კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაგრძელდა ირაკლი თორელისა და პერის ჰილტონის ურთიერთობა მასაჟის შემდეგ და რატომ აჩუქეს მას ესპანეთში მანქანა

ირაკლი თორელი ოცდაცხრა წლის ესპანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფიტნეს-მოდელი და სპორტული ინსტრუქტორია. მას ბევრ ცნობილ ადამიანთან უმუშავია ფიტნეს-ინსტრუქტორად. როგორ მიაღწია ირაკლიმ ამ წარმატებას, როგორ ახერხებს ადამიანებს მისცეს მოტივაცია და ფორმაში ჩადგომაში დაეხმაროს,  რა აკავშირებს მას ანტონიო ბანდერასთან და პერის ჰილტონთან, ამ ყველაფერზე თავად ირაკლი გვესაუბრება.

 ირაკლი თორელი: ესპანეთში 2006 წელს წავედი. ოცი წლის ვიყავი... საქართველოში ცამეტი წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. მეკარე ვიყავი და ყოველთვის ვოცნებობდი დიდი ფეხბურთი მეთამაშა. ამ ოცნების ასრულებისთვის კი  ყველაფერს ვაკეთებდი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, სულ სტადიონზე ვიყავი.  მახსოვს, ზამთარშიც  სულ სველი და ტალახიანი ვბრუნდებოდი სახლში. მაშინ სად იყო  ხელოვნურბალახიანი სტადიონები. შემდეგ, რომ ვნახე,  საქართველოში პერსპექტივა არ მქონდა, დავიწყე ფიქრი უცხოეთში წასვლაზე და კარიერის იქ გაგრძელებაზე. სამწუხაროდ, ამის საშუალება არც მე მქონდა და არც ჩემს ოჯახს. იმ პერიოდში მამაჩემი კახეთში მუშაობდა, ერთ-ერთი აგურის ქარხანა ჰქონდა ჩაბარებული, რომელიც უნდა დაშლილიყო. მეც ავდექი და წავედი ამ ქარხანაში ფიზიკურად  სამუშაოდ, რათა ფული შემეგროვებინა და აქ ჩამოვსულიყავი...  ესპანეთში რომ ჩავედი, ხელის ტრავმა მივიღე და ამით დავასრულე ჩემი საფეხბურთო კარიერა.  შემდეგ მივხვდი, რომ ვარჯიშის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო და დავკავდი ფიტნესით. გავიარე ტრენინგები, შევისწავლე სხვადასხვა კუნთოვანი ვარჯიშები, სწორი კვება, სწორი სუნთქვა, რასაც დღესდღეობით ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ასე გავხვდი ფიტნეს-ტრენერი.
პირველი 2 წელი ძალიან გამიჭირდა აქ ცხოვრება. საკმაოდ ბევრი პრობლემა მქონდა. თუმცა,  ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი. მაგრამ, ჯერ მე იმ წარმატებისთვის არ მიმიღწევია, რაც მიზნად მაქვს დასახული – ასე რომ, ბრძოლას ვაგრძელებ.
– როგორც ვიცი, ესპანეთში ცნობილი და წარმატებული ადამიანი ხარ, ანტონიო ბანდერასის მეზობელიც ყოფილხარ...
– ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ამ დონემდე მივსულიყავი. ბევრი გაჭირვება გამოვიარე. არასდროს არავინ  შემიწუხებია დახმარებისთვის. ყოველთვის მქონდა საკუთარი თავის იმედი, ჩემი მიზნები და ამ მიზნებისთვის ვიბრძოდი და ვიბრძვი დღემდე.  
ვცხოვრობ მარბეაში, რომელიც კურორტია მალაგაში, ანტონიო ბანდერასის მეზობლად. ოღონდ, აქ მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის. ერთხელ ჩვენმა საერთო მეზობელმა გააცნო მას ჩემი თავი როგორც მალაგის ჩემპიონი ფიტნესში. მას შემდეგ, როცა ერთმანეთს ვნახავთ, საკმაოდ თბილი ურთიერთობა გვაქვს.
შარშან  მალაგის ჩემპიონი გავხდი ფიტნესში. სპორტის ეს სახეობა ესპანეთში საკმაოდ პოპულარულია. შემდეგ მომიწია მალაგას სახელით გავსულიყავი ესპანეთის ჩემპიონატში და მოვხვდი საუკეთესო ათეულში. მანამდე გადამიღეს რამდენიმე მუსიკალურ კლიპში. წელსაც ერთ-ერთ ბრიტანულ ტელესერიალში მომიწია მონაწილეობის მიღება და ასე გამიცნო ხალხმა, ყოველ შემთხვევაში ესპანეთში ყველა მცნობს.
– მხოლოდ ფიზიკურად ეხმარები მოვარჯიშეებს, თუ ფსიქოლოგიურადაც, თუ აძლევ მათ მოტივაციას?
– საკმაოდ ბევრი მოვარჯიშე მყავდა და მყავს. ძირითადად, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ზოგიერთი მათგანი ჩემი საუკეთესო მეგობარიც გახდა. თუ ვხედავ, რომ რომელიმეს ძალიან უჭირს წონის დაკლება და სასურველ შედეგს რთულად აღწევს ვცდილობ, უფრო მეტი დრო გავატარო მათთან, არა მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში, არამედ მის გარეთაც. ახლახან ერთმა ჩემმა ირანელმა მოვარჯიშემ მომიყვანა თავის ძმა, რომელსაც ოჯახი დაენგრა და გალოთებული იყო. თავი ჰქონდა დაკარგული. თავიდან მასთან მეგობრობა დავიწყე, მიყვებოდა თავის პრობლემებზე. მეც რჩევას ვაძლევდი, თან ვარჯიში დავაწყებინე. დალევასაც თავი დაანება, ოჯახსაც შეურიგდა და ახლა ძალიან ბედნიერია.
– ასეთი დახმარების შემდეგ, ალბათ, მადლიერებასაც განსაკუთრებულად გამოხატავენ...
– ახლახან მქონდა ასეთი შემთხვევა – ერთ-ერთმა ჩემმა მოვარჯიშემ, რომელსაც უკვე მე-4 თვეა, ვავარჯიშებ და ყველას შოკში ვაგდებთ, ისეთ შედეგს მივაღწიეთ, რომ გაიგო, მანქანა გამიფუჭდა და მასთან სავარჯიშოდ უმანქანოთ დავდიოდი, თავის სახლში დამპატიჟა სტუმრად. ჩამიყვანა ავტოფარეხში, სადაც ხუთი  მარკის მანქანა იდგა. ერთ-ერთთან, „რენოს“ მარკის კაბრიოლეტთან  მიმიყვანა და მითხრა, საჩუქარიაო.
– როგორც ვიცი, პერის ჰილტონთან მეგობრობ...
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ აქ მოღვაწე ცნობილ ადამიანს ვიცნობ და ბევრთანაც ვმეგობრობ კიდეც. გარდა იმისა, რომ ფიტნეს-ტრენერი ვარ, მასაჟის კურსებიც მაქვს გავლილი. ადრე მასაჟისტადაც ვმუშაობდი. პერისი რომ იყო ჩამოსული, ერთ-ერთ აქაურ სილამაზის ცენტრში მისვლა და დასვენება გადაწყვიტა. იქიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს,  მისთვის სარელაქსაციო მასაჟი გამეკეთებინა. მეც დავთანხმდი და ასე გავიცანი პერისი. დაინტერესდა, საიდან ვიყავი და რომ ვუთხარი, „ჯორჯია,“ შტატიდან ვეგონე; გვარის გაგების შემდეგ – იტალიიდან, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ ევროპაში არსებობს პატარა ქვეყანა, დიდი რუსეთის მეზობლად, რომელსაც „საქართველო“ ჰქვია. თუ არ ვცდები, ახლახან გაიხსნა „ჰილტონის“ სასტუმრო ბათუმში და ალბათ, ამიტომ გაიხსენა. თუმცა, მეეჭვება, რომ სცოდნოდა, ალბათ, უფრო ზრდილობის გამო არ შეიმჩნია.
შემდეგ დამპატიჟა თავის წვეულებაზე და იქაც შევხვდით ერთმანეთს. ამ წვეულებაზე, ძირითადად, ცნობილი სახეები იყვნენ მიწვეული, რომლებსაც ისედაც ვიცნობდი. ბევრი მათგანი ნავარჯიშებიც მყავს. პერისი საკმაოდ კარგი და კეთილი პიროვნება, მეგობრული ადამიანია. ყოველთვის მეკითხება, თუ რით შეუძლია, დამეხმაროს. მე არასდროს არაფერი მითხოვია.  ბოლოს რომ ვისაუბრეთ, მითხრა, რომ  მომავალი წლის ზაფხულში გეგმავს ჩამოსვლას და აუცილებლად მნახავს.
– მარტო ცხოვრობ ესპანეთში?
– ხან კი, ხან არა... ახლა მეგობარ გოგონასთან ერთად ვცხოვრობ. ახლა აქ ვიწყებ საკუთარ ბიზნესს, რომელზეც უკვე ვმუშაობ. საქართველოში მალე ჩამოვალ. თბილისში მაქვს ფიტნეს-კლუბი, რომელსაც დედაჩემი და ჩემი ძმა ხელმძღვანელობენ. რომ ჩამოვალ, ვარჯიშებს ჩავატარებ.
– რას ურჩევდი მათ, ვისაც ვარჯიში ეზარება, მაგრამ ფორმაში ჩადგომა უნდა?
– ასეთ ადამიანებს ვეტყოდი, რომ უბრალოდ, სცადონ, გადაიღონ ფოტო სარკის წინ და 2 თვემდე ივარჯიშონ, იკვებონ სწორად. 2 თვის შემდეგ კი, ისევ გადაიღონ იგივე ფოტო სარკის წინ. გარანტიას გაძლევთ, ვარჯიში თქვენთვის ჯანსაღი „ნარკოტიკი” გახდება.

скачать dle 11.3