კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა ემართება სახლს, რომელსაც ფუძის ანგელოზი არ იცავს და როდის ხდება ადამიანი დემონური ძალების მსახური

გიორგი: ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ვარ გაზრდილი. ჩემს მშობლებს მემკვიდრეობით ერგოთ დიდი ორსართულიანი სახლი, ეზო და ვენახ-ბოსტნები. მამამ სამსახური დაკარგა და იძულებულები გავხდით, ქალაქიდან სოფელში გადავსულიყავით საცხოვრებლად. ორი ძმა გავიზარდეთ იქ და ახლაც ბედნიერად მახსენდება ის წლები. უზრუნველი ბავშვობა გვქონდა. მერე წამოვიზარდეთ, სკოლა დავამთავრეთ და ორივემ თბილისისკენ გამოვწიეთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში გვესწავლა. წარმატებით დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებლები, დავიწყეთ მუშაობა, დავოჯახდით და, სამწუხაროდ, არცერთი არ დავბრუნდით სოფელში. ჩემს ძმას სიდედრ-სიმამრმა უყიდა ბინა, მე კი ცოლთან ერთად ქირით გავედი, რადგან ჩემს ცოლისძმას ორი შვილი ჰყავდა და ისედაც ვიწროდ იყვნენ. ჩემმა მშობლებმა იფიქრეს, ესენი აქ ჩამომსვლელები აღარ არიანო, გაყიდეს იქაურობა და თბილისში იყიდეს ბინა. რადგან მე ქირით ვცხოვრობდი და თან უმცროსი შვილი ვიყავი, ის ბინა მე დამიმტკიცეს. მოკლედ, ბინა გავარემონტეთ, ავეჯიც შევიძინეთ და გახარებულები შევსახლდით. ძველ უბანში, იტალიურ ეზოში, მეორე სართულზე ვცხოვრობდით. მადლობა ღმერთს, კარგი სამეზობლო დაგვხვდა, მაგრამ, რად გინდა? სულ რაღაც ერთი-ორი თვის შესულები ვიყავით, ერთ-ერთ მეზობელს სუფრასთან წამოსცდა – რომ მცოდნოდა, ასეთი კარგი ხალხი იყავით, პირველი მე დაგიშლიდით აქ გადმოსვლასო. აი, მაშინ კი მივხვდი, რა შარშიც ვიყავი, მაგრამ გვიან იყო. ისეთი რამეები მოგვიყვა იმ ბინაზე, რომელშიც შევსახლდი, თმები ყალყზე დამიდგა.
– ასეთი რა გითხრათ მეზობელმა?
– რა და, იმ ბინაში, სადაც მე ოჯახთან ერთად შევსახლდი, თურმე, ბინის მეპატრონე უცნაური ბიჭი ყოფილა და სატანურ რიტუალებს ატარებდა. მის ბინაში ხშირად მიდიოდა შავებში გამოწყობილი ხალხი და საშინელი ხმები ისმოდა. სიმართლე გითხრათ, დედაჩემმა რომ მითხრა, ბინის საყიდლად მივდივარო და ფასი მითხრა, მაშინ შემეპარა ეჭვი, ახლა ასე იაფად ვინ ყიდის ბინას-მეთქი. იქ მისულებს შავებში ჩაცმული ქალი დაგვხვდა. კი გვითხრა, ახლა ძვირია ასეთი ბინები, მაგრამ მე ერთი სული მაქვს, გავყიდო და აქაურობას გავეცალოო, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. მერეღა შევიტყვეთ, რომ თურმე ამ ქალის შვილი, ანუ ის, ვისზეც მეზობელი გვიყვებოდა, ერთ-ერთი სექტის წევრი ყოფილა და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე. მანამდე კი ამ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, რომლებსაც შვილი არ ჰყავდათ და, გაბოროტებულებს ავი საქმიანობა და ჯადოების კეთება დაუწყიათ. მსგავს რამეებზე სოფელში მეც მქონდა გაგონილი და ვიცოდი, რომ ძალიან საშიში იყო, მაგრამ, ასეთ დონეზე თუ იქნებოდა, ამას ვერც კი დავუშვებდი. თურმე, ასეთ ბინებში დემონი სახლდება და ის განკარგავს, როგორ უნდა იცხოვრონ იქ ადამიანებმა, ის მართავს მათ და ათას საშინელ ბოროტებას აკეთებინებს. ეს ის ბოროტი ძალაა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს, თავის ჭკუაზე გატარებს და ცდილობს, მეტი ბოროტება ჩაგადენინოს. ავი სულები რეალურად არსებობენ და ეს ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ, ბინა, სადაც ვცხოვრობდით, ავი სულების თავშესაფარი იყო.
– სანამ ამის შესახებ მეზობელი გეტყოდათ, თქვენ თუ ამჩნევდით უცნაურ ფაქტებს ბინაში? თუ, დაკვირვება მას შემდეგ დაიწყეთ, რაც ამის შესახებ გაიგეთ?
– ახალ ბინაში რომ გადავედით, შვილი მალევე შეგვეძინა და ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა ქვეყანაზე. მასზე იყო მთელი ოჯახი გადართული და ირგვლივ არაფერს ვაქცევდით ყურადღებას. ნინიკოს დაბადებამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. 2 წლის რომ გახდა, ღამით ძილში დაიწყო ბოდვა. მერე დგებოდა და თვალებდახუჭული დადიოდა აქეთ-იქით. მე და ჩემი მეუღლე ფეხაკრეფით დავყვებოდით უკან. ამბობენ, ამ დროს ადამიანის გაღვიძება არ შეიძლება, რადგან, შესაძლოა, ჭკუიდან გადავიდესო. დედაჩემმა თქვა, ამ ასაკში მთვარეულობა ხშირია და გაივლის, ნუ ნერვიულობთო. ერთ ღამესაც, ნინიკო მძინარე ადგა, იარა ოთახებში, ბოლოს ფანჯარას მიადგა, გამოაღო და... ამ დროს ჩემმა ცოლმაც დაიკივლა. კივილზე ბავშვი გამოფხიზლდა, ისტერიული ტირილი დაიწყო. რომ ვკითხეთ, რა მოგივიდაო, გვიპასუხა: სიზმარში ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი მოვიდა და მითხრა, ფანჯარასთან მოდი, რაღაც უნდა გაჩვენოო. ამას არ მივაქციეთ ყურადღება, ვიფიქრეთ, ცუდი სიზმარი ნახაო, მაგრამ იგივე რამდენჯერმე განმეორდა. როგორც შემდეგ გავიგე, ბავშვი უფრო დაუცველია, ვიდრე ზრდასრული ადამიანი და ბოროტი ძალა მას ადვილად ერევა. მერე გამახსენდა, რომ ნინიკო ხშირად ჯდებოდა კუთხეში და უაზროდ იყურებოდა ერთ წერტილში, გაშტერებული აკვირდებოდა და მერე ეღიმებოდა. მოკლედ, მივხვდი, ეს ბინა დაწყევლილი იყო და გამუდმებით მსხვერპლს ითხოვდა. თან, მერე გავაცნობიერე, რომ პერიოდულად რაღაც იდუმალი ხმები მეც ჩამესმოდა ძილში, გარდა ამისა, სახლში, უმიზეზოდ იმტვრეოდა და იბზარებოდა ჭურჭელი. მეგობარს ვთხოვე, კარგ პარაფსიქოლოგთან მივეყვანე და სწორედ მან მითხრა: იმ ბინაში, სადაც ადამიანმა თავი მოიკლა, ან დემონური ძალები ბინადრობენ და იდუმალი ხმები ისმის, ადამიანები უცნაურად მოქმედებენ და ჭურჭელიც ხშირად ტყდებაო. ერთი კაციც გამაცნო, რომელსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა და მან მიამბო, რომ მასაც ხშირად ესმის, თითქოს ვიღაც აღებს კარს ან კეტავს ფანჯარას; ესმის ფეხის ხმაც, ვიღაცის ძახილი, მაგრამ, რომ გაიხედავს, ვერავის ხედავს. მსგავსი იდუმალი ხმები ჩემს ცოლსაც ჩაესმის.
–  პარაფსიქოლოგთან მისვლის შემდეგ რამე გამოსავალი ნახეთ?
– სწორედ მისგან შევიტყვე, რომ, თურმე, თუ სახლს ფუძის ანგელოზი არ იცავს, იქ მცხოვრებნი ვერ გაიხარებენ, სულ პრობლემები ექნებათო. როგორც გავარკვიე, ანგელოზი, თურმე, ისეთ ნივთში სახლდება, რომელიც წინაპრებისგან შთამომავლობით გადმოდის. არადა, სოფელში ასეთი უამრავი ნივთი გვქონდა, რომელიც არ ჩამოგვიტანია ქალაქში. ერთი კი განსაკუთრებით გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით. ეს იყო ჭაღი, რომელსაც უცნაური ფორმა ჰქონდა – გარშემო მინის ბურთები ჰქონდა ჩამოკიდებული და, ქარი რომ დაუბერავდა, ბურთულები ერთმანეთს ეხებოდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ბებია ამბობდა, ამ ხმით ანგელოზები გალობენ და ავი ძალები გარბიანო. მაშინ ბავშვი ვიყავი და არც კი ვაცნობიერებდი ბებიას ნათქვამს. არადა, ახლა რომ ვუფიქრდები, მის მიმართ მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა, თან, ლამაზიც იყო. ვერ გეტყვით, რატომ დატოვეს ის ჩემმა მშობლებმა ძველ ბინაში. ეს ამბები რომ გადაგვხვდა, მერე ჩავედი სოფელში და ის ჭაღი მოპარული დამხვდა. სხვათა შორის, იმ პარაფსიქოლოგმა გამაფრთხილა, სახლში სულ გენთოს შუქი, მაგიდაზე კი მუდამ გედგას წყლით სავსე ჭიქა, რომელშიც ვერცხლის ნივთი იქნება ჩაგდებულიო – ეს, თურმე, აფრთხობს დემონებს და ხელს უშლის, თავისი მზაკვარი ჩანაფიქრები შეასრულებინოს იქ მცხოვრებ ადამიანებს. ისიც მითხრა, რომ ყველა ოჯახში სუფრაზე უნდა იდგას ტკბილეულით სავსე ლანგარი ფუძის ანგელოზისთვის – ამით თქვენს კეთილგანწყობას გამოხატავთ მის მიმართ და ისიც ამითვე გიპასუხებთო. ასეც მოვიქეცი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისე ხშირად აღარც ჭურჭელი ტყდება და არც იდუმალი ხმები ისმის ისე ინტენსიურად. მე ახლა ახალ სახლს ვეღარ ვიყიდი, ვერც ამას გავყიდი იმ ფასად, რომ სხვაგან გადავსახლდე და, იქნებ, ღმერთმა გადმოგვხედოს და როგორმე შეგვიმსუბუქოს ყოფა.

скачать dle 11.3