კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმ რამაზ ჩარექიშვილის წვლილი საქართველოში ენდოსკოპიური გინეკოლოგიის განვითარებაში

ექიმ რამაზ ჩარექიშვილს საზოგადოების წინაშე წარსდგენა აღარ სჭირდება. ის არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით აღიარებული ქირურგი-გინეკოლოგია, მისი სახელი საქართველოში ლაპარასკოპიის დანერგვის სათავეებსაც უკავშირდება. ჩვენი მკითხველის გამოკითხვების თანახმადაც, ის 2015  წლის რჩეულ ექიმებს შორისაა. გარდა იმისა, რომ შეიტყობთ რითაა განპირობებული ნდობა მისადმი, რატომ აღიარებენ რამაზ ჩარექიშვილს პაციენტები ერთ-ერთ საუკეთესო ექიმად და რა უნიკალურ ოპერაციებს აკეთებს ბატონი რამაზი, მის მრავალრიცხოვან პაციენტებს გვინდა, ჩვენი ჟურნალის საშუალებით ვამცნოთ, რომ ბატონი რამაზი ამჟამად უკვე „კარაპს მედლაინის“ წამყვანი ქირურგ-გინეკოლოგია და მასთან ვიზიტისთვის სწორედ  დიღომში მდებარე „კარაპს მედლაინის“ კლინიკას უნდა მიაკითხონ.

 რამაზ ჩარექიშვილი – მინი-დოსიე: მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი, ლაპარასკოპიული  გინეკოლოგიის  ერთ-ერთი დამფუძნებელი  საქართველოში. მან ჟორდანიას ინსტიტუტში  90-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი აღნიშნულ მიმართულებას. პირველი ქისტერეკტომია, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა ლაპარასკოპიული მიდგომით  საქართველოში, სწორედ ასოცირებულ პროფესორ რამაზ  ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება. ეს იყო 1995 წელს. ჩატარებული აქვს: 16 000-ზე მეტი ლაპარასკოპიული ოპერაცია, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, აზერბაიჯანსა და  რუსეთში. მის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად უამრავ წყვილს მიეცა  შთამომავლობის გაგრძელების  შანსი და შესაძლებლობა. ის ერთადერთი ექიმია საქართველოს სინამდვილეში, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ოპერაციას ვიდეოფირზე იღებს და პაციენტს ეძლევა საშუალება, გაეცნოს და შემდგომში დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. უკვე 4 წელიწადია, სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, რამაზ ჩარექიშვილის უშუალო თაოსნობით ხდება  სტუდენტების გადამზადება ლაპარასკოპიული მედიცინის  პროფილით. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ნაყოფიერად უძღვებოდა ლაპარასკოპიულ მიმართულებას ჟორდანიას ინსტიტუტის განახლებულ კლინიკაში. ამჯერად კი, მუშაობას „კარაპს მედლაინში“ აგრძელებს.
ასევე, მისი უშუალო ინიციატივით, 2008 წლიდან რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის ბაზაზე დაფუძნდა „უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდი”. ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკა დაარსდა 2007 წლის მაისში. ცენტრს სათავეში ჩაუდგა ენდოსკოპიური ქირურგიის პიონერი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი რ. ჩარექიშვილი. მან შექმნა არაჩვეულებრივი გუნდი საქართველოში მოქმედი გამოცდილი რეპროდუქტოლოგების, ქირურგების, რადიოლოგების, ასევე: ენდოკრინოლოგის, მამოლოგის, კარდიოლოგის, ექიმ-ლაბორანტებისა და სპეციალურად მომზადებული მედპერსონალია. კლინიკაში ფუნქციონირებს პოლიკლინიკური და სტაციონარული განყოფილება. ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც იძლევა საშუალებას, გამოცდილი ექიმების წყალობით, პაციენტებს ჩაუტარდეთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ცენტრს ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს მიღწევები ენდოსკოპიურ ქირურგიაში, რომელიც უტოლდება ევროსტანდარტებს. კლინიკაში წარმატებით ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები, ნებისმიერი ზომის მრავალკვანძოვანი მიომების, ექტოპიური ორსულობის, სხვადახვა ეტიოლოგიის კისტების არსებობის შემთხვევაში, ასევე ენდომეტრიოზების დროს. ბატონი რამაზ ჩარექიშვილი გახლავთ საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
– ბატონო რამაზ, როგორც შევიტყვეთ, სულ ახლახან, თქვენ უნიკალური ოპერაცია ჩაატარეთ...
რამაზ ჩარექიშვილი: ეს თავისი არსით საკმაოდ იშვიათი და რთული ოპერაციაა. სტატისტიკის თანახმად, ჩვენთან ჩატარდა მსოფლიოში რიგით  51-ე ოპერაცია. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია – 7-მილიარდიან მსოფლიოში რომ 51-ე შემთხვევა შენთან დაფიქსირდება. კერძოდ, კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციაზეა აქ საუბარი?! – პაციენტი შემოვიდა    ეჭვით, რომ იყო გარე ორსულობის ნიშნები. იყო კიდეც გარე ორსულობა  ოღონდ ნაკეისრალ-ნაწიბურში, რომელიც არის უიშვიათესი პრაქტიკული შემთხვევა და რომელიც ურთულესი ოპერაციაა. თანაც, კავშირი არ ჰქონდა არც საშვილოსნოს ღრუსთან და ეს ართულებდა ოპერაციას. მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი ოპერაცია ამ 51 ფაქტიდან, ჩატარებულია ძირითადად მუცელკვეთით, ხოლო ჩვენს შემთხვევაში, ეს იყო  მსოფლიოში მეოთხე, როცა  ის ლაპარასკოპიული მეთოდით განხორციელდა. საშვილოსნო შეუნარჩუნდა ახალგაზრდა პაციენტს და პლუს, მოხერხდა  ლაპარასკოპიული მეთოდით, ფაქტობრივად, საკეისრო კვეთის ჩატარება და ნაყოფის ამოღება. შესაძლოა, ექიმს მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში არ მიეცეს ასეთი უნიკალური ოპერაციის ჩატარების საშუალება.
– ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, რით მიაღწიეთ  პაციენტებში ასეთ ნდობას?
– ეს ქართულ სინამდვილეში არცთუ მარტივია. ნებისმიერ სფეროში, არა მხოლოდ მედიცინაში, ნდობის მოპოვება  რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. ჩვენს სპეციალობაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პროფესიონალიზმი, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია – კეთილსინდისიერება და მესამე – პაციენტის პრობლემის გულთან ახლოს მიტანა. ექიმს უნდა ჰყოფნიდეს გულმოდგინება, რომ ბოლომდე მოუსმინოს პაციენტს, რომელიც მათთან  თავისი გასაჭირით მიდის. ეს ფაქტორები განაპირობებს ექიმისადმი ნდობას. ჩვენს შემთხვევაში კი, კიდევ უფრო აღრმავებს ნდობას გაკეთებული ოპერაციის ვიდეოდისკზე ჩაწერა, რომელიც თან მიაქვს პაციენტს და ამით, პრაქტიკულად, მას აქვს მტკიცებულება, რამდენად კვალიფიციურად გაუკეთდა ოპერაცია. ეს ზრდის პაციენტში ნდობის ფაქტორს. ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენი კლინიკის  პერსონალი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია მოქალაქეების კომფორტულ მომსახურებაზე. გსმენიათ კიდეც, ხანდახან შეიძლება სიტყვამ უფრო მოარჩინოს ადამიანიო. ასე რომ, ამ პრინციპებს ვიცავთ და ვცდილობთ, ჩვენს პაციენტებს  ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს პაციენტებს ასეთი ნდობისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.

скачать dle 11.3