კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიტაცეს მილიონერი მანთაშოვი სოლოლაკში სტალინის მითითებით

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი არაერთხელ მჯდარა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა საპყრობილეში და არც ციმბირული გადასახლებები იყო მისთვის უცხო, ის მაინც ყველაზე მოუხელთებელ ბოლშევიკ-რევოლუციონერად ითვლებოდა.
ფელიქს ძერჟინსკი წერდა: „კობა-სტალინი დიდი კონსპირატორი იყო და სწორედ ის ფლობდა მთელი ჩვენი რევოლუციური მოძრაობის ყველა საიდუმლო ძაფს. სწორედ კობას მიერ იყო შექმნილი მთელი რუსეთის იმპერიაში კარგად კონსპირირებული რევოლუციური იატაკქვეშეთის სისტემა, რომელიც ძალიან ეფექტურად მოქმედებდა და დიდ პრობლემებს უქმნიდა მეფის „ოხრანკას“. „ოხრანკა“ კი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სამსახური გახლდათ.“
უდავო ფაქტია, რომ იოსებ ჯუღაშვილი, მეტსახელად „კობა“, უკვე 1904 წელს მიიჩნედა „ოხრანკის“ ყველაზე დიდ თავის ტკივილად და ¹1 ძებნილად. არადა, სტალინი მაშინ სულ რაღაც 24 წლის იყო, მაგრამ სიმამაცესა და გონიერებასთან ერთად, დიდი გამოცდილებაც ჰქონდა. სწორედ სტალინის დამსახურება გახლდათ, რომ 1904 წლის აპრილში, ბაქოში, იარაღის დიდი იატაკქვეშა არსენალი მოაწყვეს რევოლუციონერებმა, რომელიც სულ მალე, დიდი აჯანყების დროს გამოადგათ. ლენინის საიდუმლო დირექტივის მიხედვით, რომელიც იმ პერიოდში ევროპაში ცხოვრობდა, საჭირო იყო კავკასიაში იარაღის არსენალის შექმნა, რომელსაც შემდგომში შეიარაღებული აჯანყებისთვის გამოიყენებდნენ. ეს წერილი თბილისში საიდუმლოდ ჩამოიტანა რევოლუციონერმა ტომსკიმ და ლენინის მითითებით, სტალინს ჩაბარდა. იმ დროს „კობა“ თბილისის ობსერვატორიაში მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა ერთ ოთახში. სანამ სტალინს წერილს გადასცემდა, ტომსკიმ მას უთხრა:
– ილიჩმა მთხოვა, სიტყვიერად გადმოგცეთ, რომ ის თქვენ ძალიან გაფასებთ, გენდობათ და მოუთმენლად ელოდება თქვენთან შეხვედრას.
ლენინის მიერ სტალინისადმი მიწერილ საიდუმლო გზავნილში, ულიანოვი (ლენინი) კობას სთხოვდა, რომ მისი საბრძოლო-რევოლუციური ჯგუფის მეშვეობით იქნებ იარაღის შესაძენი ფული ეშოვა. შემდეგ იარაღი შეეძინა, ჩაეტანა ბაქოში და იქ დიდი საიდუმლო საწყობი მოეწყო. თხოვნითი ფორმის მიუხედავად, ეს იყო, ფაქტობრივად, რევოლუციური დავალება, რომლის შეუსრულებლობაც რევოლუციონერ „კობას“ ავტორიტეტს დააკნინებდა და იოსებ ჯუღაშვილმა ტომსკის მიუგო:
– ილიჩს გადაეცით, რომ მისი დავალება შესრულდება. გადაეცით მას, ასევე, ჩემი მხურვალე რევოლუციური სალამი და მისი პიროვნებისადმი დიდი პატივისცემა.
სტალინმა ლენინის წერილი დაწვა და ტომსკი რომ გააცილა, ჯერ შებინდებას დაელოდა, შემდეგ ბინიდან გამოვიდა. ფეხით ვორონცოვის მოედნისკენ გაემართა და ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში სემიონ ტერ-პეტროსიანს (კამო) ესტუმრა. ლენინის წერილის შინაარსი გააცნო და ხუთ მებრძოლთან ერთად, მას მეწარმე მანთაშოვისგან ასი ათასი ოქროს მანეთის ექსპროპრიაცია დაავალა. კამო სტალინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მოქმედი საბრძოლო ჯგუფის მეთაური და იმ პერიოდში კობას ყველაზე სანდო ადამიანი გახლდათ. კამო ძალიან მამაცი და საზრიანი ადამიანი იყო, მან რა თქმა უნდა, თანხმობა განუცხადა სტალინს და უთხრა:
– მაგ წუწურაქს (მანთაშოვს) მე და ჩემი ბიჭები ტოლმასავით შეხვეულს მოგგვრით და კომბოსტოსავით გავფცქვნით...
ექსპროპრიაციის აქტის ერთ-ერთი მონაწილე, დიღმელი მიხო ხიმშიაშვილი მოგვიანებით ასე იხსენებდა ამ ისტორიას: „კამო, მე და კიდევ ჩვენი სამი ამხანაგი მანთაშოვს სოლოლაკის აღამართის დასაწყისში ჩავუსაფრთდით, სადაც ის ცხოვრობდა. ღამის ათ საათზე გამოჩნდა მისი ეტლი. როგორც კი შემოუხვია, მე კოფოზე შევხტი და მეეტლეს გაჩერება ვაიძულე. დანარჩენები შიგ ეტლში შეუხტნენ მანთაშოვს და სანამ დაყვირებას მოასწრებდა, გაკოჭეს და მეორე ეტლში ჩააგდეს, რომელიც ჩიხში გვეყენა. კამომ მანთაშოვის „ამბალი“ (დიდი „ახრანიკი“ – პირადი მცველი) კაზაკი ვოსკოვი შეაყენა, იარაღი აართვა და მერე იქაურობას გავეცალეთ. ნახევარი საათის შემდეგ მანთაშოვი უკვე ჰავლაურში, ჩვენს „იავკაზე“ (კონსპირაციული ბინა) მივათრიეთ. იქ კი კობა გველოდებოდა. მანთაშოვს მხოლოდ კობა და კამო ელაპარაკნენ პირისპირ. ჩვენ ოთახში აღარ გავჩერებულვართ...“
ფაქტია, რომ მანთაშოვმა მეორე დღესვე ასი ათასი ოქროს მანეთი გადასცა კამოს. კამომ კი ეს ფული სტალინს ჩააბარა და სწორედ ეს ფული გამოიყენეს ბაქოს არსენალისთვის იარაღის შესაძენად. საგულისხმოა ისიც, რომ მანთაშოვს ამ ექსპროპრიაციის შესახებ პოლიციისთვის სიტყვაც კი არ დაუძრავს. პირიქით, მანთაშოვი იატაკქვეშა რევოლუციონერებს ყოველდღიურად ფულს უხდიდა. სამაგიეროდ, მას ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა და ბოროტმოქმედთა სამყარო არ აწუხებდა.
საინტერესოა, აგრეთვე, ბაქოს არსენალის შექმნის ისტორიაც, ანუ, იარაღის შეძენისა და თურქეთიდან ბათუმში, ბათუმიდან კი თბილისის გავლით, ბაქოში ტრანსპორტირების ამბავიც. ამ ისტორიას უკვე თავად კამო იხსენებდა თავის სტატიაში, რომელიც მან გაზეთ „პრავდაში“ გამოაქვეყნა უკვე რევოლუციის შემდეგ – 1919 წელს. მაშინ კამო წერდა: „ორი ათასი ხიშტის (ასე უწოდებდნენ მაშინ ცეცხლსასროლ იარაღს) საყიდელი საქმის მოსაგვარებლად სამსუნში ამხანაგი სტალინი გაემგზავრა. მე კი მას ბათუმში ველოდებოდი. ოთხი დღის შემდეგ სამსუნიდან ბათუმში დიდი სავაჭრო გემი ჩამოვიდა და სწორედ მან ჩამოიტანა ათი ყუთი იარაღი და ტყვია-წამალი. კობამ მოაგვარა საბაჟოს საკითხიც და მის უფროსს, ოგაჩოვს ორი ათასი მანეთი გადაუხადა, რომ ამ საქმეზე თვალი დაეხუჭა. ბათუმიდან თბილისამდე ტვირთი მატარებლით ჩამოვიტანეთ და ასევე, ორი ათასი მანეთის გადახდა მოგვიწია სადგურის უფროს მარგალოვისთვის, რათა ჩვენი ტვირთი არ გაეჩხრიკათ. ყველაზე რთული იყო ტვირთის თბილისიდან ბაქომდე ჩატანა, რადგან იმის გარანტია არ არსებობდა, რომ არ გაგვჩხრეკდნენ და შეიძლება, არც ქრთამს ეშველა ჩვენთვის. ამიტომ, ერთი პატარა ოპერაციის ჩატარება მოგვიწია, რომელიც კობამ მოიფიქრა. ჩვენ (იგულისხმება საბრძოლო გჯუფი) ბაქოში, ნავთობის მაგნატ როტშილდის პირადი მდივნის, კაპლერის მეუღლე მოვიტაცეთ. კაპლერს კი შევთავაზე, რომ თავისი პირადი ვაგონის მეშვეობით თბილისიდან ბაქოში ათი ყუთი იარაღი ჩაეტანა. მოშე კაპლერმა არ იცოდა ყუთების შემცველობა, თუმცა, ალბათ, ხვდებოდა. კაპლერი დაგვთანხმდა, რადგან მის ვაგონს არავინ ჩხრეკდა. ასე მოვახერხეთ ბაქოში იარაღის ჩატანა და დიდი არსენალის შექმნა, რომელიც სულ მალე დიდი აჯანყების მოწყობაში დაგვეხმარა...“
საგულისხმო ფაქტია და შემთხვევითობა არ უნდა იყოს ის, რომ სტალინის გენმდივნად გახდომის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ ბათუმის საბაჟოს ყოფილი უფროსი – ოგაროვი, თბილისის სადგურის ყოფილი უფროსი – მიხაილოვი და თავად კამოც... როგორც ჩანს, სტალინს თავის აღზევებასთან ერთად, თავისი რევოლუციური მოღვაწეობის ზოგიერთი ეპიზოდის არც გახმაურება აწყობდა და არც ცოცხალი მოწმეები.

скачать dle 11.3