კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედა თუ დედინაცვალი

ვის რა ჰკიდია მოიერიშის ფრთებზე?!

 მართალია, ჯერჯერობით ისლამურ სახალიფოს მხოლოდ ბომბავენ (თანაც – გაძლიერებულ რეჟიმში), თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წუთი წუთზე სახმელეთო ოპერაციაც ანდა დაიწყოს, ერთი ისაა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ამასობაში დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაში განხორციელებული ნებისმიერი სახეობის სამხედრო ოპერაცია კანონიერი იქნება, მაშინაც კი, თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ გასცემს შესაბამის ნებართვას.
სახელდობრ, დევიდ კემერონი უბნობს: „ნებისმიერი ჩვენი ქმედება იქნება კანონიერი და ის დაიცავს ჩვენს ქეყანასა და მოქალაქეებს“ და თუმცა შენიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებში, სასურველია გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა, დასძინა, რომ ამის გარეშეც იოლად გავა ფონს.
სხვათა შორის, უფრო ადრე იმავე ბ-ნმა კემერონმა ისიც აღნიშნა, რომ სირიის საკითხში დიდი ბრიტანეთისა და რფ-ის პოზიციები ერთმანეთს  დაახლოვებულა.
მართალია, ჩვენ არ ვიცით, რა უტრიალებთ თავებში მსოფლიოსად წოდებულ ლიდერებს და რამდენად ემთხვევა მათ მიერ ნათქვამი მათსავე ფიქრებს, ორივენიცა კი – მათ ქმედებებს, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ გაერო, განსაკუთრებით, მისი უშიშროების საბჭო, ჩვენნაირების აღსაზრდელ-შესაშინებლადაა შექმნილი, იმიტომ რომ, თავად იმ უშიშროების საბჭოს წევრებს ის ორგანო, რის წევრებიც ბრძანდებიან, ჩალის ფასად უღირთ (პათოსით: რაკეტის ფრთებზეც გვკიდიაო). ანუ ეს გაეროც კი ვისთვის დედაა, ვისთვის – დედინაცვალიო?! –

скачать dle 11.3