კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

როგორ გახდა ზურაბ აბაშიძე გენერალური ინსპექციის უფროსი, აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა მინისტრის მოადგილე და აფხაზეთის მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში

სამგორის რაიონის მაჟორიტარი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, აწ კი „კოალიციიდან“ განდგომილი „თავისუფალი დემოკრატი“ ზურაბ აბაშიძე 1973 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიუღია და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1996 წელს დაწყებულა სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც 1998 წლამდე მუშაობდა მთავარ სპეციალისტად და კანცელარიის უფროსის თანაშემწედ. 1998-2000 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფერენტი იყო, ხოლო 2002-2003 წლებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და იმავე წელს გახდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2005 წელს აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც 2006 წლამდე მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2006 წელს აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი იყო. 2006 წელს კი აფხაზეთის მინისტრად დაინიშნა საგანგებო დავალებათა საკითხებში. 2007 წელს საქართველოს კონტროლის პალატაში გადაინაცვლა, სადაც გენერალური ინსპექციის უფროსად 2008 წლამდე იმუშავა. 2010-2012 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია.
ბ-ნი აბაშიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა და ოჯახის წევრად მიუთითა 1940 წელს დაბადებული მამა, გიორგი აბაშიძე. ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება ზურაბ აბაშიძის საკუთრება იყო: საცხოვრებელი ბინა თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე (50 000 ლარად ღირებული) და ავტომანქანა „ჟიგული 07“ – 6 000 ლარად შეფასებული.
როდესაც ზურაბ აბაშიძე იუსტიციის საბჭოს წევრად იყო დასაქმებული, ბ-ნი გიორგი აბაშიძე მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის მოადგილე იყო. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა 2000 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 1 800 ლარი აიღო; ხოლო ბ-ნმა ზურაბმა, როგორც უშიშროების საბჭოს აპარატის რეფერენტმა, 1 202 ლარი, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა კი, 2 584 ლარი.
2002 წელს ბ-ნი აბაშიძე დეკლარაციას ავსებს, როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანი და მისი წლიური სახელფასო შემოსავალი 2001 წლის განმავლობაში, 10 320 ლარია; ხოლო გიორგი აბაშიძეს კი, როგორც თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსს, 1 900 ლარი აუღია. იმავე ოდენობის შემოსავალი ჰქონდათ 2002 წელსაც. 2003 წლის განმავლობაში ბ-ნმა აბაშიძემ, როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანმა, 10 380 ლარი აიღო; 2004 წელს კი შეეძინა ვაჟი – ნიკოლოზი. 2005 წელს მან დეკლარაცია შეავსო, როგორც გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა, მისი სახელფასო შემოსავლის დათვლა ვერ ხერხდება, რადგან 2004 წლის განმავლობაში სამი თანამდებობა მოიარა და მხოლოდ ყოველთვიური ხელფასების ოდენობას მიუთითებს. 2006 წლის აპრილში ბ-ნ აბაშიძეს შეეძინა მეორე შვილი – ქეთევანი. დეკლარაციის შევსების მომენტში კი ნაღდ ფულად 10 000 ლარი ჰქონდა. ასევე, 2005 წელს დააფუძნა „საზოგადოება ხაბურძანია, აბაშიძე და პარტნიორები“ და იმ წლის განმავლობაში, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრმა საგანგებო დავალებათა საკითხებში, 10 169 ლარი აიღო, ხოლო, როგორც კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრმა, 24 762 ლარი.
მორიგი დეკლარაცია მან უკვე 2012 წელს შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ვიგებთ, რომ 2011 წლის განმავლობაში, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, 43 300 ლარი აიღო; 2012 წლის განმავლობაში, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, 43 300 ლარი, ხოლო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, 20 307 ლარი. სულ ბოლო დეკლარაცია დეპუტატმა 2014 წელს შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე – თეონა ბენაშვილი; 2004 წელს დაბადებული ვაჟი – ნიკოლოზი; 2006 წელს დაბადებული ქალიშვილი – ქეთევანი; 2006 წელს დაბადებული გერი – ვახტანგ კვარაცხელია და 2013 წელს დაბადებული ვაჟი – გიორგი. ოჯახის უძრავი ქონების მფლობელი ოჯახის უფროსია: მისი საკუთრებაა საცხოვრებელი ბინები ყაზბეგის გამზირზე (158 კვ. მ.) და ყიფშიძის ქუჩაზე (173 კვ. მ.). 2013 წლის განმავლობაში კი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, 76 124 ლარი აუღია. ასევე, ბანკიდან სესხებიც გამოუტანია: 50 000 აშშ დოლარი ბინის შესაძენად და გასარემონტებლად და 17 000 ლარი – ავეჯის შესაძენად.

скачать dle 11.3