კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ხმით არანჟირების ჩემპიონი ევროპაში ვახტანგ კალანდაძე და როგორ აღმოაჩინა ის ვალერი მელაძემ

27 წლის ბიტბოქსერი ვახტანგ კალანდაძე ერთადერთი ქართველია რუსეთში, ვისაც თავის საქმეში, ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყავს. არაბუნებრივი ნიჭით სცენიდან მსმენელს ისე აოცებს, ბევრს ეჭვიც კი ეპარება მის ტალანტში. ვახტანგი მსოფლიოს ბიტბოქსერთა კონკურსზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა და საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები მონაწილეობდნენ, მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო ევროპის მასშტაბით, ის ჩემპიონია. როგორც თავად ამბობს, იღბლიანია და ცხოვრებაში უმართლებს.

 ვახტანგ კალანდაძე: საქართველოში დავიბადე, თუმცა, ცხრა წლის რომ ვიყავი, ოჯახი მოსკოვში გადმოვიდა საცხოვრებლად და აქ გავიზარდე. ბედს ნამდვილად არ ვუჩივი, მიმაჩნია, რომ წარმატებული ვარ. ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან ისეთ ადამიანებს შემახვედრა განგებამ, რომლებმაც სწორი გზა დამანახვეს და ხელი შემიწყვეს წარმატების მიღწევაში. მუსიკალური განათლებაც მოსკოვში მივიღე და დღეს, ერთ-ერთი მოთხოვნადი მომღერალი და პიტბოქსერი ვარ. ბედმა ჯერ კიდევ წლების წინ გამიღიმა, როცა ვოკალის პედაგოგმა, ქალბატონმა სვეტლანამ  შეამჩნია ჩემი ნიჭი და ვალერი მელაძეს სთხოვა, გაკვეთილზე ჩემთვის მოესმინა. როგორც აღმოჩნდა, ვალერისაც ჩემი პედაგოგი ამეცადინებდა ვოკალში. ვიმღერე და თან, ხმით არანჟირება გავაკეთე ანუ პიტბოქსი. ვალერიმ მომისმინა, ძალიან მოეწონა ჩემი შესრულება და შემომთავაზა, რეპი დაწერე და დუეტი ჩავწეროთო. სიამრთლე გითხრათ, რეპი არ მქონდა ნამღერი, მაგრამ გულში გავიფიქრე, რადგან ამას მოვეწონე და ასეთი შანსი მომცა, რა პრობლემაა, ყველაფერს გავაკეთებ, ამასაც ვცდი და გამომივა-მეთქი (იცინის). მოკლედ, დავწერე სიტყვები, გავრეპე და, შედგა ჩემი და ვალერის დუეტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული და პოპულარული აღმოჩნდა რუსულ შოუ-ბიზნესში.
– ნომერ პირველი ბიტბოქსერი ხარ რუსეთში, ხმით ისეთ არანჟირებას აკეთებ, კაცს ეჭვი შეეპარება, შენ რომ ასრულებ. იმის თქმა მინდა, ფაქტობრივად, ზებუნებრივ ბგერებს გადმოსცემ და ისეთი გრძნობა რჩება, თითქოს ორკესტრი უკრავს და არა ერთი ადამიანი გამოსცემს ამ ხმებს.
– როცა მოსკოვში ჩამოვედი, ბიტბოქსს ვერავინ აკეთებდა და დღესაც პირველი ვარ ამაში. მართალი ხართ, ბევრს ეჭვი ეპარება, მართლა მე გამოვცემ თუ არა ამ ხმებს სცენაზე და უნდა ნახოთ, როგორი გაოცებული თვალებით  მაკვირდებიან (იცინის). გამოვედი პროექტში „წარმატების წუთი”, ანუ იგივე „ნიჭიერი” და ფინალისტი გავხდი. ასევე, პიტბოქსის მსოფლიო ჩემპიონატზეც გახლდით გერმანიაში, სადაც მეორე ადგილი ავიღე და ევროპის ჩემპიონიც ვარ. სხვათა შორის, ბერლინში, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ამბობდა, მათ შორის კონკურსანტებიც, უკონკურენტო იყავიო. თუმცა, მაინც მეორე ადგილი მომანიჭეს და როგორც გავიგე, ჩაწყობილი იყო პირველი ადგილი ჟიურისთან. პრიზად 25 ათასი ევრო გადმომცეს. ჩემი მიზანია არა პირველი ადგილი და კონკურსებზე გამარჯვება, არამედ ისტორიაში, იმით შესვლა ხვალ, რასაც დღეს ვაკეთებ. ჩემი კვალი მინდა დავტოვო, რომ მსმენელს დიდხანს ახსოვდეს ჩემი გამოსვლები და ასე შევიდე მუსიკის ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი მაქვს.
– ქართული გენეტიკა და ტემპერამენტი თუ გეხმარება უცხო მხარეში იყო გამორჩეული. გარეგნულად ნამდვილი კავკასიელი მამაკაცი ხარ...
– გეთანხმებით (იცინის). ქართული გენეტიკა და ტემპერამენტი ძალიან მეხმარება იმაში, რასაც ვაკეთებ. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ. ჩემი საყვარელი სიმღერაა, რომელიც მამის ხსოვნას მივუძღვენი და ჰქვია – „საქართველო”. უნდა ნახოთ, რუსი მსმენელი ქართულ ნამღერს როგორ იღებს. თვალზე ცრემლი ადგებათ და ვხვდები, რამხელა სიყვარული აქვთ ჩვენ მიმართ. მით უმეტეს, ბიტპოქსს არ გააჩნია ენა, ეროვნება და საზღვრები. ასე, უსიტყვოდ გადმოვცემ ჩემს სიყვარულს ბგერებით და ეს უფრო ადვილად შესაგრძნობი და აღსაღქმელია ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის.
– ესე იგი, შეგიძლია, ქალს სიყვარული უსიტყვოდ აუხსნა?
– (იცინის). შემიძლია და ამიხსნია კიდეც! შეყვარებული ვარ და ჩემი რჩეული, ყველაზე საყვარელი, ულამაზესი და გამორჩეულად თბილი ქართველი გოგონაა – თია ივერიელი. კონცერტზე გამოდიოდა, ისიც მომღერალია და ირაკლი ფირცხალავამ გამაცნო.
– ესე იგი, ირაკლი ფირცხალავას უნდა უმადლოდე, პირად ცხოვრებაში რომ ბედმა გაგიღიმა?
– ასეც შეიძლება ითქვას (იცინის). თია, იმ დღიდან ჩამივარდა გულში და ახლა ვფიქრობთ, ურთიერთობა დავაკანონოთ. ტრადიციულ ქორწილს კი, აუცილებლად თბილისში გადავიხდით – მე შავ ჩოხას ჩავიცმამ, თია კი თეთრ კაბაში იქნება გამოწყობილი. სხვათა შორის, როგორც თიამ მითხრა, იმ დროს მოვეწონე, როცა სცენაზე ვიდექი, პიტბოქსს ვუბერავდი და თან, ქართულ სიტყვებს ვურთავდი. ასე რომ, პირად ცხოვრებაშიც გამიმართლა. ამ მხრივაც იღბლიანი კაცი ვარ. თია ჩემი მუზაა და როცა რაიმე ახალს ვქმნი, ეს მისი დამსახურებაცაა.
– ამბობენ, კონსტანტინ მელაძის რჩეული შოუმენი ხარ. ასეა?
– კონსტანტინ მელაძე ხშირად მიწვევს კონცერტებზე და ვალერი მელაძესთან ერთადაც, ხშირდ გამოვდივარ სცენაზე დუეტით. ძალიან მინდა, კონცერტი ჩავატარო საქართველოში და ჩემმა ხალხმაც გამიცნოს. ბავშვობიდან ვქმნი მუსიკას. ვმღერი, ვწერ დუეტებს ცნობილ მომღერლებთან. საკმაოდ ცნობადი პიტბოქსერი ვარ და ახლა, სოლო ალბომზე ვმუშაობ. რომ დავამთავრებ, მინდა, სოლო კონცერტი ჩავატარო თბილისში. სხვათა შორის, სულ მალე კრემლში კონცერტია დაგეგმილი და ჩემთვის დიდი პატივია, კრემლში ქართულად ვიმღერო. მე პოლიტიკოსი არ ვარ, შემოქმედი ვარ და ვხედავ უცხო ქვეყანაში როგორ უყვართ ჩვენი სიმღერები. იცით, რუსეთში კავკასიელებს ყოფენ და ჩვენ, ქართველებს, ინტელიგენტ კავკასიელებად მოგვიხსენიებენ. არც იმაზე მიფიქრია, ფსევდონიმი ამეღო. მე მომწონს ჩემი სახელი – ვახტანგი. კარგად ჟღერს და რუსებშიც კარგ ასოციაციებს იწვევს (იცინის). მე ყოველთვის ვახტანგად დავრჩები და ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე, ქართულად ვიმღერებ. ამას ვერავინ ამიკრძალავს.

скачать dle 11.3