კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეწვიეთ დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრს, ენდეთ პროფესიონალებს

მკითხველების მიერ 2015 წლის გამორჩეულ ექიმთა რიცხვში  ცნობილი ქართველი ენდოკრინოლოგი, ბატონი დავით მეტრეველიც მოხვდა. ბატონი დავითი იმ სამედიცინო ცენტრს  ხელმძღვანელობს, რომელიც მისივე სახელობისაა და რომელიც დღეს პაციენტების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

 მინი-დოსიე: დავით მეტრეველი დაიბადა 1946 წელს თბილისში, პედაგოგების ოჯახში. 1970 წელს, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, დავით მეტრეველი იწყებს აქტიურ შრომითსაექიმო, პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. ამ რთულ გზაზე მისთვის განსაკუთრებული იყო 1986 წელს, 40 წლის ასაკში თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგედ არჩევა. ამჟამად პროფესორი დავით მეტრეველი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის რეზიდენტურის ენდოკრინოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ენდოკრინოლოგი, ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების, ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციისა და ამერიკის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი.     
სამედიცინო ცენტრი
2011 წელს დავით მეტრეველმა თავის უახლოეს თანამოაზრეებთან – კობა კობიაშვილთან და ლევან მეტრეველთან ერთად, დააფუძნა შპს „დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი,“ სადაც დღემდე მუშაობს და წარმართავს ამ სამედიცინო დაწესებულების მრავალმხრივ  საქმიანობას. თანამედროვე დონის სამკურნალო-დიაგნოსტიკური და პროფილაქტიკური საექიმო პროცესები კლინიკაში ორგანულადაა შეხამებული  სტუდენტთა სწავლებასა და ახალგაზრდა ექიმების პროფესიულ აღზრდასთან, რადგან „დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი“ წარმოადგენს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზას ენდოკრინოლოგიაში.
45 წლის განმავლობაში დავით მეტრეველის შრომითი საქმიანობა   გამოირჩეოდა მაღალი დონის პროფესიონალიზმის იდეალებისა და საექიმო ეთიკის პრინციპებისადმი ერთგულებით. ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ის ფაქტი, რომ „დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი” არის თანამედროვე, უმაღლესი კლასის სტანდარტების მქონე სამედიცინო დაწესებულება. დავით მეტრეველისა და ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კობა კობიაშვილის ხელმძღვანელობით მომუშავე ეს სამედიცინო კერა, იმ უმდიდრესი საექიმო, პედაგოგიური და სამეცნიერო ტრადიციების მემკვიდრეა, რომელიც სათავეს გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან იღებს და უშუალო კავშირშია საქართველოში თანამედროვე   ენდოკრინოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვაჟა ივერიელის მრავალწლიან ნაყოფიერ მოღვაწეობასთან.
ენდოკრინოლოგია, მათ შორის  ტოქსიკური და არატოქსიკური დიფუზური და კვანძოვანი ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები, ფარისებრახლო ჯირკვლების ავადმყოფობა, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ენდოკრინული მიზეზებით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია (წნევის მატება), კარდიომეტაბოლური დარღვევები და ათეროსკლეროზი,  ჰიპოფიზის, სასქესო ჯირკვლებისა და სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლის ავადმყოფობანი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ავთვისებიანი და არაავთვისებიანი სიმსივნეები, ბავშვთა სქესობრივი და ფიზიკური  განვითარების, კერძოდ სიმაღლეში ზრდის პრობლემები, მოზრდილთა სქესობრივი ფუნქციის დარღვევისა და რეპროდუქციული ორგანოების ავადმყოფობათა ენდოკრინული ასპექტები მამაკაცებსა და ქალებში (მათ შორის, ენდოკრინული მიზეზებით გამოწვეული მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ჭარბთმიანობა და უშვილობა), თირკმელზედა ჯირკვლების ავადმყოფობები – აი, არასრული სია იმ სამედიცინო პრობლემებისა, რომელთა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა  ყოველთვის იყო ასპარეზი პროფესორ დავით მეტრეველის ხელმძღვანელობით მომუშავე სამედიცინო კოლექტივისთვის.  
„დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი” დიდი ავტორიტეტით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.  მთელ კავკასიაში პოპულარულია „ბავშვთა ზრდის კავკასიური ცენტრი,” სადაც სიმაღლეში ზრდის დარღვევების შემთხვევაში, დიაგნოსტიკა და მკურნალობა გრძელდება იმ ტრადიციებით, რაც ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგებსა და გერმანელი პედიატრ-ენდოკრინოლოგების, თითქმის 15-წლიანი თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. ეს საქმიანობა წარმატებით გრძელდება ჩვენი ცენტრის ექიმის, მედიცინის დოქტორის, ეკატერინე კვარაცხელიას ხელმძღვანელობით. ცენტრის ავტორიტეტის განმტკიცებას დიდად შეუწყო ხელი  ნევროლოგიური და ნეიროენდოკრინოლოგიური სამსახურის მაღალ პროფესიულ დონეზე ფუნქციონირებამ, რაც ხორციელდება ცნობილი მკურნალისა და მეცნიერის, არაერთი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორის, გიორგი გეგელაშვილის, მედიცინის დოქტორის, ნუგზარ გოგიბედაშვილისა და ექიმ თეა მამალაძის მიერ.
„დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრში” მომუშავე, რესპუბლიკაში ცნობილი კლინიცისტ-ენდოკრინოლოგების (ექიმები მ. კარსანიძე, ნ. ჩხვიმიანი, ნ. ღამბაშიძე) და ენდოკრინოლოგთა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მაღალკვალიფიციური პროფესიონალების (თ. შერვაშიძე, ნ. ლაზრიშვილი, ქ. ჯოჯუა, მ. ბარათაშვილი, თ. მაისურაძე, ნ. ლაცაბიძე, ც. ხვიჩია, ნ. მამულაძე, ნ. ჩხეიძე) წარმატებულ საქმიანობას საიმედო საფუძველს უქმნის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. ცენტრში ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) გამოკვლევები ტარდება ენდოკრინული სისტემის ავადმყოფობათა დიაგნოსტიკის დარგში რესპუბლიკის წამყვანი სპეციალისტის, რადიოლოგ ფლორა ბაღათურიას ხელმძღვანელობით.   
ავადმყოფთა გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის მხრივ, ექიმთა საქმიანობას დიდ დახმარებას უწევს თანამედროვე ოფთალმო-ენდოკრინოლოგიური კაბინეტი ექიმ მ. მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. ჰორმონული, იმუნოლოგიური, ბიოქიმიური და კლინიკოლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებას ხელმძღვანელობს თ. კობიაშვილი. ამ დიაგნოსტიკური კვლევების მაღალი ხარისხი მიღწეულია ლაბორატორიული ტექნიკის წარმოების დარგში მსოფლიო ლიდერის, ამერიკული კომპანია Abbott-ის აპარატურისა და მასალების გამოყენებით, ანალიზების სიზუსტის ხარისხის სისტემატური შემოწმებით დიდი ბრიტანეთის  RANDOX-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკური ხარისხის საერთაშორისო კონტროლის სამსახურის მიერ. თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფა შერწყმულია ლაბორატორიული სამსახურის თანამშრომლების საქმისადმი ერთგულებასთან, პროფესიულ პატიოსნებასა და დიდ გამოცდილებასთან.
სიმსივნეზე საეჭვო ბუნების ქსოვილების ასპირაციული ბიოფსია და მათი ციტოლოგიური დიაგნოსტიკა ტარდება მედიცინის დოქტორის ე. აზმაიფარაშვილის მიერ.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ. ეს კვლევები ტარდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვით, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამედიცინო ეთიკის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას. ჩვენს ცენტრში უკვე ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს არაერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხასიათის საერთაშორისო მასშტაბის კვლევა. ეს კვლევები დიდი პოპულარობით სარგებლობს მასში მონაწილე პაციენტებში, რადგან ამ პროცესში უზრუნველყოფილია, დღეს მოქმედ სამედიცინო სტანდარტებთან შედარებით, უფრო მაღალი ხარისხის უფასო სამედიცინო  მომსახურება.
ენდოკრინოლოგიურ ავადმყოფობათა სკრინინგის განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი-ენდოკრინოლოგი ნ. ჩხეიძე. ამ განყოფილებაში გამოკვლევები ტარდება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, უმნიშვნელოვანეს ენდოკრინოლოგიურ ავადმყოფობათა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით.
„დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის” ახალი, თანამედროვე კორპუსი მდებარეობს თბილისში,  წინანდლის ქუჩა ¹9-ში (მეტროს სადგური „300 არაგველი”), ყოფილი „ქ. თბილისის I საავადმყოფოს” ტერიტორიაზე, სადაც პროფესორი დავით მეტრეველი 45 წელიწადზე მეტია, საქმიანობს.
„დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრში” ექიმის კონსულტაციის მისაღებად პაციენტების წინასწარი ჩაწერა შეიძლება ტელეფონითაც:
(+995 32) 219-0-219. ელექტრონული ფოსტის მისამართია: d_metreveli@yahoo.co.uk

скачать dle 11.3