კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოჯახური დრამა ორი ადამიანის პატიმრობით დასრულდა

 56 წლის ემა  კ-ოვი სამართალდამცველებმა საკუთარი შვილის, 19  წლის  მარი  კ-ოვის დაჭრისთვის დააკავეს. მან  ახალგაზრდა გოგონა დანით მხარში დაჭრა. მოგვიანებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, მან მსუბუქი დაზიანებები მიაყენა გერს – 36 წლის მალხაზ ნ-ძეს, რომელიც დედინაცვალის მსგავსად, თავადაც აღმოჩნდა დანაშაულში ბრალდებული.
 სამართალდამცველებისთვის ემა კ-ოვის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მისი მეზობლებისგან გახდა ცნობილი. ქალი დაჭრილი გოგონას მკურნალობას მალულად ცდილობდა, მაგრამ მეზობლების დაჟინებული მოთხოვნით, მისი საავადმყოფოში გადაყვანა მაინც გადაწყვიტა. ამონაწერი მოწმის, ლეილა ხ-იანის ჩვენებიდან: „ემას მეზობლად ვცხოვრობ, თითქმის საერთო ღობე გვაქვს. ცოტა ხმაურიანი და სკანდალური ოჯახია, ამიტომ მათთან ყვირილის ხმა არ გამკვირვებია. ყვირილი რომ არ შეწყდა, ჩემი აივნიდან მის ეზოში გადავიხედე –  დავინახე სისხლიანი მარი და ნაცემი მალხაზი. მარის თეთრი ზედატანი ეცვა, რომელიც სისხლით იყო დასვრილი. ემას თავისი გერი, მალხაზი კი ხელებში ჰყავდა მოქცეული და სცემდა – თავში ურტყამდა მუშტებს. ფიზიკურად ძლიერი ქალია და მალხაზი წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ჩემ გარდა, ხმაური სხვა მეზობლებმაც გაიგონეს, ყველანი ერთად შევცვივდით ემას ბინაში. მამაკაცებმა ემა ძლივს დაიჭირეს. ვერც მივხვდით, რაში იყო საქმე, გაუგებარ სიტყვებს იძახდა, გაუპატიურებაც ახსენა. ოჯახის უფროსი – კოტე სახლში არ იყო. ემა ამ სახლში  კოტესთან, მის შვილთან, მალხაზთან და საკუთარ შვილთან, მარისთან ერთად ცხოვრობს. ემა კოტეს რვა წლის წინ გაჰყვა ცოლად. მარი უკვე დიდი გოგო იყო, როცა ჩვენთან გადმოვიდა. უცნაური გოგოა, ჩუმი, ხმას არ იღებს. სულ სახლში იყო და სახლის საქმეს აკეთებდა. ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, რის  გამოც  ინვალიდობის პენსიასაც იღებდა. ემას  და კოტეს  დალევა უყვარდათ. მერე ნასვამები ხშიარდ ჩხუბონდნენ, არც მალხაზი ჩამორჩებოდა მათ ამ ამბებში. მით უმეტეს, რაც ცოლს დაშორდა,  ძალიან უცნაური ხასიათი გაუხდა. ცოლმა ბავშვი წაართვა, ისე რომ, ნახვის საშუალებასაც არ აძლევდა. ოჯახს ძალიან უჭირდა და ჩვენ, მეზობლები ვეხმარებოდით. მარტო კოტე მუშაობდა „სტაიანშჩიკად”. რა უნდა შემოეტანა ოჯახში...” როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ემა კ-ოვმა საკუთარი შვილის საავადმყოფოში წაყვანაზე უარი განაცხადა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „მარის სისხლი დიდი რაოდენობით სდიოდა. ვერაფრით მოვახერხეთ მისთვის სისხლდენის შეჩერება. ღრმა ჭრილობა იყო. ემამ თავი გაიგიჟა: მოკვდეს ასე, ექიმთან არ წავიყვანო. არც კი ვიცი, რომელმა მეზობელმა დარეკა სასწრაფო დახმარების სამსახურში. მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მოვიდა.”
 გამოძიების მასალების მიხედვით, ემა კ-ოვისთვის მალხაზ ნ-ძის ყოფილი მეუღლისგან ცნობილი გახდა, რომ  გერს მის შვილთან  გაუკურმართებული ინტიმური კავშირი ჰქონდა.  სწორედ ეს გახდა გერისა და დედინაცვლის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. მოგვიანებით, სამართალდამცველებს ჩვენება მისცა თავად დანაშაულში ეჭვმიტანილმა ქალმა, და იგივე დაადასტურა სასამართლო პროცესზეც. ამონაწერი ემა კ-ოვის ჩვენებიდან: „ამ ფაქტამდე ერთი თვით ადრე, მალხაზის ყოფილმა ცოლმა დამირეკა და  მითხრა, მალხაზს მარისთან სექსუალური კავშირი აქვსო.  თავიდან არ დავიჯერე ეს ამბავი. ჩემს მეუღლეს, კოტესაც ვუთხარი, მარისაც ვესაუბრე, მაგრამ მან დამიმალა სიმართლე. ჩემს შვილს პრობლემები აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაში. დაბადებისდროინდელი ტრავმის შედეგია, თუმცა გარეგნულად ძალიან არ ეტყობა.  ცოტა ხნის წინ მის გათხოვებაზეც კი იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა. ყველა დედას თავისი შვილისთვის კარგი უნდა. მეც, რა თქმა უნდა, ჩემი ლოთი გერისთვის  საკუთარ შვილს ვერ გავიმეტებდი. უფრო ადრე რომ გამეგო ეს ამბავი, საერთოდ გავაგდებდი მალხაზს სახლიდან. რაც ეს ამბავი გავიგე, ვეღარ ვისვენებდი. ჩუმად ვუთვალთვალებდი კიდეც მალხაზსა და მარის, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შევნიშნე. იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, მეზობელი ქალის გასვენებაში ვიყავი. ორივემ იცოდა, რომ სახლში მალე არ დავბრუნდებოდი, მაგრამ მე სპეციალურად დროზე ადრე დავტოვე სუფრა. როცა ეზოში შევედი,  სახლის კუთხეში არსებული ძველი ბინიდან უცნაური ხმები შემომესმა. ჩუმად წავედი საკუჭნაოსკენ. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ ესიყვარულებოდნენ მარი და მალხაზი ერთმანეთს. გონება დავკარგე, ყვირილი ავტეხე, სამზარეულოში შევვარდი და დანა ავიღე. ამ ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებდი. მარი იქვე იყო ატუზული. არ ვიცი, რამ გამაბედინა და როგორ ჩავარტყი მას დანა. უცებ მალხაზი შემრჩა ხელში, დანა კი აღარ მეჭირა. როცა შვილი სისხლიანი დავინახე და გავაცნობიერე, რაც გავაკეთე,  დანა შეშინებულმა გადავაგდე. მალხაზს უმოწყალოდ ვცემდი. მახსოვს, მეზობლებმა ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. მერე პოლიციაც მოვიდა და სასწრაფოც. მათ გადაარჩინეს ჩემი შვილი, რომლის საავადმყოფოში წაყვანას ექიმებსაც და მეზობლებსაც ძალიან ვეწინააღმდეგებოდი.”
 ემა კ-ოვის ჩვენების საფუძველზე დაკითხულმა მალხაზ ნ-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მოგვიანებით იგივე დაადასტურა 19 წლის გოგონამაც. მისი ჩვენების მიხედვით, მამინაცვლის შვილი მასთან იძულებით სექსუალურ კავშირს რეგულარულად  ამყარებდა, თან აშანტაჟებდა,  ამის შესახებ დედას თუ ეტყვი, ორივეს მოგკლავთო. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, გოგონა გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ობიექტი იყო, რაც დანაშაულში ეჭვმიტანილმა მამაკაცმაც აღიარა. სასამართლომ ემა კ-ოვი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ექვსწლიანი პატიმრობა შეეფარდა მალხაზ ნ-ძეს, რომელსაც ბრალი  მარი კ-ოვთან იძულებით სექსუალურ კავშირსა და გარყვნილ ქმედებაში დასდეს.

скачать dle 11.3