კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

ვის არ დაიცავდა როინ მიგრიაული და რატომ აღიარებენ მას წლის კომპეტენტურ ადვოკატად

როინ მიგრიაული – ადვოკატი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმითა და  კვალიფიციურობით უკვე დაამკვიდრა საკუთარი ბრენდი, როგორც საქმისადმი ერთგულებითა და საოცარი კომპეტენტურობით   გამორჩეულმა პროფესიონალმა. ამის ყველაზე ნათელი დასტური კი მისი საქმეები და პრაქტიკაა, რომლის მიხედვითაც ჩვენმა მკითხველმა ის გამორჩეულ ადვოკატად დაასახელა.

– როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს, როგორც ადვოკატი?
– ადვოკატს ყველაზე საუკეთესოდ მისი საქმე და კლიენტები ახასიათებენ. იმ პირობებში, როდესაც კლიენტი მოდის შენთან და გადმოგცემს თავის საქმეს, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, უპირველესად, კი იმაზე, რომ ნდობას გიცხადებს. მას სჯერა შენი და იმედი აქვს, მის საქმეს წარმატებით დაასრულებ. საქმის წარმტებით დასრულება კი ბევრად არის დამოკიდებული მის პროფესიონალურად დამუშავებაში.
ადვოკატი – ბუნებრივად, სიკეთის მკეთებელი ადამიანია. ის ეხმარება მასთან საშველად მოსულ კლიენტებს. თუ ბუნებრივადაც სიკეთის კეთებისკენ ხარ მოწოდებული, მაშინ საადვოკატო საქმიანობა ამის დიდ ასპარეზს გაძლევს. მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა სიკეთის ქმნის ნიჭი მომანიჭა და თან, იმის შესაძლებლობაც მომცა, კეთილი საქმეები ჩემი პროფესიის ფარგლებშიც ვაკეთო.
– თქვენი საქმეებიდან ხომ არ გამოყოფდით რომელიმეს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ან რაიმე ნიშნის გამო დაგამახსოვრდათ?
– საქმეების გამოყოფა და გამორჩევა რაიმე ნიშნის, თუნდაც საქმის მნიშვნელობის ან კლიენტის სტატუსის მიხედვით, შეუძლებელია. თითოეული საქმე, რომელიც  კლიენტმა მოგანდო, მნიშვნელოვანია თავისი არსით და სავარაუდო შედეგებით. რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, ის მხოლოდ ადვოკატის საქმიანობის პროპაგანდასა და საკუთრივ ადვოკატის რეკლამას შეიძლება უწყობდეს ხელს. თუმცა, ზოგიერთი გახმაურებული საქმე, თავისი სიმარტივით შეიძლება ჩამოუვარდებოდეს ისეთ საქმეს, რომლის კლიენტიც უცნობია საზოგადოებისთვის, მაგრამ თავისი სირთულითა და იურიდიული კაზიუსტიკით მან ახალ სასამართლო პრაქტიკას არც კი შეიძლება, ჩაუყაროს საფუძველი. აქვე გავიხსენებ ჩემს პირად დავას „სითი პარკის” წინააღმდეგ, რომელიც დავის საგნის ღირებულებით (120 ლარი) მცირემნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიად მიიჩნევა, მაგრამ მისმა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – აღნიშნულმა საქმემ სათავე დაუდო კონკრეტული ნორმის ახლებურ განმარტებას, რაც დღესაც აქტიურად გამოიყენება სასამართლო პრაქტიკაში. 
– თქვენ, როგორც წლის კომპეტენტური ადვოკატი, რომელსაც ამ სფეროში პროფესიონალად გიცნობენ, რას გვეტყვით: საიდან დაიწყო თქვენი საადვოკატო პრაქტიკის წარმატება და რა მიგაჩნიათ ადვოკატის მთავარ ფუნქციებად?
– ადვოკატის წარმატება კლიენტების რაოდენობითა და საქმეთა სიმრავლით იზომება. კლიენტი ირჩევს ადვოკატს და არა ადვოკატი – კლიენტს. ადვოკატების შერჩევისას კლიენტები სხვადასხვა კრიტერიუმით მოქმედებენ. უპირველესად, ისინი ადვოკატს ნაცნობობით ირჩევენ. ადვოკატი კლიენტის ნათესავი და მეგობარია, ან ნათესავისა და მეგობრისგან რეკომენდებული პირი. ანდა, ადვოკატი კლიენტის „ჯიბის სისქით” შეირჩევა, ანუ კლიენტი ესწრაფვის ისეთი ადვოკატი მოძებნოს, რომლის მომსახურებაც მცირე თანხა (ან საერთოდ არაფერი) დაუჯდება. შემდეგი კრიტერიუმია ცნობილი ადვოკატის შერჩევა. საბოლოოდ, ყველა კლიენტი მაინც ისეთი ადვოკატის შერჩევისკენ მიისწრაფის, რომელიც საქმეს წარმატებით დაასრულებს. აქ უკვე ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, როგორიცაა ადვოკატის პროფესიონალიზმი. თუმცა, ადვოკატის შერჩევისას, კლიენტმა შეიძლება, რამდენიმე კრიტერიუმი ერთდროულად გამოიყენოს ან უარი თქვას რომელიმეზე.
ზოგადად, კლიენტები ადვოკატის შერჩევის საწყის ეტაპზე დიდი დილემის წინაშე დგებიან. მათ თან სდევთ იმის შიში, რომ შეიძლება, ნათესავმა ან იაფიანმა ადვოკატმა არ გაამართლოს. ამიტომ, აქცენტი, ძირითადად, ცნობილ ადვოკატებზე კეთდება. ადვოკატის ცნობადობას კი მისი საქმიანობა განსაზღვრავს. ადვოკატის საუკეთესო რეკლამა ხომ მისი გაკეთებული და წარმატებით დასრულებული საქმეებია.
– ვის არ დაიცავდით?
– არ არის მარტივი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, ადვოკატს ფსიქოლოგის უნარებიც უვითარდება, მან შეიძლება, კლიენტთან პირველი შეხვედრისას და მისი გამოკითხვისას, ვერ ამოიცნოს მისი პიროვნება და მხოლოდ მოგვიანებით დაადგინოს, რომ კლიენტი არ შეესაბამება მის ზნეობრივ და მორალურ ღირებულებებს. ასეთ დროს ერთვება ადვოკატის ეთიკის სტანდარტი, რომელიც აიძულებს მას, ამ პირს (უკვე მის კლიენტს) კვალიფიციური საადვოკატო მომსახურება გაუწიოს და საქმის დასრულებამდე, არავითარ შემთხვევაში, არ აგრძნობინოს მისი შინაგანი დამოკიდებულება კლიენტის პიროვნებისადმი.
თუკი წინასწარ შევძელი კლიენტის პიროვნების ამოცნობა, ანდა ჩემთვის წინასწარვეა ცნობილი ჩემი ზნეობრივი და მორალური ღირებულებების შეუსაბამობა კლიენტთან, მე თავიდანვე არ მოვკიდებ ხელს ასეთი კლიენტის საქმეს და პროფესიული ეთიკის მიმართაც პირნათელი ვიქნები.
– სტუდენტებთან როგორი ლექტორი ხართ და რას ურჩევთ დამწყებ ადვოკატებს?
როგორც ადვოკატს იმ მხრივაც გამიმართლა, რომ საადვოკატო საქმიანობასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობასაც სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამასთან, ლექციებს ვკითხულობ სამეწარმეო და ვალაუვალობის სამართალში, ანუ სამართლის იმ დარგებში, რომლებსაც უპირატესად ვიყენებ ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში. შესაბამისად, ჩემი ლექციები გამოირჩევა იმითაც, რომ თეორიული საკითხები არსებული პრაქტიკის ფარგლებში განიხილება. ეს ყველაზე გამართლებული მეთოდია, როდესაც უნივერსიტეტებში სამართლის ლექტორებად მოიწვევენ მოქმედ მოსამართლეებს, ადვოკატებსა და პროკურორებს, ვინაიდან ხშირად თეორია და პრაქტიკა იმდენად არის აცდენილი ერთმანეთისაგან, ამან შეიძლება, ხელი შეუშალოს სტუდენტს კვალიფიციური იურიდიული განათლების მიღებაში.
რაც შეეხება დამწყებ ადვოკატებს, ისინი, უპირველესად, უნდა დაინტერესდნენ არსებული სასამართლო პრაქტიკით და მათ წარმოებაში არსებული საქმეები არ დაამუშაონ მხოლოდ თეორიული კუთხით.

скачать dle 11.3