კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა მარინემ ბავშვი მძიმე სენისგან იხსნა

ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, ვინც წმიდანების მეოხებით ღმერთს შეწევნას ევედრება, ჩვეულებრივი მოვლენაა მიწიერ და ზეციურ ეკლესიებს შორის უშუალო კავშირი. ამ ორიოდე წლის წინ, ვასილიუსების ოჯახი კვიპროსიდან, მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: მათ ლეიკოზით დაავადებული მცირეწლოვანი ანდრიასათვის ზურგის ტვინის გადასანერგავად საჭირო დონორი ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცა, დონორი გამოჩნდა და ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად მოემზადა, რადგან სწორედ იქ უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია.
თუ როგორ ევედრებოდა უფალ იესო ქრისტეს შვილის გადარჩენას ვასილიუსების ოჯახი, სატელევიზიო სიუჟეტშიც ჩანდა. გამგზავრებამდე მათ წმიდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა აეღოთ. ისინი კუნძულ ანდროსზე მდებარე წმიდა მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს – არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით ესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, რომ ოპერაციის დროს წმიდა მარინე ყოფილიყო მათი ბავშვის შემწე. მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმიდა მარინესადმი უსაზღვრო რწმენით, მშობლები პატარა ანდრიასთან ერთად ამერიკაში გაემგზავრნენ.
... ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ქირურგთან ერთი ქალი მივიდა და განუცხადა, რომ იგი პატარა პაციენტის პირადი ექიმია და ოპერაციაზე დასწრება სურს. საუბარში ქალმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოამჟღავნა, რომ ქირურგს მასში ეჭვიც არ შეჰპარვია, თუმცა, აუხსნა, რომ ასეთ რთულ ოპერაციაზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელია. მაგრამ ქალის დაჟინებულმა თხოვნამ ქირურგს აზრი შეაცვლევინა. ოპერაციაზე შესვლამდე მან ქალი მდივანთან გაგზავნა, სადაც მისი მონაცემები უნდა ჩაეწერათ.
უცნობი ექიმი ქალი არა მარტო დაესწრო, არამედ ენერგიულად ჩაერთო პატარა ანდრიას ოპერაციის მსვლელობაში და მას რამდენჯერმე ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქირურგმა უცნობ ექიმ ქალს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა. პატარა ანდრიას მშობლებმა, როგორც კი ქირურგი დაინახეს, ოპერაციის შედეგის გასაგებად მიეჭრნენ. „ყველაფერმა ძალზე კარგად ჩაიარა, – უთხრა მათ ქირურგმა,  თუმცა, ვერ გამიგია, რატომ მომმართეთ მე, თუკი ბავშვისთვის ასეთი ექიმი გყავდათ?“ გაოცებულმა მშობლებმა თქვეს, რომ არავითარი ექიმი არ ჩამოჰყოლიათ და ასეთ ვინმეს არც კი იცნობენ. მაშინ ქირურგმა ურჩია, რომ ცოტა მოეთმინათ, ვიდრე უცნობი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვიდოდა. ამაოდ უცდიდნენ და ყველგან ამაოდ ეძებდნენ უცნობ ექიმ ქალს – იგი გაუჩინარდა. პატარა ანდრიას მშობლებმა, ბოლოს ივარაუდეს, რომ რომელიღაც ექიმი საბერძნეთიდან ან კვიპროსიდან, მათი თანადგომისთვის, ოპერაციაზე დასასწრებად ამერიკაში ჩამოვიდა. ისინი მდივანთან მივიდნენ, რათა იმ უცნობი ექიმის მისამართი მაინც გაეგოთ და მადლობა მოგვიანებით გადაეხადათ. ყველას გასაოცრად, უცნობ ექიმ ქალს ჟურნალში ჩაეწერა თავისი სახელი – მარინე ანდროსიდან. ბავშვის მშობლები კარგა ხანს გაოგნებულები იდგნენ. მათი თვალები სიხარულისა და წმიდა მარინესადმი მადლიერების ცრემლებით აივსო. მაშინ გაიხსენეს მონასტრის იღუმენის სიტყვები: „წადით ამერიკაში. დაე, წმიდა მარინე გყავდეთ შემწედ საოპერაციოში“.
უსაზღვრო სიხარულითა და მადლიერებით აუწყა ვასილიუსთა ოჯახმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატარა ანდრიას გამოჯანმრთელებისა და ნამდვილი სასწაულის შესახებ. ამ ამბის შემდეგ ოჯახმა აღთქმა დადო, რომ კუნძულ ანდროსზე, წმიდა მარინეს მონასტერში ყოველწლიურად დასწრებოდნენ ამ სასწაულმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.
ღვთის მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მრავლად აღესრულება წმიდანთა სასწაულები, რომელთა მეშვეობით, ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე თითოეული ჩვენგანის რწმენაში გამტკიცებას ცდილობს.

скачать dle 11.3