კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუსრულა თუ არა დაპირება ნიკა გვარამიამ გაბრიელა ხვედელიძეს და რას განიცდიდა მისი მძიმედ ავადმყოფი მამა

17 წლის გაბრიელა ხვედელიძე, რომელიც ფართო აუდიტორიამ ცოტა ხნის წინ „ნიჭიერის“ სცენიდან გაიცნო, სადაც მან ულამაზესი ცეკვა მიუძღვნა გარდაცვლილ მამას, წლების განმავლობაში ძალიან წარმატებული მხატვრული ტანმოვარჯიშე იყო. ის დიდი წარმატებით ასპარეზობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მის ნიჭსა და სილამაზეს ერთხმად აღიარებდნენ როგორც პროფესიონალი სპორტსმენები, ისე მაყურებლები. გაბრიელა, იგივე გაბი, როგორც მას მეგობრები და ახლობლები ეძახიან, დღეს სპორტის ოსტატი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და რამდენიმე ათეული მედლისა და თასის მფლობელია.

 გაბრიელა ხვედელიძე: დავიბადე თბილისში, ვსწავლობ 105-ე სკოლაში. ბავშვობდიდან დავდიოდი მხატვრულ ტანვარჯიშზე და საკმაოდ ბევრი წარმატება მქონდა. დედაჩემი მხატვრული ტანმოვარჯიშე იყო და სურდა, რომ მეც ამ სპორტს გავყოლოდი. მას ჩემს წარმატებებში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, მუდმივად ჩემ გვერდით იყო და ყველაფერში მეხმარებოდა. 7 წლისას უკვე მქონდა პირველი შეჯიბრება, ამის შემდეგ ბევრი საერთაშორისო ტურნირი მოვიგე და პრიზიორიც ვიყავი. ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ჩემპიონატს წინ უძღვოდა საქართველოს ჩემპიონატი და ძირითადად  მე ვიყავი საქართველოს ჩემპიონი. ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებებს 2012 წელს მივაღწიე, როდესაც ვემზადებოდით ევროპის ჩემპიონატისთვის, მას კი წინ უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი, შეჯიბრებების სერია, რომელიც ძალიან წარმატებულად გავიარეთ – თითქმის ყოველთვის საპრიზო ადგილზე ვიყავით. ევროპის ჩემპიონატზე ორი საგნით გამოვდიოდი და ჩემ გარდა ასპარეზობდა კიდევ ორი გოგონა, თუმცა, მთელი დატვირთვა ჩემზე მოდიოდა. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურში ავიღეთ მესამე ადგილი, ხოლო ინდივიდუალურად „ბულავებით“ ასპარეზობაში მესამე ადგილზე გავედი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებული ნაბიჯი – აქამდე საქართველოში ასეთი შედეგი არ ყოფილა. გარდა ამისა, 2012 წელს ტარტუში წავედით საერთაშორისო ტურნირზე, რომელში მონაწილეობაც ძალიან პრესტიჟულია და ამ ტურნირზე გავხდი „მის ვალენტინი“. საერთოდ არც ვიცოდი ამის შესახებ. ყველა ტანმოვარჯიშე (ძალიან ბევრნი ვიყავით) გამოგვიძახეს, დაგვსვეს და ესტონურად დაიწყეს საუბარი. როდესაც ჩემი სახელი და ჯორჯია გამოაცხადეს, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და მხოლოდ შემდეგ გავაცნობიერე, რომ გავხდი „მის ვალენტინი“, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ვმონაწილეობდი მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე დიდებში – მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით ვასპარეზობდი. როდესაც პირველად გამოდიხარ ასეთ ჩემპიონატზე, გაკვირდებიან, აინტერესებთ, როგორ იასპარეზებ. სტაბილურად და საკმაოდ კარგად გამოვედი.
– გარკვეული პერიოდი კლუბ „საგარეჯოს“ წევრი იყავი.
– დიახ, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გია ნაცვლიშვილს, რომელმაც ერთადერთი სპორტსმენი მხატვრული ტანვარჯიშიდან შემიყვანა კლუბ „საგარეჯოში“. თავიდან ბოლომდე ზრუნავდა ჩვენზე, გვაპიარებდა, ყველას დაგვინიშნა სტიპენდია. ვაპირებდი კლუბის სახელით ასპარეზობას, თუმცა, ვერ მოვასწარი – ორი თვე ვიყავი ამ კლუბის წევრი და შემდეგ იძულებული გავხდი, ტანვარჯიშისთვის დამენებებინა თავი.
– რატომ დაანებე თავი ტანვარჯიშს?
– ამ ყველაფრის ორი სიტყვით გადმოცემა ძნელია. რა თქმა უნდა, ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა. ფედერაციაში ისეთი სიტუაცია შემიქმნეს, ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ ტანვარჯისთვის თავის დანებება მომიწია. ბატონი გია მთავაზობდა, კლუბში მაინც გამეგრძელებინა ვარჯიში და ასპარეზობა, მაგრამ, ვიცოდი, ტანვარჯიშის სფეროში რა ხდება საქართველოში, თან, აღარც მწვრთნელი მყავდა და სხვა მწვრთნელის მოძებნასაც არ ჰქონდა აზრი... მთელი ჩემი ოჯახი საშინლად განიცდიდა ამ ამბავს – დედა, მამაც. თან, მამა იმ დროს მძიმედ იყო ავად და ამხელა კაცი ტიროდა ნერვიულობისგან – უნდოდა, რომ  ტანვარჯიში გამეგრძელებინა, სხვა არაფერი აინტერესებდა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო... მამის გარდაცვალების შემდეგაც, ბატონი გია მუდმივად გვერდში მედგა როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად; ისევე, როგორც თეა  გობეჯიშვილი, მთელი „ვერნისაჟი” ჩემ გვერდით იყო ამ რთულ პერიოდში და, ასევე,  ჩემი სკოლა –  დირექტორი, პედაგოგები, რისთვისაც მათ ყველას დიდ მადლობას ვუხდი.
– წლების წინ სილამაზის კონკურსის „მის იუნიორის” გამარჯვებულიც გახდი.
– მრავალფეროვნება მინდოდა და ამიტომაც წავედი ქასთინგზე. ქუსლებით სიარული ისე გამიჭირდა, რომ მტოვებდნენ და მავარჯიშებდნენ – დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. ფინალში, ჩემთვის მოულოდნელად, „მის იუნიორი” გავხდი, შემდეგ კი გავემგზავრე პრაღაში, სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ძალიან პრესტიჟული იყო. ღამეში მხოლოდ ორი საათი გვეძინა. მთელი პრაღა დაგვათვალიერებინეს, ბევრ რამეში გვცდიდნენ: იარაღით სროლაში, სპორტული ავტომობილის ტარებაში, მაღაროში ჩაგვიყვანეს, მუზეუმებში დავყავდით... პრაღიდან რომ დავბრუნდი, მწვრთნელმა მითხრა: გეყოფა ეს ყველაფერი, დარბაზში ივარჯიშე, არსად აღარ გაგიშვებო. მეც მალე მივხვდი, რომ პრანჭვა, პოზიორობა და პოდიუმზე სიარული  არ არის ჩემი სფერო.  
– როდის დაინტერესდი ცეკვით?
– ტანვარჯიშში გვქონდა ახალი პროგრამა – ცეკვის ელემენტები უნდა შეგვეტანა. თავიდან ძალიან დავკომპლექსდი, არ შემეძლო საცეკვაო ილეთების შესრულება. ამიტომ გადავწყვიტე, კვირაში ერთი დღე ცეკვაზე მევლო და თეა გობეჯიშვილთან მივედი. ისე მომეწონა ცეკვა, რომ უკვე ჩემი მწვრთნელი დაინტერესდა, რამეს ხომ არ ვაპირებდი და მითხრა: გეყოფა ცეკვაზე სიარული, უკვე  ხომ ისწავლე და ახლა გიკრძალავო. ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტიც მიძახებდნენ, მეუბნებოდნენ, ცეკვაზე წასული აღარ გნახოთო და ასე იყო „მის იუნიორის” დროსაც... როდესაც იძულებული გავხდი, ტანვარჯიშისთვის დამენებებინა თავი, ცეკვა განვაგრძე – თეამ და „ვერნისაჟმა” გადამატანინა რთული პერიოდი. ახლა უფრო მეტად ლათინურ ცეკვებში ვვარჯიშობ და შეჯიბრებებზე გამოვდივარ. პირველივეზე ოქროს მედალი და პირველი ადგილი ავიღე და მივხვდი, რომ შემიძლია, ტანვარჯიშის გარდა, სხვა რამეც ვაკეთო წარმატებით. ამის მერე წამოვიდა გამარჯვებები: ვმონაწილეობდი ცეკვის ოლიმპიადაში, სადაც მოდერნი შევასრულე და პირველი ადგილი ავიღე; შემდეგ ვიყავი ცეკვების ოლიმპიადაზე სომხეთში, 7 კატეგორიაში ვმონაწილეობდი და იქიდან  6 ოქროს მედალი და ერთი ვერცხლი ავიღე.
– რატომ გადწყვიტე „ნიჭიერში” მონაწილეობა?
– ასეთ კონკურსში მონაწილეობა დიდი სტიმული და გამოცდილებაა. თან, მე არ ვაპირებ გაჩერებას, მინდა, სხვა კონკურსებშიც მივიღო მონაწილეობა და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. რაც მთავარია, მე გავაკეთე ის, რასაც ვგრძნობდი და განვიცდიდი. კომენტარებში ეწერა – მხოლოდ მას მოუკვდა მამაო? ძალიან გამიკვირდა. მე ის გავაკეთე, რასაც გულით ვგრძნობდი და ცეკვა მიუვუძღვენი იმ ადამიანს, რომელიც მუდმივად გვერდში მედგა, ვინც ჩემს წარმატებებს დიდი სიხარულით ხვდებოდა და ამაყობდა.
– ნიკა გვარამიამ სამსახურიც შემოგთავაზა.
– ამის მერე  აღარ მისაუბრია არც ბატონ ნიკასთან და არც არავისთან. ვნახოთ, რა იქნება. თუ დავიწყებ მუშაობას, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, ამ შემოთავაზებაზე როგორ ვიტყვი უარს.

скачать dle 11.3