კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გაიწვევენ ახალგაზრდებს 2016 წელს და რატომ გახდა აქტუალური გაწვევის გაუქმება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა აწ უკვე „გირჩების“ ინიციატივას, რის მიხედვითაც, ქვეყანაში სამხედრო გაწვევა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროფესიული არმია უნდა გვყავდეს. ინიციატივის ავტორს ეს იდეა ჯერ კიდევ მაშინ აწუხებდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ირიცხებოდა. ხოლო, თუ პარლამენტის კომიტეტის დამოკიდებულებით ვიმსჯელებთ, ეჭვია, რომ ამ ცვლილებებს წინ ვერაფერი დაუდგება, რასაც, საქართველოს ადგილმდებარეობისა და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, პირადად მე, დადებით მოვლენად ვერ შევაფასებ. განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ ისლამური სახალიფო არც ისე შორსაა განლაგებული, ტერორიზმს კი საზღვრები არ აქვს. თავდაცვის მინისტრის მრჩეველთან, გიორგი თავდგირიძესთან ერთად განვიხილავთ, მართლაც გვემუქრება თუ არა გაწვევის გაუქმება.
– საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დაკანონდება გაწვევის გაუქმება, რომლისადმიც პირადად მე, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. მოხარული ვიქნები, თუ ამ ეჭვებს გამიფანტავთ.
– საუბარი იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს გაწვევა, გადამეტებულია, თუმცა გასაგებია, რომ პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი და მიმდინარეობს მისი განხილვა. თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა თავისი პოზიცია, გახსნა დისკუსია იმისთვის, რომ მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვყალიბდეთ, საქართველო იქნება მხოლოდ პროფესიული არმიის ამარა, თუ შეიარაღებულ ძალებში იქნება როგორც პროფესიული კომპონენტი, ისე მოქალაქე უნიფორმაში. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი პოზიცია, მოდულები, რომლებსაც საზოგადოებას შესთავაზებს და რომელთა ლობირებას მოახდენს. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ საჯარო პოლემიკის ფარგლებში საზოგადოება, პოლიტიკური ძალები უნდა მივიდნენ კონსენსუსამდე, თუ რა ფორმით განხორციელდება ქვეყანაში სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
– არ ჯობდა, ჯერ კონსენსუსისთვის მიგვეღწია და ამის შემდეგ შესულიყო განსახილველად პარლამენტში ცვლილებები გაწვევის გაუქმების შესახებ?
–   ეს არის კერძო პოლიტიკური ძალის ინიციატივა და მათ ახლა შეიტანეს პარლამენტში.
– შევახსენოთ მკითხველს, საუბარია „ნაციონალების“ ყოფილ ოთხეულზე, ახლა უკვე „გირჩებზე“.
– დიახ, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა თავისი პოზიცია ამ კანონპროექტის მიმართ, რომ ის დასახვეწია, არ ითვალისწინებს შეირაღებული ძალების საჭიროებას და თუ გავა იმ ფორმით, რაც დღეს არის, ამით ძალიან დაზარალდება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, რომ პროფესიული კომპონენტი იყოს შეიარაღებულ ძალებში, ამის განხორციელებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. და ისიცაა, რომ არავინ ასაბუთებს, თუ როგორ წარმოუდგენია პროფესიული არმია.
– სანამ ამ თემაზე გადავალთ, ზუსტად მახსოვს, რომ აწ „გირჩელმა“ ბ-ნმა ჯაფარიძემ, ინიციატივის ავტორმა, ასე ახსნა გაწვევის გაუქმების აუცილებლობა: სახელმწიფოს არ აქვს უფლება, რომ მოქალაქე თავისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანოს ჯარში და ეს უფლებების დარღვევააო. თუ  იძულებაა მოქალაქისთვის ქვეყნის დაცვა, არც კი ვიცი, ჰქვია თუ არა ასეთს მოქალაქე და მეორე –  ეს იგივეა, დედამ თქვას, რომ  შვილი მის უფლებებს არღევევს, რადგან ჩვილობის პერიოდში ღამით არ აძინებს და ამით ულახავს უფლებებს.
– ეს უტრირებაა და არც მინდა, რომ პოლიტიკური დებატები გავმართო, მაგრამ დღევანდელი სახელმწიფო, ფაქტობრივად, დგას მოქალაქის ამ ტიპის ვალდებულებაზე. მაშინ ჩვენ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ მამაკაცს 18 წლის ასაკიდან აქვს ვალდებულება, იარაღით ხელში დაიცვას ქვეყანა. ამ ვალდებულებისთვის მომზადების ფორმაა სამხედრო-სავალდებულო სამსახური, რომ ომის შემთხვევაში, მათ შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური ვალდებულების მოხდა. თუმცა არსებობს ტენდენცია, როდესაც სახელმწიფო ცვლის სამხედრო ვალდებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას და სხვა ფორმას ეძებს. მაგალითად, ბრიტანეთს ჰყავდა დაქირავებული არმია, რადან მას ჰყავდა საექსპედიციო კორპუსი, რომელშიც ყველაზე კარგად მუშაობდა ეგრეთ წოდებული დაქირავების პრინციპი. მაგალითად, გერმანიამ და საფრანგეთმა, იმის გამო, რომ რისკები მაღალი არ იყო, მიიღეს გადაწყვეტილება,  სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გარდა, ყოფილიყო ეგრეთ წოდებული არმია, ანუ გადასულიყვნენ არმიის დაკომპლექტების საკონტრაქტო სისტემაზე. თუმცა ვითარება უკრაინის მოვლენების შემდგომ შეიცვალა და ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური აღდგება.
– იმ მონაცემით, რაც მე მაქვს, წვევამდელ- საკონტრაქტოებიანად 37 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გვყავს. ალბათ, თავდაცვის სამინისტროს აქვს მონაცემი, რა რაოდენობის კონტინგენტი გვჭირდება ჩვენ წინაშე მდგარი სამხედრო საფრთხეების გასანეიტრალებლად, მაგრამ საკონტრაქტოს ხომ უფრო მეტი ფული სჭირდება? აქვს ამის შესაძლებლობა ჩვენს ბიუჯეტს?
–  ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც რატომღაც საზოგადოებას აქტიურად არ ესაუბრებიან. ისევე, როგორც მკურნალობის კურსს, ქვეყნის თავდაცვასაც აქვს გარკვეული თავისებურებები: რეალური გეოგრაფიული სივრცე, რეალური გამოწვევები, რეალური საფრთხეები. ეს დათვლილია და არსებობს ოპერატიული გეგმები. თუ ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამდენი შეიარაღებული ძალა გყავდეს ყაზარმებში, სამხედროებს აქვთ სხვადასხვა ილეთი: რეზერვის დაგროვება, მშვიდობიანობის დროს გონივრულად მინიმალური რაოდენობის ადამიანის ყოლა ყაზარმაში და ისეთი სამობილიზაციო სისტემის შექმნა, რაც საშუალებას გაძლევს, სრულმასშტაბიანი ომის დროს გაშალო ქვედანაყოფები და იყოლიო იმდენი, რამდენიც გჭირდება წარმატებული საბრძოლო მოქმედებისთვის. ჩვენ ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი: თუ მხოლოდ პროფესიული არმიის ამარა დავრჩებით, რეზერვის დაგროვებაში ვიქნებით შეზღუდული და შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ომიანობის დროს შეგვეძლება, სწრაფად გამოვიყვანოთ ადამიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ბრძოლის ველზე და წარმატებულად დავიცვათ ქვეყანა, არის საკმაოდ დაბალი. ან, თუ მაინც გვინდა, რომ შევქმნათ მრავალრიცხოვანი პროფესიული სარეზერვო სისტემა, ამ შემთხვევაშიც მთავარია, ფინანსები და ეს იძულებულს ხდის ქვეყანას, მეტი ფული ჩადოს სამხედრო საქმეში. არსებობს გონივრული რიცხვი: სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს მთლიანი შიგა პროდუქტის ორი პროცენტი.
– ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს, გამოდის ოთხ მილიარდამდე.
– ანუ ეს შეუძლებელი იქნება. იმის თქმა მინდა, რომ სამხედრო თეორია ასეთ კვლევებს იცნობს და პოლიტიკური ძალები, თუ მათ სურთ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გამართულად ისაუბრონ, უნდა იცნობდნენ ამ თეორიებს და მათი არგუმენტები უნდა ექცეოდეს ამ რიცხვების, შეზღუდვებისა და რეალობის ფარგლებში, თორემ პოპულიზმი არ არის ცუდი. არც ერთი ახალგაზრდა არ წავიყვანოთ ჯარში, ვიყიდოთ მაღალტექნოლოგიური იარაღი და მხოლოდ ტექნოლოგიებით დავიცვათ ქვეყანა, შეიძლება, სასიამოვნო მოსასმენი იყოს, მაგრამ ამის პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია.
– ტერორიზმისგან ტექნოლოგიურად თავი ვერ დაიცვა ვერც აშშ-მა და ვერც ევროკავშირმა. ამ ცვლილების განხილვა უნებლიეთ დაემთხვა პარიზში განხორციელებულ ტერაქტს, თუმცა ისლამური სახალიფო ჩვენს მეზობლადაა და ფრონტის ხაზი, ფაქტობრივად ჩვენზე გადის. მეორე მხრივ, გულში ყველანი მოველით, რომ რუსეთი ერთ დღესაც დაიშლება, მაგრამ ვართ მზად ამის შემდეგ ვინ დაიცავს ჩვენს ჩრდილოეთის საზღვარს არც თუ უსაფრთხო ჩრდილო კავკასიისგან? ამ ფონზე გაწვევის გაუქმებაზე საუბარი კონტექსტიდან ამოვარდნილად მეჩვენება. არის ახლა ამ ცვლილებების დრო?
– ძალიანაც კარგი, რომ ვმსჯელობთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ამ განხილვისას თავდაცვის უწყებას შეეკითხებიან აზრს და მას აქვს თავისი საფუძვლიანი არგუმენტები. გავა თუ არ გავა ეს ცვლილება ამ ფორმით, ცალკე თემაა. ამჟამად უბრალოდ ერთ-ერთმა საპარლამენტო კომიტეტმა მისცა ვიზირება იმას, რომ განხილვა დაწყებულიყო. ამდენად, ეს დისკუსია, პირიქით, წაადგება ჩვენს პოლიტიკურ ელიტას იმაში, რომ ჯანსაღი მიდგომები ჩამოაყალიბოს ამ საკითხზე. აქვე დავძენ, რომ დისკუსია უკვე დაწყებულია და ეს ჩვენთვის ფოკუსჯგუფია. ჩვენ ვაკვირდებით ახალგაზრდობის განწყობას. ვაკვირდებით, რა პრობლემას უქმნის გაწვევის სისტემა ახალგაზრდებს. როდესაც ტრანსფორმაციაზე ვლაპარაკობ, ეს ნიშნავს, რომ შეიცვლება სისტემა, შეიცვლება მიდგომები, ვადები, პრინციპები და ასე შემდეგ. ცალსახაა, რომ სამხედრო ვალდებულება დარჩება. უბრალოდ, სავალდებულო ვალდებულების მოხდის ფორმა იქნება განსხვავებული.
– მუდმივად ვწერდი მასალებს გაწვევის შესახებ და იქ მართლაც ბევრი პრობლემაა. გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩევიან გასაწვევები, როდესაც გაწვევის ასაკის მამაკაცი გაცილებით ბევრი გვყავს, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს ეხება გაწვევა. ამას პლუს, რომ ისინი ვერ ეუფლებიან სამხედრო უნარ-ჩვევებს და მხოლოდ დარაჯებად დგანან სამ დღეში ერთხელ?
– კომპლექსური მიდგომა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ჩვენ არ გვექნება ასეთი დამოკიდებულება –  ვიღაც დავიჭირეთ, წავიყვანეთ ჯარში, მოვახდევინეთ და დავივიწყეთ. წვევამდელის მომზადება 15 ან 16 წლის ასაკიდან დაიწყება. სკოლებში ისინი მიიღებენ ელემენტარულ ინფორმაციას, უწყება მიადევნებს თვალს ახალგაზრდას გარკვეული ასაკიდან და, შესაბამისად, როდესაც დაუდგება სამხედრო სავალდებულო გაწვევის ვადა, მისთვის ეს მოულოდნელობა არ იქნება. მას შეეძლება, დაგეგმოს თავისი კარიერა. არ აიძულებენ, რომ დღესვე, ახლავე, წავიდეს ჯარში ან გადაიხადოს ფული და გადაავადოს გაწვევა. თან, ეს მოდელები უკვე არსებობს. ჩვენ ვეცნობით მათ, ვიცით თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამასთან, შეზღუდულები არ ვართ ტრადიციებით და სისტემის ნგრევაც არ დაგვჭირდება. მოქნილად მოხდება ტრანსფორმირება. მთავარია, რომ ახალგაზრდას შეეძლება, დაგეგმოს თავისი მომავალი: ჯერ ისწავლოს და შემდეგ მოიხადოს სამხედრო-სავალდებულო სამსახური თუ –  პირიქით. ეს იქნება ძალიან ჰუმანური და რბილი მიდგომა, ორმხრივი დიალოგით, სადაც ჩვენ გამოვალთ მრჩევლების როლშიც. ჩვენთვის ქართველი ახალგაზრდა არ არის განყენებული ტიპი, რომელიც ძალით უნდა მოვიყვანოთ და ვამსახუროთ. ისინი არიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ბურჯები, მიუხედავად იმისა, აცვიათ თუ არა სამხედრო ფორმა. შესაბამისად, მათი ხედვიდან გამომდინარე, მოინახება ის ფორმა, თუ როგორ დაიცავენ ქვეყანას. დღეს ზოგადად ვლაპარაკობ, მაგრამ დეკემბრის შუა რიცხვებიდან გავაცნობთ საზოგადოებას სხვადასხვა მოდულს სამსჯელოდ.
– რამეს უფრო კონკრეტულს ხომ ვერ გვეტყვით, იმას გარდა, რომ გაწვევა დარჩება და ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ კონტრაქტორები არ იმსახურებენ?
– უპირველესად, ეს იქნება მოკლევადიანი, რაც ტვირთად არ დააწვება ახალგაზრდას. ანუ ვადა არ უნდა იყოს თვითმიზანი; შევარჩევთ ისეთს, რაც საკმარისია საბაზისო და სპეციალური მომზადებისა და გამოცდილების დასაგროვებლად. გამოკვეთილი ფავორიტი სამხედრო სკოლები არ გვაქვს, თუმცა ვმსჯელობთ, ათწლიანი შვეიცარიული სისტემა ჯობია თუ ავსტრიული –  ექვსთვიანი.
– ათწლიანი რას ნიშნავს?
– გულისხმობს, რომ მოქალაქემ 360 დღე უნდა იმსახუროს 10 წლის განმავლობაში, ანუ წელიწადში 30 დღეს არიან ყაზარმებში. შვეიცარიაში გაწვევა მკაცრად კონტროლდება და გამორიცხულია, თავიდან აიცილო. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ მსახურობ, მაშინ დამატებით იბეგრები, რომ უზრუნველყო მაინც ის ადამიანები, რომლებიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურს იხდიან. ასე რომ, თუნდაც, დემოკრატიულ ქვეყნებში გაწვევა ადამიანის უფლებების შეზღუდვად  არ ითვლება. მათ საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი და ეს მოქალაქის ვალდებულებაა თავისი ქვეყნის წინაშე.
– სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ქალებსაც გაგვიწვევდნენ და ამასობაში კინაღამ კაცების გაწვევაც გადავიფიქრეთ. ქალების სავალდებულო გაწვევის საკითხი ჯერ არ დგას?
– დღეს ნებაყოფლობითია, მაგრამ, თუ არსებობს ქალთა ორგანიზაციები, რომლებიც დაასაბუთებენ, რომ ქალებისთვის სამხედრო ვალდებულება აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ ასეთი მსჯელობისთვის. თუმცა თავდაცვის უწყება არ აპირებს, საკუთარი ინიციატივით დააყენოს საკითხი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური შეეხოთ მანდილოსნებსაც. მაგრამ აკრძალულიც არ არის. შეუძლიათ, ნებაყოფლობის პრინციპზე იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში და დღეს ძალიან ბევრი ქალი მსახურობს.

скачать dle 11.3