კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„დაცემული ძმისთვის ორჯერ მეტი ამაგი გაიღე“
ერთ-ერთი ძმა, რომელიც ღირსი ათანასე ათონელის მიერ სამონასტრო საჭიროებისთვის ქალაქში  გაგზავნეს, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა მოინანია. წმინდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ – ამავე მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის, როგორც დამნაშავის, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა.
წმინდა ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე, რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია, საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე, წერილ არს: „ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“ (I კორ. 10.12). ღვთის განგებით იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა, მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარების რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმიდა ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმიდა ათანასემ, პირველ ყოვლისა, დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის. შემდეგ კი ხედავდა რა, პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისგან გამოიხსნა. ამ დროს პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა.
***
ერთმა ძმამ აბბა პიმენს ჰკითხა: „როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა იმას, რომ ახლობელზე ცუდი არ თქვას“. ბერმა უპასუხა: „თუ ადამიანი საკუთარ თავზე დაკვირვებისას ნაკლს აღმოაჩენს, მაშინ ძმაში სრულყოფილებას შეამჩნევს, ხოლო, როდესაც საკუთარი თავი სრულყოფილი ჰგონია, მაშინ ძმაზე ამბობს – ცუდიაო“.
***
აბბა პიმენს ძმამ ჰკითხა: „თუ ძმას შევხვდები, რომელზეც მსმენია, რომ ცოდვით დაეცა, უხალისოდ ვმასპიძლობ ჩემს სენაკში; ხოლო იმ ძმას, რომელსაც სიკეთით სახელი მოუხვეჭავს, სიხარულით ვხვდები“. ბერმა უპასუხა: თუ შენ კეთილი ძმის კეთილისმყოფელი ხარ, დაცემული ძმისთვის ორჯერ მეტი ამაგი გაიღე, იმიტომ რომ, უძლურებაშია იგი.

скачать dle 11.3