კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედნიერება ერთად ყოფნისა



ძნელად მოიძებნება ქალი, რომელიც ბედნიერ ოჯახზე არ ოცნებობდეს. ვის არ უნდა, რომ გვერდით ჰყავდეს საყვარელი ადამიანი, ლამაზი, ჭკვიანი შვილები და იცხოვროს მათთან ერთად დიდხანს და ბედნიერად. მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებს გამოსდით. რატომ? კარგად არ ინდომებენ თუ ურთიერთობაში ბევრ შეცდომას უშვებენ? საქმე ისაა, რომ ოჯახი გულისხმობს პრობლემებსაც. საკმარისია, ბევრი ჩვენგანი ოჯახში რაიმე დაბრკოლებას ან სირთულეს წააწყდეს, რომ უკვე ეჭვი ეპარება – შესაძლებელია კი ბედნიერი ქორწინება საერთოდ?  რა ხდება რეალურად? ბედნიერი ქორწინება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ მას თავისი მოთხოვნები აქვს. ნამდვილად არსებობენ წყვილები, რომლებიც წლების განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობენ ერთად,  თუმცა, ეს მართლა არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები არასდროს ჰქონიათ. უბრალოდ, შეძლეს და იპოვეს „ბედნიერების რეცეპტი“, რომელიც არსებობს, ოღონდ, ყველა წყვილს საკუთარი აქვს. მთავარია, მიხვდე – ბედნიერება შენი არჩევანია და, იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, ყოველდღიურად უნდა იწვალო და იშრომო ამისათვის. რეცეპტის მთავარი კომპონენტებია: პატიების უნარი, მოსმენის უნარი, გაგების უნარი... მეუღლით მუდმივად უნდა იყოთ გატაცებული და არ უნდა ხედავდეთ იმ ნაკლოვანებებს, რომლებსაც ვერ ხედავდით შეყვარებულობის პერიოდში. განიცადეთ და შეიგრძენით ერთად ყოფნის ბედნიერება – ის თქვენს ხელშია...

სწორი
პრიორიტეტები

როდის იქნებიან ადამიანები ბედნიერები?! როცა მიხვდებიან, ვინ არის მათ ცხოვრებაში მთავარი ადამიანი, ანუ, ცოლისთვის ქმარი უნდა იყოს და – პირიქით, თუმცა,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვილები ნაკლებად უნდა გიყვარდეთ. პრიორიტეტების სწორად დალაგება ერთი უზარმაზარი ნაბიჯია, რომელსაც ურთიერთობაში გადადგამთ... შვილები იზრდებიან და დამოუკიდებლები ხდებიან; მეუღლე კი, თუკი იგი ჭეშმარიტად ის არის, ვისაც ეძებდით, წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ძვირფასი, ახლობელი და მნიშვნელოვანი ხდება. პრიორიტეტების სწორად დალაგებაა ისიც, რასაც პრობლემების დროს გონივრულად მოქმედებას ვეძახით, ანუ, უნდა განასხვავოთ ქმართან წამოჭრილი უმნიშვნელო უთანხმოება დიდი სკანდალისგან. პირველივე კამათისას იმედი არ უნდა გადაიწუროთ და არ უნდა თქვათ, რომ ამ ადამიანთან ცხოვრების გაგრძელება არ ღირს. პირიქით, ჩხუბი ცოლ-ქმარს შორის აუცილებლობაა, მთავარია, „სწორად” იჩხუბოთ: დროულად წახვიდეთ კომპრომისზე; დათმოთ იქ, სადაც უნდა დათმოთ და გამოიჩინოთ პრინციპულობა, თუ საქმე თქვენი გრძნობის დაცვას შეეხება.
არასდროს დაგავიწყდეთ ისიც, რომ ორივეს გაქვთ  უფლება, გქონდეთ პირადი ინტერესები, გემოვნება და ჰობიც.

იარე
ბედნიერებისკენ!


იარე ბედნიერებისკენ შენი საკუთარი სიამოვნებისთვის, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებ. ბედნიერება აუცილებელი პირობა არ არის იმისთვის, რომ საკუთარი თავის ფასი გაიგო. პირიქით, სწორედ საკუთარი თავის დაფასებაა ბედნიერებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. იზრუნე იმაზე, რომ შენ იყო კარგად. არ გააფეტიშო არაფერი და არავინ. მხოლოდ გიყვარდეს, იმიტომ, რომ თავი კარგად იგრძნო. სიყვარულიც ბედნიერებაა, მათ შორის – საკუთარი თავისაც.
ამბობენ, რომ ყველას შეუძლია, იყოს ბედნიერი;  ყველას შეუძლია,  უყვარდეს და თავადაც იყოს საყვარელი.
 რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? იპოვო ადამიანი, რომლის გვერდითაც იქნები ის, ვინც ხარ; არ დაიძაბები, არ ინერვიულებ, არ შეეცდები, ეომო შინაგან „მეს” და აჯობო საკუთარ თავს. მაშინ აღარც იმას შეეკითხები საკუთარ თავს: „რატომ ვარ ამის გვერდით?”
იარე ბედნიერებისკენ სრულიად შეგნებულად. ყოველმა ახალმა დღემ და მორიგმა ნაბიჯმა ამ ბედნიერებასთან უნდა მიგაახლოვოს.
კიდევ, გახსოვდეს, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრებაც ბედნიერებაა.
P.S. თუკი მაინც ვერ მიხვდით, რას ნიშნავს, იარო ბედნიერებისკენ, ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: „მე ვიქნები ბედნიერი, აუცილებლად ვიქნები, რადგან ამას ვიმსახურებ!” – აი, ეს უკვე პირველი ნაბიჯია.

იყავი თანამოაზრე

ცოლ-ქმარი ერთმანეთის დასაყრდენი და იმედი უნდა იყოს. ადამიანები სწორედ ამიტომაც ქმნიან ოჯახებს. თანაც, ეს ურთიერთობა ცალმხრივი კი არა, ორმხრივი და ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ცალმხრივადაც შეიძლება, მაგრამ ერთი მხარე უეჭველად დაზარალდება. დაფიქრდით, სანამ არჩევანს გააკეთებთ – ეს ის ადამიანია, რომელსაც ნებისმიერი პრობლემის დროს მიმართავდით?! უცებ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მარტო ხართ. თანაც მაშინ, როცა ძალიან გიჭირთ.
კიდევ ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეთ: შეგიძლიათ, ზოგჯერ თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ? ანდა, ხელში აიღოთ ოჯახის მართვის სადავეები და უბრალოდ, გაუგოთ მას?!
ხელზე ხელი მოკიდეთ, თვალებში ჩახედეთ და უთხარით, რომ მის გვერდით ხართ... თანამოაზრეობა სწორედ ამას ნიშნავს –  იმას, რომ თქვენ შორის ურთიერთპატივისცემა, უთრიერთგაგება და თანხმობა იქნება...
აუცილებელი პირობაა ისიც, რომ ცოლ-ქმარი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. რეალობაში ეს რთულიცაა და იშვიათიც. მიზეზი ის არის, რომ ამ საკითხს ადამიანები არასწორად უდგებიან. ერთმანეთის მეგობრებიც იყავით და თქვენი პირადი საახლობლოც გყავდეთ – ეს არ იქნება პრობლემა. მაგრამ, თუკი ხშირად ირბენთ სხვასთან ქმარზე გულის მოსაოხებლად, ეს თქვენს ურთიერთობას, ადრე თუ გვიან, დაანგრევს.
გახსოვდეთ: ცოლ-ქმრის ურთიერთობა და მათ შორის დამოკიდებულება, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმე სხვასთან მეგობრობა.

скачать dle 11.3