ როჯერსს და ამ თემას წერტილი დაუსვა.
ტოტალური თვალთვალის მიუხედავად, ელენე გოგლიძემ მაინც მოახერხა და მეკავშირეს დაშიფრული ინფორმაცია გადასცა, რომელშიც ის „ცენტრს“ როჯერსის საბჭოთა კავშირში ჩაყვანას სთავაზობდა. „შიფროვკაში“ ის წერდა: „გარანტიას ვიძლევი, რომ, თუკი სათანადო ბრძანება იქნება, ობიექტს (როჯერსს) ჩვენს მხარეზე გადმობირებაში დავითანხმებ და თავის საბუთებიანად წამოვიყვან”...
ცენტრში (მოსკოვში) ყოფილი „მედვეჟატნიცას“ წინადადება რომ განიხილეს, ელენე გოგლიძეს თანხმობა მისცეს და 1972 წლის 2 იანვარს ელენემ გადმობირებული როჯერსი ნიუ-იორკიდან ჯერ ბუენოს-აირესში ჩაიყვანა, შემდეგ კი ბუდაპეშტის გავლით – მოსკოვში და თან საიდუმლო საბუთები და ნახაზები გაიყოლეს ხელს, რითაც ამერიკულ სამხედრო-სარაკეტო მრეწველებს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს...
მოსკოვში წყვილი დაქორწინდა და ორივე ისე გაასაიდუმლოეს, რომ მათი ადგილსამყოფელი თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცოდა, რადგან, მოღალატე ინჟინერზე „ცეერუ“ ნადირობდა და მისი ლიკვიდაცია ჰქონდა განზრახული.
P.S. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ როჯერსს საიდუმლო ბრძანებით საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს ჯერ კიდევ ბრეჟნევის დროს, ელენე გოგლიძეს კი ლენინის ორდენი მისცეს და ყოფილი რეციდივისტი „მედვეჟატნიცა“ საბჭოთა უშიშროებაში მაღალ საიდუმლო თანამდებობაზე დანიშნეს.

скачать dle 11.3